10 რამ, რაც ცხოვრებას გაგიმარტივებთ და წარმატებულს გაგხდით - ეს ყველა ადამიანმა უნდა იცოდეთ
- 21.03.2017
1. აკონტროლეთ ბიუჯეტი - ყველამ უნდა იცოდეს და ყველას უნდა შეეძლოს საკუთარი ბიუჯეტის დაბალანსება და გათვლა. დარწმუნდით, რომ შეგიძლიათ აკონტროლოთ შემოსავალი და ხარჯები. შეგიძლიათ გააკეთოთ საკუთარი ცხრილი, სადაც მოინიშნავთ ყველაფერს და ასე ბიუჯეტის კონტროლი უფრო გაგიმარტივდებათ.
2. თქვით „არა“ - ამ პატარა სიტყვის თქმის გამო, ბვერ ჩვენგანი თავს უხერხულად გრძნობს. ნამდვილი უნარია იცოდეთ, როგორ თქვათ „არა“ ბოდიშებისა და ტყუილების გარეშე. თუ ანეკუთვნებით იმ ადამიანთა კატეგორიას, რომლებიც ავტომატურად პასუხობენ „დიახ“ როცა რაიმის გაკეთებას სთხოვენ და უარის თქმა დანაშაულად მიაჩნიათ, სცადეთ თქვათ - „დაფიქრება მჭირდება“. ეს მოგცემთ დროს გადახედოთ თქვენს განრიგს და ამის შემდეგ გადაწყვიტოთ შეგიძლიათ თუ არა დამატებით რაიმის გაკეთება.
3. მიიღეთ კრიტიკა - რაღაც შეგეშალათ, შეცდომა დაუშვით? - გილოცავთ, თქვენ ადამიანი ხართ. სამწუხაროდ, ჩვენ ხშირად ვუშვებთ შეცდომებს და როცა სხვები ამაზე მიგვითითებენ, ხშირად უსიამოვნოა ჩვენთვის. თუ თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ თქვენი შეცდომები და სხვების კრიტიკა მიიღოთ, უფრო გაგიმარტივდებათ შეცდომების გამოსწორება. ასევე, მნიშვნელოვანია იცოდეთ, როგორ გააკრიტიკოთ სხვები ისე რომ გული არ ატკინოთ.
4. გაანალიზეთ რა მოჰყვება თქვენს ნაბიჯებს - გსურთ წვეულების მოწყობა, მაგრამ ამისთვის არაფერს აკეთებთ? ფრენა გიყვართ მაგრამ ბილეთი არასოდეს გაქვთ? - უნდა იცოდეთ, რისი გაკეთება გსურთ, რა მოჰყვება თქვენს ნაბიჯებს. ეცადეთ, წინასწარ გათვალოთ შედეგი.
5. უნდა იცოდეთ, როგორ შეცვალოთ მანქანის საბურავი - თუ გყავთ საკუთარი მანქანა, ან ერთ დღეს გეყოლებათ, სწორედ მაშინ მიხვდებით რამდენად მნიშვნელოვანი საბურავის გამოცვლის ცოდნა. იმედი გვაქვს, რომ ამ ცოდნის გამოყენება ხშირად არ დაგჭირდებათ. შეგიძლიათ, ეს ინტერნეტის საშუალებითაც ისწავლოთ. „იუთუბზე“ არაერთი ვიდეოა, რომელიც სწავლაში დაგეხმარებათ.
6. ადამიანებთან პირისპირ საუბარი - ინტერნეტის ეპოქაში კომუნიკაცია უფრო მეტად წერილობით ხორციელდება. გახსოვდეთ, რომ არაფერი წარმოაჩენს თქვენს ინეტერესებს და ემოციებს ისე, როგორც თქვენი სახე საუბრის დროს.
7. უნდა იცოდეთ ბავშვისთვის საფენის გამოცვლა - ბევრ ადამიანს ჩვილ ბავშვთან მარტო დარჩენის ეშინია. მაგრამ სულ ტყუილად, ახალშობილები არც ისე საშიშები არიან, როგორც ერთი შეხედვით ჩანან. მიუხედავად იმისა თუ ჯერ არ გყავთ ბავშვები, აუცილებლად უნდა იცოდეთ პამპერსის გამოცვლა.
8. როგორ გამოიყენოთ მიკროტალღური ღუმელი - მიკროტალღური ღუმელი თქვენი კომფორტისთვის საუკეთესო გამოგონებაა. მაგრამ თუ მისი გამოყენება არ იცით, წვავთ საჭმელს, ან საერთოდ ვერ ათბობთ, ნამდვილ ტანჯვად გექცევათ.
9. მოამზადოთ საჭმელი - ჭამა ყველას უყვარს, ამიტომ მნიშვნელოვანია იცოდეთ საჭნლის მომზადება. არ არის აუცილებელი შეფ მზარეული იყოთ. შეგიძლიათ, გააკეთოთ რეცეპტების წიგნი, ჩაიწეროთ ყველა რეცეპტი. როცა საჭმლის მომზადება იცით, ეს თქვენი დიდი უპირატესობაა.
10. უნდა იცოდეთ რეზიუმეს შედგენა - სამსახური განსაზღვრავს თქვენს ცხოვრებას - როგორ გამოიყურებით, როგორ ცხოვრობთ, რას ჭამთ და ხართ თუ არა ბედნიერი. პირველი ნაბიჯი ოცნების სამსახურის საპოვნელად კარგი რეზიუმეს შედგენაა.
თემები: რჩევები ქალებს, ურთიერთობა, დაბრკოლებების გადალახვა, რჩევები
<a href="http://www.rd.com/">http://www.rd.com/</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია