LIFE

წმინდა პატრიკის სახელობის საგაზაფხულო სიურპრიზი

წმინდა პატრიკის სახელობის საგაზაფხულო სიურპრიზი

17 მარტს უკვე საქართველოშიც განსაკუთრებულად ხვდებიან: წმინდა პატრიკის დღესასწაული ირლანდიური წარმოშობისაა, თუმცა მას მთელი მსოფლიო ზეიმობს, როგორც გაზაფხულის მოსვლის და მხიარულების სიმბოლოს. ტრადიციული სასმელი კი ალბათ უკვე გამოიცანით, რომ დღესასწაულის სამშობლოდან გამომდინარე, ვისკია.

წმინდა პატრიკის სახელობის საგაზაფხულო სიურპრიზი

წმინდა პატრიკის თბილისური მისია საკუთარ თავზე ტრადიციულმა ირლანდიურმა ვისკიმ — Tullamore D.E.W.-მ აიღო: Tullamore-ის ამბასადორმა მუსიკოსებმა და პრომო-გოგონებმა თბილისის პაბები მოირბინეს და სტუმრებს ნამდვილი დღესასწაული მოუწყვეს: ირლანდიური ჰანგების ქვეშ ვისკის დაგემოვნების საშუალება მისცეს და Tullamore D.E.W.-ის სუვენირებითაც დაასაჩუქრეს.

წმინდა პატრიკის სახელობის საგაზაფხულო სიურპრიზი

2 სიტყვით დღესასწაულის შესახებ: წმინდა პატრიკის დღე საუკუნეების წინ მკაცრი რელიგიური დღესასწაული იყო, იმ დროს ირლანდიის ყველა პაბი იკეტებოდა და ადამიანები საოჯახო გარემოში მოკრძალებულად ზეიმობდნენ. დღეს კი ყველაფერი შეიცვალა: გაიგე მეტი წმინდა პატრიკის დღესასწაულის შესახებ და შეუერთდი 17 მარტის ტრადიციას! ბოლოს და ბოლოს, დღესასწაული და ზეიმი ზედმეტი არასოდესაა!

წმინდა პატრიკის სახელობის საგაზაფხულო სიურპრიზი
წმინდა პატრიკის სახელობის საგაზაფხულო სიურპრიზი