ყავის მოყვარული თუ ხარ, ისიც გეცოდინება, თუ როგორ შეიძლება ის ისეთ დღეებში დაგეხმაროს, როდესაც გამოფხიზლება გჭირდება ან, უბრალოდ, კომფორტულად გინდა იგრძნო თავი. არსებობს კიდევ უამრავი მიზეზი, რის გამოც უნდა გიყვარდეს ყავა და ზოგი მათგანი ჯანმრთელობასაც კი უკავშირდება.
10. ყავის ჯადოსნური შესაძლებლობები პირველად ველურ თხებზე დაკვირვების შედეგად აღმოაჩინეს
ლეგენდის თანახმად, ეთიოპიაში მწყემსების გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა მათ მოცეკვავე თხები დაინახეს. თხების გამხიარულების მიზეზი კი ყავის მარცვლები იყო, რომლებიც თხებმა ფოთლებთან ერთად შეახრამუნეს. სწორედ ასე გაიგო მსოფლიომ კოფეინის შესაძლებლობების შესახებ.
9. გაღვიძებისთანავე არ არის საჭირო ყავის მიღება
შენი სხეული თავისით გამოიმუშავებს ჰორმონს, რომელსაც კორტიზოლი ჰქვია. სწორედ ეს სტეროიდული ჰორმონი გაფხიზლებს და ტონუსს გმატებს. სხეული ყოველდღიურად თავისუფლდება ამ ჰორმონისგან, ამიტომაც გაღვიძებისთანავე არ იჩქარო ყავის დალევა და კოფეინის ,,გაფლანგვა”, რადგანაც ამ დროს კორტიზოლის ყველაზე დიდი დოზაა შენს სხეულში.
8. ყავა არ უწყობს ხელს დეჰიდრატაციას
ადრე ფიქრობდნენ, რომ ყავა შარდმდენი საშუალება იყო, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. თუკი დღეში დიდი რაოდენობით ყავას (500-600 გრამზე მეტს) არ მიიღებ, ის შენს ჯანმრთელობაზე ნეგატიურად არ იმოქმედებს. კვლევებმა აჩვენა, რომ სასმელში კოფეინის შემცველობა არ აისახება შარდის გამოყოფაზე.
7. ყავა სიცოცხლეს გიხანგრძლივებს
ყავა შეიცავს უამრავ ანტიოქსიდს, რომლებიც ეხმარება სხეულს, ებრძოლოს ქიმიურ ნივთიერებებს – „თავისუფალ რადიკალებს”. შედეგად ვიღებთ, რომ ყავის მომხმარებლები ნაკლებად არიან ისეთი დაავადებების რისკის ქვეშ, როგორიცაა პარკინსონი, მეორე ხარისხის დიაბეტი და გულის დაავადებები.
6. ყავა გეხმარება გახდომაში
კვლევებმა აჩვენა, რომ ყავის დალევა ზრდის მეტაბოლიზმს 3%-დან 11%-მდე. ის ერთ-ერთია იმ მცირე რაოდენობის ქიმიკალიებიდან, რომლებიც ცხიმის დაწვაში გვეხმარება.
5. კოფეინი ძალიან ჩქარა „მუშაობს”
ყავის დალევიდან მხოლოდ 10 წუთში უკვე იგრძნობ კოფეინის მოქმედებას. პატარა გუგუნს, რომელსაც ყავის დალევის შემდეგ გრძნობ, 0.0016 კრისტალი იწვევს – ასეთი პატარა და ასეთი ენერგიული!
4. შავი სპილოს ძვლის ყავა ყველაზე ძვირი ყავაა მსოფლიოში
ყველაზე ძვირად ღირებული ყავა, რომლის ერთი ჭიქის ფასი 50 დოლარია, სპილოს ნაკელისგან მზადდება. მას შავი სპილოს ძვლის ყავას უწოდებენ.
მანგუსტებს აჭმევენ ყავის მარცვლებს და შემდეგ მათი ფეკალიებისგან ყავას ამზადებენ. 0.45 გრამი ყავა 160 დოლარი ღირს.
3. მსოფლიოში პირველი ვიდეოთვალი ყავისთვის შექმნეს
1991 წელს, კემბრიჯის უნივერსიტეტში შექმნეს პირველი სათვალთვალო ვიდეოკამერა. ის დაამონტაჟეს ყავის მადუღარასთან, რათა ყავის მომზადების დრო არ გამორჩენოდათ და იმედგაცრუებულები არ დარჩენილიყვნენ.
2. ყავის სახლები აკრძალეს ინგლისში, რადგან ეს იყო ადგილი, სადაც ტრენდული ახალგაზრდები იკრიბებოდნენ.
ეს ისტორიკოსების ვარაუდია, მაგრამ ჩვენც ძალიან მოგვეწონა. J 1675 წელს მეფე ჩარლზ II-მ ყველა ყავის სახლი დახურა. ამ დაწესებულებებში იმდენი ადამიანი იკრიბებოდა, რომ მონარქი შეშფოთდა – მას ეგონა, რომ ხალხი მის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობდა.
1. კოფეინი გიუმჯობესებს ვარჯიშის ხარისხს
კოფეინის ზრდის სისხლში ადრენალინის დონეს და ათავისუფლებს ცხიმოვან ქსოვილებს ცხიმოვანი მჟავებისგან. აქედან გამომდინარე, ვარჯიშამდე კოფეინის მიღება ზრდის ვარჯიშის ხარისხს.