სტილი

11 რჩევა, როგორ მოვიხდინოთ შავი ფერი

11 რჩევა, როგორ მოვიხდინოთ შავი ფერი

შავი იყო და არის ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური და მოდური ფერი. იმის მიუხედავად, რომ ზოგი დიზაინერი რუხს, თეთრს ან ბეჟს უწოდებს ’ახალ შავს’, მაინც ვუბრუნდებით ორიგინალ შავ ფერს. მაგრამ არ არის მარტივი გამოიყურებოდე მომხიბვლელად მხოლოდ შავ ფერში. გთავაზობ იდეებს , რომელთა მეშვეობითაც მუდამ საინტერესოდ და დიდებულად მოიხდენ ამ ფერს.

11. ღია ფერის აქსესუარები

ფერადი აქსესუარები ხაზს უსვამს შენს კრეატიულობას და უბრალო შავ ფერს დაუვიწყარს გახდის. კაშკაშა ხელჩანთა, ან მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შესანიშნავი იქნება ერთი ფერის ჩაცმულობაზე.

11 რჩევა, როგორ მოვიხდინოთ შავი ფერი

10.ატარე ფართო ტანსაცმელი

ფაქტია, რომ შავი ფერი სხეულს გამხდარს აჩენს. თუ ჩაიცვამ ზედმეტად ვიწრო ტანსაცმელს, ის ხაზს გაუსვამს სხეულის იმ დეტალებს, რომელთა დაფარვასაც ზოგჯერ ცდილობ. შავი ფართო კაბა, შარვალი ან ქურთუკი უფრო მოხდენილად გამოგაჩენს.

11 რჩევა, როგორ მოვიხდინოთ შავი ფერი

9.შეცვალე ქსოვილები

11 რჩევა, როგორ მოვიხდინოთ შავი ფერი

შეგიძლია ითამაშო ქსოვილებით, მაგალითად, დააწყვილე ბამბის შარვალი და აბრეშუმის მაისური, ტყავის ქვედატანი და ატლასის პერანგი... შავი ტყავის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ან ჩანთა - ეს შენს ჩაცმულობას სრულყოფს.

8. ერთგვარი ტანსაცმელი უძლებს დრო

11 რჩევა, როგორ მოვიხდინოთ შავი ფერი

ყველაზე მარტივი და შთამბეჭდავი ფერების წყვილია შავი და თეთრი. თუ შენს კარადაში შავ-თეთრი, კარგი ქსოვილისგან დამზადებული ტანსაცმელი აღმოაჩინე, ჩათვალე, რომ საუკეთესოდ ჩაცმული ხარ.

7. გრაფიკული სილუეტი და ასიმეტრიულობა

11 რჩევა, როგორ მოვიხდინოთ შავი ფერი

შავი არის საუკეთესო ფერი, რომელიც დაგეხმარება შექმნათ მოდური, მხატვრული და ასიმეტრიული ჩაცმულობა.

6. შავი ფერი მოითხოვს სრულყოფილებას

11 რჩევა, როგორ მოვიხდინოთ შავი ფერი

მთავარი ისაა, რომ შავი ფერი ხაზს უსვამს ცუდ ვარცხნილობას, უძილობასა თუ ფერმკრთალ სახეს. დრო თუ არ გყოფნის ვარცხნილობის გასაკეთებლად ან მოულოდნელად სახეზე გამოგაყრის, სხვა ფერის ტანსაცმელი ჩაიცვი.

5. აქცენტი გააკეთე თვალებზე

11 რჩევა, როგორ მოვიხდინოთ შავი ფერი

მაკიაჟის გარეშე შავი ფერი ასაკს მოგიმატებს. საკმარისი იქნება თვალების გამოკვეთა და სულაც არ არის საჭირო წითელი პომადის წასმა - შეიძლება ვამპირს დაემსგავსო. ბუნებრივად უნდა გამოიყურებოდე, სცადე ტუჩის ბაცი წითელი საცხი და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ძალიან გიხდება.

4.შემატე სითბო სახეს

11 რჩევა, როგორ მოვიხდინოთ შავი ფერი

შავი არის საუკეთესო ფერი მუქთმიანი და ხორბლისფერი კანის მქონე ქალებისთვის. ხოლო წითურები, ჭორფლიანები ან ქერათმიანები შავ ფერში ზედმეტად ფერმკრთალად გამოიყურებიან. ამის თავიდან ასარიდებლად დაამატე ისეთი ფერის სამოსი ან აქსესუარები, რომლებიც ახლოსაა შენი სახის ფერებთან - იქნება ეს კაშკაშა მაისური, შარფი, ყელსაბამი თუ ბროში.

3.დააწყვილე შავი ჭრელ ფერებთან

დაივიწყე წესი, რომელიც გეუბნება, რომ შავი მხოლოდ წითელ და თეთრ ფერთან ერთად უნდა ჩაიცვა. ყველა ფერი უხდება შავს: რუხი, იასამნისფერი, ლურჯი, მწვანე...

2. ზურგამოჭრილი ტანსაცმელი

11 რჩევა, როგორ მოვიხდინოთ შავი ფერი

ზურგამოჭრილ მაისურში იქნები ძალიან სექსუალური და ლამაზი, ამასთან ერთად ვერ იპოვი უკეთეს გზას ლამაზი ზურგის გამოსაჩენად.

ტყავისგან დამზადებული ჩანთები და ქამრები ხაზს უსვამენ შავი ფერის სიმდიდრესა და მრავალფეროვნებას. ასევე გეომეტრიული ფორმის მეტალის აქსესუარები, ოქროს და ნახევრად ძვირფასთვლიანი სამკაულები ამშვენებენ შავი ფერის ტანისამოსს.

1. მაქმანი

11 რჩევა, როგორ მოვიხდინოთ შავი ფერი

შავი მაქმანი ხაზს უსვამს შენს ფანტაზიის უნარსა და კრეატიულობას. მაქმანი ქმნის ნაზ და ამავდროულად გოტიკური სტილის ვიზუალს. შავ მაქმანს ძალიან უხდება ტყავი ან ნაქსოვი ტანსაცმელი.