Zadig & Voltaire — სუნამო მათთვის, ვისაც სურს, არ გავდეს სხვას
- 19.03.2017
პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელ „ისი-პარის“ საგაზაფხულო სიახლეებს შორის კონცეპტუალური ბრენდი — Zadig & Voltaire-ია, რომლის სუნამოები, როგორც წესი, ქსელურ მაღაზიებში საერთოდ არ შედის და მხოლოდ ბრენდის ბუტიკებშია წარმოდგენილი. არც მისი სურნელი ჰგავს კლასიკურ სუნამოებს: Zadig & Voltaire-ის კონცეფცია როკის, მოდის და ხელოვნების საფუძვლებზე დაყრდნობით შეიქმნა და 2 სიტყვით რომ დავახასიათოთ, თავისუფლების, ახალგაზრდობის და ურბანული რომანტიზმის სუნი აქვს.
Zadig & Voltaire-ი ახალი სუნამოების წყვილი This is Zadig!-ი ორივე სქესის წარმომადგენლებისთვისაა: ქალის ვერსიას THIS IS HER ჰქვია, მამაკაცისას კი — THIS IS HIM. ორივე არომატი უნისექსური ხასიათისაა და მნიშვნელობა არ აქვს, რომელს იპკურებ.
სანამ სუნამოს დეტალურ აღწერაზე გადავალთ, 2 სიტყვით ბრენდის შესახებ გიამბობთ: თუ გსურს, მოდის სფეროში ერკვეოდე, Zadig & Voltaire-ის შექმნის ამბავი აუცილებლად უნდა იცოდე:
ბრენდის შექმნის იდეა გალანტურ ფრანგ მამაკაცს — ტეღ ჟილიოს გაუჩნდა 1997-ში. მისი ოჯახისთვის მოდის ბიზნესი სიახლე არ ყოფილა: პაპა — ანდრე ჟილიო Lacoste-ს თანადამფუძნებელი იყო. სახელწოდება Zadig & Voltaire-ის შთაგონების წყარო ვოლტერის ფილოსოფიური ნაშრომი — Zadig ou la Destinee გახდა.
Zadig & Voltaire-მა ჯინსის ნაწარმის, ჩექმების და ტყავის ქურთუკების წარმოება დაიწყო და სულ მალე მოდის ინდუსტრიაში მაღალი ხარისხის ლუქს-კლასის ყოველდღიური სამოსის მწარმოებლის სახელი მოიპოვა. მოდის სახლს 2003 წლიდან შვედი დიზაინერი — ტეღ ჟილიოს მეუღლე სესილია ბონსტრომი შეუერთდა და სწორედ მან შექმნა პირველად ბრენდის ისტორიაში როკის და ბოჰემური სულით გაჯერებული საკულტო დახეული მაისურები.
დღეს Zadig & Voltaire-ი როგორც ქალის, ასევე მამაკაცის ხაზებს ქმნის, ბავშვი სამოსთან, სუნამოებსა და არომატულ სანთლებთან ერთად. ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა როკ-მუსიკოსებისთვის ლეიბლიც დააარსა — Zadig & Voltaire Music-ი. ბრენდის სუნამოებზე კი პარფიუმერები — სიდონი ლანსესო, მიშელ ალმერაკი, ნატალი ლორსონი და ორელიენ გიშა მუშაობენ.
This is Zadig!-ის არომატის ხასიათის შესახებ სესილია ბონსტრომმა განაცხადა: „გვსურდა, სრულიად ახალი სურნელი შეგვექმნა, როგორიც პარფიუმერულ ბაზაზრზე ჯერ არ მოიძებნება და მისი ხასიათი წმინდასა და ბნელის ბალანსზე ყოფილიყო დაფუძნებული“.
სიდონი ლანსესომ და მიშელ ალმერაკიმა ქალის ნაწილზე — THIS IS HER-ზე იმუშავეს. მისი არომატის დახასიათება შეიძლება, როგორც ხის, ყვავილოვანი და გურმანული სურნელი, ვარდისპერი პილპილი, სამბაკის ჟასმინის, წაბლის, ვანილის ნოტებით; წამყვანი ნოტა კი სანდალის ხეა.
რაც შეეხება THIS IS HIM-ს, მასზე ნატალი ლორსონმა და ორელიენ გიშამ იმუშავეს და აღმოსავლური და ხის სურნელების მოტივებზე შედარებით „ბნელი“ ხასიათის არომატი შექმნეს — გრეიფრუტის, შავი პილპილის, საკმეველის, სანდალის ხის და ვანილის ნოტებით.
თემები: ისი-პარი, Zadig & Voltaire, Thierry Gillier, Cecilia Bonstrom, THIS IS ZADIG!, Ici-Paris, ახალი საგაზაფხულო სუნამო, ახალგაზრდული სურნელი, ისი-პარის ახალი არომატი