LIFE

უფროსი ხართ, შუათანა, უმცროსი, თუ დედისერთა? - რა გავლენას ახდენს დაბადების რიგითობა ადამიანის პიროვნებაზე

უფროსი ხართ, შუათანა, უმცროსი, თუ დედისერთა? - რა გავლენას ახდენს დაბადების რიგითობა ადამიანის პიროვნებაზე

ამბობენ, რომ ოჯახში უფროსი ბავშვი ზრდილობითა და პასუხისმგებლობლობის მაღალი გრძნობით გამოირჩევა, დედისერთები ეგოისტები და მომთხოვნები. არის თუ არა ეს სტერეოტიპი და რა გავლენას ახდენს ადამიანის პიროვნებაზე ის, თუ რიგით რომელი დაიბადა ოჯახში?

„დაბადების რიგითობის თეორია“ 1920 წელს ზიგმუნდ ფროიდის მეგობარმა და კოლეგამ, ალფრედ ადლერმა ჩამოაყალიბა. მას სჯეროდა, რომ დაბადების რიგითობა ადამიანის პიროვნებაზე დიდ გავლენას ახდენს.

1. პირველი, უფროსი ბავშვი - ადლერის თეორიის მიხედვით, უფროს შვილს უფრო კონსერვატიული შეხედულებები აქვს, არის ძალაუფლების მოყვარე და ლიდერობისკენ გახლავთ მიმართული. იმის გამო, რომ ისინი ხშირად გრძნობენ პასუხისმგებლობას თავისი უმცროსი დედმაშივილების მიმართ, ისინი ხდებიან მზრუნველები.

2. მეორე (შუათანა) ბავშვი - მას შემდეგ, რაც მეორე ბავშვი გრძნობს თავისი უფროსი დის, ან ძმის ყურადღებას, კონტროლს, ძალას, ის მუდამ ცდილობს თავი დააღწიოს და შეეწინააღმდეგოს მას. განვითარების ტემპი უფრო მაღალია. შუათანა ბავშვი ოჯახში, როგორც წესი, არის საოცრად ამბიციური. ისინი იშვიათად არიან ეგოისტები. მაღალი მიზნებისკენ აქვთ მისწრაფება. მათ იციან როგორ გაუმკლავდნენ ცხოვრების სირთულეებს და იშვიათად არიან წარუმატებელნი.

უფროსი ხართ, შუათანა, უმცროსი, თუ დედისერთა? - რა გავლენას ახდენს დაბადების რიგითობა ადამიანის პიროვნებაზე

3. უმცროსი, ნაბოლარა ბავშვი - როგორც წესი, ყველაზე პატარა ბავშვი ოჯახში ოჯახის ყველა წევრისგან განუზომელ მზრუნველობასა და ყურადღებას იღებს. ამის გამო ისინი ნაკლებად გამოცდილები და დამოუკიდებლები არიან. თუმცა ხშირად უმცროსი ბავშვები არიან მიმართულნი იმისკენ, რომ უფროს და-ძმას წინააღმდეგობა გაუწიონ. ისინი აღწევენ წარმატებას და იღებენ აღიარებას თავიანთ არჩეულ სფეროში. ხდებიან საუკეთესო სპორტსმენები, მუსიკოსები, ან მსახიობები. უმცროსი ბავშვები არიან ძალიან კომუნიკაბელურები. ისინი არიან უფრო უპასუხისმგებლოები და არასერიოზულები, ვიდრე მათი უფროსი და-ძმა.

4. დედისერთა - მათ ყოველთვის აქვთ მშობლების იმედი და ამავდროულად უჩნდებათ მოლოდინი, რომ სხვებიც ისევე დაიცავენ, როგორც მშობლები. სხვაზე დამოკიდებულება და ეგოიზმი მათ მთელი ცხოვრება მიჰყვებათ. ბევრ მათგანს უჭირს თანატოლებთან ურთიერთობა. თუმცა ამავდროულად დედისერთები არიან მაქსიმალისტები და ისინი მიზნის მისაღწევად ყველაფერს აკეთებენ.

როგორ მოქმედებს დაბადების რიგითობა IQ-ზე

 ალფრედ ადლერის თეორია თანამედროვე მკვლევარებმა განავრცეს და გადაწყვიტეს გაეგოთ, თუ რა გავლენას ახდენს ადამიანის ინტელექტზე დაბადების რიგითობა. ამ თვალსაზრისით მკვლევარების აზრი ორადაა გაყოფილი.

მეცნიერების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ნაწილის აზრით კი, პიროვნების ინტელექტუალურ განვითარებასთან დაბადების რიგითობა კავშირში არ არის.

მაინცისა და ლაიფციგის უნივერსიტეტების მკვლევარებმა შეისწავლეს 20 000 ადამიანის ინტელექტის დონე და დაასკვნეს, რომ უმაღლესი ინტელექტი დედმამიშვილებიდან უფროსებს აქვთ.

უფროსი ხართ, შუათანა, უმცროსი, თუ დედისერთა? - რა გავლენას ახდენს დაბადების რიგითობა ადამიანის პიროვნებაზე

თუმცა სხვა მეცნიერები კვლევის შედეგებს არ ეთანხმებიან, ვინაიდან აქ გათვალისწინებული არ ყოფილა ადამიანთა ეთნიკური წარმომავლობა, სოციალური მდგომარეობა, დამოკიდებულება მშობლებთან და სხვა ისეთი ფაქტორები, რომლებსაც უმნიშვნელოვანესი როლი აქვთ ადამიანთა ინტელექტუალურად ჩამოყალიბების თვალსაზრისით.



<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>