სტილი

როგორ იცვამენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და საქართველოში - 15 ფოტო, რომელიც განსხვავებას დაგანახებთ

როგორ იცვამენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და საქართველოში - 15 ფოტო, რომელიც განსხვავებას დაგანახებთ

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანთა ჩაცმის სტილი განსხვავებულია. ამას განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, მოგზაურობის დროს გრძნობთ - თქვენ ყველასგან განსხვავებულად გაცვიათ და ადგილობრივები მარტივად ხვდებიან რომ ტქვენ ტურისტი ხართ.

გთავაზობთ მსოფლიოს ქალაქების მოდის ტენდენციებს:

1. ამსტერდამი, ჰოლანდია - აქ მოდაშია ლეგინსები, მოკლე კაბები და შორტები. როცა იცვამენ კედებს, ცდილობენ იყოს ნათელ ფერებში. ზამთარში უპირატესობას ანიჭებენ დაბალქუსლიან ფეხსაცმელს.

როგორ იცვამენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და საქართველოში - 15 ფოტო, რომელიც განსხვავებას დაგანახებთ

2. ბერლინი, გერმანია - ბერლინში მოდაშია შორტები და ჩვეულებრივი სამოსი ბიზნეს შეხვედრების დროსაც კი. აქ იშვიათად ნახავთ ადამიანებს კლასიკურ სამოსში. თბილი სეზონების განმავლობაში, ქალბატონები ატარებენ ჯინსებს, თეთრ, კრემისფერ, ან სტაფილოსფერ მაისურებს. მოდაშია თხელი ქურთუკები. გერმანელები თავს არიდებენ ხაკისფერი შორტების ჩაცმას. ზამთარში, როგორც წესი, ადგილობროივები იცვამენ სქელ პალტოებს, ხელთათმანებს, ირგებენ ქუდებს.

როგორ იცვამენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და საქართველოში - 15 ფოტო, რომელიც განსხვავებას დაგანახებთ

3. ბრიუსელი, ბელგია - აქ მოდაშია ნაქსოვი სამოსი ზაფხულშიც კი. მოდაშია ასევე გრძელსახელოიანი მაისურები და გრძელი „ჟაკეტები“.

როგორ იცვამენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და საქართველოში - 15 ფოტო, რომელიც განსხვავებას დაგანახებთ

4. ბუენოს აირესი, არგენტინა - არგენტინაში უპირატესობას ჯინსებს ანიჭებენ. თბილ ამინდში იცვამენ ე.წ. ელასტიკებს. ქალები, როგორც წესი, კაბებსა და შორტებს ატარებენ „ბასანოშკებთან“ ერთად. იცვამენ ესპადრელებს. მამაკაცებს აქ შორტები არ აცვიათ.

როგორ იცვამენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და საქართველოში - 15 ფოტო, რომელიც განსხვავებას დაგანახებთ

5. კაირო, ეგვიპტე - ქალებს აცვიათ კონსერვატიულად. მამაკაცები ატარებდნენ შარვლებს, მაისურებს, მაგრამ იშვიათად ნახავთ მოკლესახელოიან მაისურში. ქალები იცვამენ მუხლს ქვემოთ კაბებს. ეგვიპტეში მოგზაურობისას გამჭვირვალე სამოსი არ უნდა ჩაიცვათ. იმის გამო რომ აქ ბევრი სილაა, ადამიანები უპირატესობას ანიჭებენ კომფორტული დახურული ფეხსაცმლის ჩაცმას.

როგორ იცვამენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და საქართველოში - 15 ფოტო, რომელიც განსხვავებას დაგანახებთ

6. კოპენჰაგენი, დანია - კოპენჰაგენში გოგონები ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ იმას, თუ როგორ გამოიყურებიან. აქ მოსახლეობის დიდი ნაწილი მოტოციკლითა და ველოსიპედით გადაადგილდება. ამიტომ, უპირატესობას სპორტულ სტილს ანიჭებენ. მოდაშია კედები, ასევე ჩექმები. ზაფხულში ქალებს აცვიათ ქალური კაბები, რომელსაც მამაკაცურ ფეხსაცმელს უხამებენ. მოდაშია მუხლამდე კაბებიც. ზამთარში მნიშვნელოვანია გქონდეთ პალტო, ან ტყავის მოსაცმელი.

როგორ იცვამენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და საქართველოში - 15 ფოტო, რომელიც განსხვავებას დაგანახებთ

7. ფლორენცია, იტალია - ფლორენციაში არის დახვეწილი და ელეგანტური სტილი მოდური. აქ იშვიათად ნახავთ შორტებში შემოსილ ადამიანს, ასევე მოკლე კაბაში. არ არის მოდაში ასევე ლოგოანი მაისურები. ქალებს აქ აცვიათ ე.წ. გლადიატორის ფეხსაცმელები, ასევე კედები, ქუსლიან ფეხსაცმელზეც არ ამბობენ უარს. ფლორენციელი მამაკაცები, როგორც წესი, არ იცვამენ „ბასანოშკებს“.

როგორ იცვამენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და საქართველოში - 15 ფოტო, რომელიც განსხვავებას დაგანახებთ

8. ჰონგ კონგი, ჩინეთი - ჩაცმის სტილი აქ ჩვეულებრივია - ჯინსი, კედები, მაისური, მაგრამ განსხვავება იმაშია, რომ აქ იცვამენ ძალიან მოკლე სამოსს. ქალებს მოსწონთ, როცა სხეულის ლამაზ ნაწილს აჩენენ. მოდაშია დეკოლტე მაისურები, ასევე ძალიან მოკლე შორტები.

როგორ იცვამენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და საქართველოში - 15 ფოტო, რომელიც განსხვავებას დაგანახებთ

9. ლონდონი, ინგლისი - ლონდონში ზაფხულში მოდაშია თხელი, ნათელი ფერის ქვედა კაბები და იცვამენ „ბალეტკებს“, ასევე „შლოპანცებს“. ისინი ჯინსებსა და ჩექმებს შესანიშნავად უხამებენ ერთმანეთს. ადგილობრივები ხშირად იმოსებიან მოქარგული სამოსით.

როგორ იცვამენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და საქართველოში - 15 ფოტო, რომელიც განსხვავებას დაგანახებთ

10. ლოს-ანჯელესი, კალიფორნია -ლოს-ანჯლესში ამინდი თბილია. ამიტომ აქმმოდაშია მოკლე ტოპები, შორტები, მოკლე ქვედაბოლოები საღამოობით ქალბატონები იცვამენ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს, მუქი ფერის ჯინსებს, ელეგანტურ მაისურებს და სავახშმოდა ამ ფორმაში მიდიან.

როგორ იცვამენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და საქართველოში - 15 ფოტო, რომელიც განსხვავებას დაგანახებთ

11. მადრიდი, ესპანეთი - ზაფხულში აქ მოდაშია შიფონის კაბები, სათვალეები, „ბასანოშკები“, შარფები.ზამთარში და შემოდგომაზე, ქალბატონები ატარებენ ტანზე კარგად მომდგარ ჯინსებს, დიდი ზომის ჯემპრებს, შარფებსა და დახურულფეხსაცმელს. მამაკაცები ჩვეულებრივ ატარებენ მუქ ნაცრისფერ ჯინსებს, ოდნავ საყელომოჭრილ მაისურთან ერთად. იცვამენ ასევე ტყავის ქურთუკებს. მოდაშია სამაჯურები და ყელსაბამები, მაგრამ ისეთი, რომელსაც აქვს თხელი ჯაჭვები და მუქი ფერის დეტალები.

როგორ იცვამენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და საქართველოში - 15 ფოტო, რომელიც განსხვავებას დაგანახებთ

12. მოსკოვი, რუსეთი - ქალები ზაფხულში კაბებს ატარებენ კოლგოტებზე. მამაკაცები იცვამენ გრძელ მაისურებთან ჯინსის შარვლებს. აცვიათ თბილი ჟაკეტები და ქოლგა მათი განუყოფელი ნაწილია.

როგორ იცვამენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და საქართველოში - 15 ფოტო, რომელიც განსხვავებას დაგანახებთ

ქალები უპირატესობას ანიჭებენ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარებას. იშვიათია აქ ნახოთისეთი ბრენდებით შემოსილი ადამიანი, როგორებიცაა, დოლჩე და გაბანა, ვერსაჩე და არმანი.

13. პარიზი, საფრანგეთი - როცა პარიზში ხართ, უნდა დაივიწყოთ სპორტული შარვლები, ოდნავ დეკოლტე მაისურები. ქალებს, როგორც წესი, აცვიათ ტანზე მომდგარი შარვლები. მოდაშია გრძელი შარფები. პარიზელებს უყვართ პალტოებისა და პიჯაკების ტარება.

როგორ იცვამენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და საქართველოში - 15 ფოტო, რომელიც განსხვავებას დაგანახებთ

14. რომი, იტალია - აქ მოდაშია ჯინსები, ფერადი, თხელი კაბები. განსაკუთრებით მოდაშია ჯინსის მოსაცმელები. ყველაზე მოდური ფერი რომში შავია. სამოსის უმეტესობაში ის არის საბაზისო ფერი. მოდაშია მოხატული ფეხსაცმელები.

როგორ იცვამენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და საქართველოში - 15 ფოტო, რომელიც განსხვავებას დაგანახებთ

15. თბილისი, საქართველო - თბილისში მოდაშია ბეწვის მოსაცმელები, ბოტფორდები, ღია ფერის პალტოები. ზაფხულში აქ ქალბატონები იცვამენ მოკლე შორტებს, კედებთან ერთად. სათვალე მათი განუყოფელი აქსესუარია. ბოლო დროს მოდაშია გრძელი კაბები ნათელ ფერებში. ზამთარში ქალბატონები უპირატესობას ანიჭებენ ტყავის ქურთუკების ჩაცმას. როგორც წესი, მოდური მამაკაცები იმოსებიან კედებით, ჯინსის შარვლით, რომელსაც კლასიკურ პიჯაკს უხამებენ. ასევე მოდაშია გრძელი „ჟაკეტები“.

როგორ იცვამენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და საქართველოში - 15 ფოტო, რომელიც განსხვავებას დაგანახებთ



<a href="http://www.thisisinsider.com/">http://www.thisisinsider.com/</a>