1. ჩახუტება
ურთიერთობების გარეშე, თუ ცხოვრებაში არ გაქვს სექსი, შეიძლება დაკავდე თვითდაკმაყოფილებით. აი „თვითჩახუტებით“ კი - არა. ეს წყვილის თანამოქმედების ტერიტორიაა.
2. შენ სწერ მას დღის განმავლობაში
ეს აზავებს მონოტონურ სამუშაოს, თანაც უფრო საინტერესოა უპასუხო შეტყობინებები, ვიდრე მთელი დღე ავსებდე და აწყობდე ქაღალდებს.
3. თქვენ სინჯავთ ახალს
თუ, რა თქმა უნდა, თუ ერთმანეთის კლონები არ ხართ, მაშინ მონახავთ საინტერესოს რით დაკავდეთ. თანაც ძველი ინტერესებიც, როცა ერთად კავდებით, არ კარგავენ მიმზიდველობას.
4. ახალი ადამიანების გაცნობა
ურთიერთობების დაწყების შემდეგ თქვენ ალბათ საერთო მეგობრებიც გაგიჩნდებათ.
5. თქვენ უბრალოდ მიდიხართ ბარში
როცა ბარში მარტო მიდიხარ, აქეთ-იქითგიწევს ვიღაცის გასაცნობად ყურება. ერთად კი იმიტომ მიდიხართ ბარში, რომ უბრალოდ დალიოთ სასიამოვნო კომპანიაში.
6. თქვენ ერთმანეთთან პაემანზე დადიხართ
კინოში ან რესტორანში საკმაოდ მოსაწყენია მარტო წასვლა, მეგობრებს კი ყოველთვის არ სცალიათ. აი, შენ კი სიხარულით წახვალ მასთან ერთად.
7. თქვენ ორივე უფრო მეტ საჩუქრებს იღებთ დაბადების დღეზე
ეს, რა თქმა უნდა ნამდვილი ეგოიზმია, მაგრამ პარტნიორის არსებობა - ეს ნაბიჯია დამატებითი საჩუქრებისკენ.
8. ერთობლივი მოგზაურობა
ეს ნიშნავს, რომ თქვენ ორნი მეგობრებთან ან მშობლებთან ერთად კი არ უნდა გაემგზავროთ დასასვენებლად, არამედ - ერთად. და ეს ყველაზე კარგია!
9. შენ ზრუნავ მასზე ავადმყოფობის დროს
არა აქვს მნიშვნელობა, შენ მის საყვარელ საჭმელს ყიდულობ თუ ერთჯერადი ცხვირსახოცების შეკვრას, მას მაინც ესიამოვნება ეს.
10. თქვენ ყოველთვის მონახავთ დროს, რით დაკავდეთ
შეიძლება თქვენ სულ არა გაქვთ თავისუფალი დრო, მაგრამ თითქმის ნებისმიერ დროს გაქვთ მოქმედებების რაღაც გეგმა. და ამის გამო საკუთარი მნიშვნელობის შეგრძნება მხოლოდ იზრდება.
11. მას აღარ სჭირდება ნერვიულობა საკუთარი გარეგნობის გამო
რადგან შენ მოგწონს ის, ესე იგი ის საკმაოდ მიმზიდველია. ესე იგი შეიძლება აღარ ინერვიულო საკუთარი გარეგნობის ნაკლოვანებების გამო.
თემები: სიყვარული, მამაკაცები, ურთიერთობა, ქალები, რჩევები
<a href="http://www.cosmo.ru/">http://www.cosmo.ru/</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია