დაქორწინებული წყვილების ფსიქოლოგმა თიმ ქაველმა გამოაქვეყნა იმ პრეტენზიების სია, რომლებიც ყველაზე ხშირად უჩნდებათ ხანგრძლივ ქორწინებაში მყოფ კაცებს.
1. მეუღლეები ზედმეტად ბევრს ჩივიან
ფსიქოლოგმა თიმ ქაველმა აღნიშნა, რომ თერაპიის დროს კაცები ძალიან ცოტას ლაპარაკობენ. ძირითადად, მათ აწუხებთ ცოლების მუდმივი საყვედურები. მაგრამ რატომ არ იხსნებიან კაცები და არ საუბრობენ თავიანთ პრეტენზიებზე? პასუხი მარტივია - როდესაც გაქვს პრეტენზია, შენ განიცდი, გტკივა გული და არ ხარ ბედნიერი. ეს ნიშნავს, რომ ხარ დაუცველი და სუსტი. არც ერთ კაცს არ სურს ასეთი იყოს.
იმის მაგივრად, რომ წყვილებმა გააცნონ ერთმანეთს თავიანთი საყვედურები, ფსიქოლოგი სთავაზობს მათ, გადააქციონ საყვედური თხოვნად. ისაუბრონ წინადადებებით, რომელიც იწყება მე-თი და არა შენ-ით.
2. მოსწყინდათ პარტნიორი
კაცები ხშირად ჩივიან, რომ ქორწინება გახდა ყალბი და მოსწყინდათ თავიანთი პარტნიორი. მამაკაცები არ უჩივიან სექსუალურ ცხოვრებას, არამედ ისინი ამბობენ, რომ მათი პარტნიორები აღარ ცდილობენ წინსვლას, თავის უკეთ წარმოჩენას და პროფესიულ ზრდას. ასეთი ტიპის კაცს სურს ძველებურად გატაცებული იყოს საკუთარი ცოლით, მაგრამ საპასუხოდ იღებს მის შეწუხებულ სახეს და საყვედურებს სამსახურთან ან პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით.
ასეთ შემთხვევებში ფსიქოლოგი ურჩევს მათ, დაკავდნენ რაიმე სპორტით მეუღლესთან ერთად ან წავიდნენ სამოგზაუროდ, თუნდაც ერთი შაბათ-კვირით.
3. მიაჩნიათ, რომ მეუღლეს მობეზრდა
კაცს ეშინია, რომ პარტნიორს ის შეიძლება მობეზრდეს. კაცები ხშირად აღიარებენ თერაპიის დროს, რომ საერთოდ არ ეგონათ, მეუღლეებს თუ მათი პრობლემები აინტერესებდათ. ეს გამოწვეულია იმით, რომ წყვილები არ საუბრობენ იმაზე, თუ რამდენს ნიშნავენ ერთმანეთისთვის, რაც შემდეგ უფრო დიდი კამათის გამომწვევი მიზეზია. ხშირად ქალებს ავიწყდებათ ეს, რადგან გადართული არიან ბავშვებისა და სახლის მოვლაზე.
ერთი პარტნიორის უყურადღებობა უბიძგებს მეორეს, იპოვოს ვინმე ისეთი ვინც დაინტერესდება მისი პრობლემებით და არ შემოიფარგლება ზედაპირული „მე შენ მიყვარხარ“ ფრაზით.
4. აღარ აქვთ სექსი
კაცების უმრავლესობა ვერ იგებს, რატომ აღარ იჩენენ მათი მეუღლეები ინიციატივას ან აღარ სურთ სექსი. კაცი გრძნობს თავს უფრო ახლოს პარტნიორთან, როდესაც ინტიმური ურთიერთობა აქვს, ხოლო ქალს სურს ჰქონდეს სექსი კაცთან, როცა დარწმუნებულია მის სიახლოვესა და ერთგულებაში. შეუძლებელია ყოველდღიური ინტიმურობა ხანგრძლივ ქორწინებაში, თუმცა აუცილებელია ის იყოს პრიორიტეტი ორივე პარტნიორისთვის.
მამაკაცები უნდა ეცადონ, უკეთ გაუგონ მეუღლეებს, წაიყვანონ სადმე სახლიდან მოშორებით, ესაუბრონ მათ სხვადასხვა თემაზე. უთხრან, რომ გრძნობენ პარტნიორის უკმაყოფილებას და სურთ ურთიერთობის გამოსწორება. არ დაუწყონ კამათი და მხოლოდ მოსმენით შემოიფარგლონ.
5. სხვადასხვა ენაზე საუბრობენ
კაცები აღნიშნავენ, რომ მათი ცოლები გამოხატავენ სიყვარულს ისე, როგორც ეს კაცებს არ სურთ. მაგალითად, კაცებს სურთ ქმედებებით სიყვარულის გამოხატვა, ქალებს კი ვერბალურად ურჩევნიათ ამის დემონსტრირება.
ასეთმა წყვილებმა უნდა დაუსვან ერთმანეთს კითხვები: „ჩვენი თანაცხოვრების განმავლობაში, შეგიძლია დამისახელო 5 შემთხვევა, როდესაც გაგრძნობინე, რომ მიყვარხარ?“ „როდის მოხდა ეს?“ „რა იყო ეს - სიტყვიერი გამოხატულება თუ ქმედება?“ „დაგასაჩუქრე თუ უბრალოდ გისმენდი?“ ამ კითხვებზე პასუხის შემდეგ, დაგიგროვდება ცოდნა, რომელიც აუცილებლად დაგეხმარება ურთიერთობის სწორად წარმართვაში.
6. დაიღალნენ „ცუდი და კარგი პოლიციელის“ თამაშით
არც ერთ მშობელს არ სურს იყოს ზედმეტად მკაცრი შვილების თვალში. მამაკაცების უმრავლესობას სწორედ ეს პრობლემა აწუხებს. ქალები ძირითადად „კარგი პოლიციელის“ როლს ასრულებენ და არ ექცევიან მკაცრად ბავშვებს. დასჯა, რაიმეს აკრძალვა და გაბრაზება მამის „უფლებაა“. აქედან გამომდინარე მას „ცუდი პოლიციელის“ იარლიყი ეწებება.
აუცილებელია წყვილმა თანაბრად გადაინაწილოს მშობლის ფუნქციები. ბავშვი იქნება ბევრად გაწონასწორებული და ფსიქიკურად ჯანმრთელი, თუ მას ერთნაირად მოექცევიან. აუცილებელია ცოლ-ქმარმა მოილაპარაკოს, რათა შეაჯერონ ბავშვთან ურთიერთობის ორივე მეთოდი და ერთად გადაწყვიტონ ეს პრობლემა.
თემები: მამაკაცები, პრეტენზია