ყველაზე მამაკაცური ჰოროსკოპი - გაიგეთ, როგორ მოხიბლოთ მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
- 15.03.2017
ვერძი
დამოუკიდებელი, გულუხვი, მამაკაცური, ამასთანავე ფიცხი და მოუთმენელი. ვერძმა უნდა იცოდეს, რომ თქვენ აღფრთოვანებული ხართ მისით. აქვს სისუსტე კომპლიმენტების მიმართ. უყვარს ჭკვიანი საუბარი, როდესაც რჩევას ეკითხებიან. არ უყვარს, როცა აკონტროლებენ.
კურო
მამაკაცი კურო საიმედო, ერთგული, გულუხვი, მაგრამ ჯიუტი და ზარმაცია. ნუ ეცდებით უცბად შეიჭრათ მასთან ურთიერთობაში. ნელია, მომთმენი, და იგივეს ითხოვს თქვენგან. გააცინეთ, აჭამეთ, კურო ბედნიერი იქნება. უყვარს საუბარი ბიზნესზე, ფინანსებსა და მატერიალურ ღირებულებებზე.
ტყუპები
ენერგიული, ჭკვიანი, შემოქმედი, ზედაპირული, იმპულსურია, არ სცემს პატივს წესებს, ძალიან დამოუკიდებელია. უყვარს ჭკვიანი ქალები, მოახდინეთ შთაბეჭდილება. იყავით პატიოსნები, ლოიალურები ტყუპებთან. როცა მათი ნდობა დაკარგულია, ხელახლა მოპოვება უკვე შეუძლებელია.
კირჩხიბი
თვითდამკვიდრებული, შეუპოვარი, მაგრამ საჭიროებს ემოციურ დახმარებას, ყურადღებას. ემოციურად მგრძნობიარე ადამიანია. იყავით მასთან პირდაპირი, შეგიძლიათ თამამად მოუყვეთ საკუთარი გეძნობების შესახებ. გულწრფელობა, კომპლიმენტები, სანდომიანი ურთიერთობები, მოთმინება - ეს ის გასაღებია, რომლის დახმარებით მიიზიდავთ კირჩხიბს.
ლომი
ლომი - საკმაოდ დომინირებული პიროვნებაა, ვნებიანი, ენერგიული. მთავარი ფაქტორია - აღფრთოვანება. გაუკეთეთ კომპლიმენტი ინტელექტისა და კარგი ფიზიკური ასპექტის შესახებ. იყავით მხიარულები, ოპტიმისტურები. მამაკაც-ლომს უყვარს სიურპრიზები. მას ყველაფერი ბრწყინვალე მოსწონს, ამიტომ ჩაიცვით ლამაზად და სტილურად, აირჩიეთ სექსუალური სამოსი.
ქალწული
ამ ნიშნის მამაკაცები დაკვირვებულები, პუნქტუალურები, რაციონალურები და დამოუკიდებლები არიან. ამასთანავე ცივები და დიდი სკეპტიკოსები. ქალწულებს სჭირდებათ ინტელექტუალური სტიმულაცია. მასთან საუბრისას, ეცადეთ მიაღწიოთ კონსესუსს. არ მისცეთ აღელვების საბაბი, მიეცით ინიციატივა. ჩაიცვით გემოვნებით, არავულგარულად.
სასწორი
დახვეწილი, დიპლომატიური, სტუმართმოყვარე - ეს ყველაფერი სასწორზეა. ზედაპირული, ზარმაცი, უყვარს ლამაზი დეკორი - ესეც მათზეა. მათ იზიდავს სიმშვიდე, აღფრთოვანება, პირფერობა. უყვართ საუბარი, ჰკითხეთ მათი გატაცებებისა და ინტერესების შესახებ. პირველი შთაბეჭდილება მათთვის მნიშვნელოვანია.
მორიელი
მორიელი ერთგული, ვნებიანი, მოხერხებული, დამოუკიდებელი, მაგრამ ძალიან ეჭვიანია. როგორ მიიზიდო ის? არასოდეს არ მოატყუოთ, ყურადღებით მოუსმინეთ. უპირატესობას ანიჭებს გულწრფელობას, პატიოსნებას. არასოდეს არ გააკონტროლოთ. მას მოსწონს ამბიციური პიროვნებები, როგორიც თავად არის.
მშვილდოსანი
უყვარს თავგადასავლები, შთაბეჭდილებები. ძალიან დამოუკიდებელია. ელაპარაკეთ, მოუყევით საკუთარი ისტორიები, მაგრამ არ ჩაყოთ ცხვირი მისი ცხოვრების იდუმალ კუთხეებში. მშვილდოსანს ძალიან უყვარს სიურპრიზები, აქტიური მოღვაწეობა, მოგზაურობა, რისკი.
თხის რქა
ზოდიაქოს ყველაზე ორგანიზებული და პრაქტიკული მამაკაცი. გარეგნობის მიუხედავად, შინაგანად ცივი, მშვიდი და ლოგიკურია. ეძებს ფინანსურად შეძლებულ პარტნიორს. ყოველთვის პატივისცემით მოექეცით, აგრძნობინეთ თქვენი სიყვარული. როდესაც მიხვდება საკუთარ ფასეულობას, მუდამ თქვენთან დარჩება.
მერწყული
ჭკვიანი, დამოუკიდებელი, ჯიუტი. ინტელექტუალი. მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალიც კი არ ააღელვებს, თუ ის სულელია. ასტიმულირეთ მისი ტვინი, მიიღეთ მონაწილეობა მეგობრულ სიტყვიერ ბატალიაში. იყავით მომთმენი. ნუ აჩქარებთ და ნუ ეჭვიანობთ, მაშინვე წავა. მიეცით სივრცე, პატივი ეცით მის პირად ცხოვრებას. ის ისეთი ქალისთვისაა, რომელსაც უყვარს გამოწვევა, თავგადასავლები.
თევზები
გულმოწყალე, შემოქმედი ნატურაა, ცოტათი ზარმაცი, გააჩნია ამაღლებული მგრძნობელობა. ესაჭიროება დომინირებული პარტნიორი, რადგან შეიძლება ადვილად დაუცდეთ ფეხი, საკუთარი თავისადმი სიბრალულმა კი შეიძლება გაანადგუროთ. ესაუბრეთ სულიერებაზე, ასტროლოგიაზე, ყველაფერ არარეალურზე. გამოიყვანეთ მელანქოლიიდან, იყავით ყურადღებიანები, გულუხვები, ნაზები, რათა თქვენთან კომფორტულად იგრძნოს თავი.
თემები: მამაკაცები, ზოდიაქოს ნიშნები, ჰოროსკოპი
<a href="http://www.tayni-mirozdaniya.ru">http://www.tayni-mirozdaniya.ru</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია