თაფლის ჯადოსნური თვისებები - გლუვი კანის, ბზინვარე თმისა და ჯანსაღი ფრჩხილების საიდუმლო
- 24.03.2017

ქიმიური კოსმეტიკური პროდუქციის ნაცვლად ყოველთვის უფრო ეფექტური და რაც მთავარია, უსაფრთხოა ბუნებრივი საშუალებების გამოყენება.
ამ მხრივ, განსაკუთრებული და ნამდვილად ჯადოსნური საშუალებაა თაფლი. ის შეუცვლელია.
შესაძლებელია თაფლის გამოყენება კანის, თმისა და ფრჩხილების გამაჯანსაღებელ საშუალებად როგორც სხვა ინგრედიენტებთან ერთად, ასევე ყოველგვარი დანამატების გარეშეც.
1. თაფლი ფანტასტიურია გამონაყარის სამკურნალოდ - სანამ დაიძინებთ წაისვით ცოტაოდენი თაფლი და დაიტოვეთ, არ ჩამოიბანოთ. ის მთელი ღამის განმავლობაში „მუშაობს“. აცხრობს ანთებას და სიწითლეს. რამდენიმე პროცედურის შემდეგ მტანჯველი გამნაყარი უკვალოდ გაქრება.

2. დაიბანეთ სახე თაფლით - თაფლის გამოყენება სახის დასაბან საშუალებად საუკეთესო მიგნებაა. ის თქვენს სახეს ბრწყინვალებას და სიკაშკაშეს შემატებს. კანი გახდება გლუვი და ისეთი, როგორზეც ოცნებობდით. შეგიძლიათ თაფლი შეურიოთ კვერცხს, ან რძის ფხვნილს. ეს სახის ტრადიციული და საოცრად ეფექტური გამწმენდია.

3. დაალბეთ ფრჩხილები თაფლში - ის ამაგრებს ფრჩხილებს და მის გარშემო კანს ჯანსაღ იერს უბრუნებს. თაფლის, ცვილისა და გარგრის ზეთის კომბინაცია საუკეთესო გამაჯანსაღებელია თქვენი ფრჩხილებისთვის. ამ ინგრედიენტებით მიღებული მიქსით ყოველ დღე დაიმუშავეთ ფრჩხილები. შედეგი მალე სახეზე იქნება.

4. გამოაცოცხლეთ თმა და შეჰმატეთ ბზინვარება - თაფლი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომელიც თქვენს თმას ჯანსაღ იერს დაუბრუნებს. წაისვით თაფლისა და ავოკადოს კომბინაცია თმაზე. გაიჩერეთ რამდენიმე წუთი და ჩამოიბანეთ. გაოცებული დარჩებით -მხოლოდ ერთი ცდაც კი საოცრად ეფექტურია. ის ყველა სახის თმისთვის სასარგებლოა.

5. დაატენიანეთ კანი თაფლის ნიღბით - ეს უმარტივესია და აუცილებლად უნდა სცადოთ. წაისვით მთელ სახეზე თაფლის თხელი ფენა, გაიჩერეთ 15-20 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ის აღწევს კანის ღრმა შრეებში და თქვენი სახე საოცრად გლუვი ხდება. პროცედურის ჩატარება ყოველ დღე შეგიძლიათ.

6. მოიშორეთ ფორები და აკნე - თაფლის ნიღაბი უებარია აკნესა და ფორების წინააღმდეგ. შეგიძლიათ გამოიყენოთ პრობლემურ ადგილებზე თაფლისა და ქოქოსის ზეთის კომბინაცია. გაიკეთეთ მასაჟი ამ მიქსით, შემდეგ კი, თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

7. თაფლისა და საჭმელი სოდის კომბინაცია - წაისვით სახეზე ეს კომბინაცია, გაიჩერეთ 10-15 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. საკუთარ თავს თვალს ვერ მოსწყვეტთ.

8. გამოიყენეთ თაფლი აბაზანის მიღების დროს - თაფლი არა მხოლოდ ატენიანებს კანს, ის ასევე ასრულებს დეტოქსიკაციის ფუნქციას. შეურიეთ ორი სუფრის კოვზი თაფლი ერთ ჭიქა ცხელ წყალს, ჩაასხით ის აბაზანაში და დატკბით თქვენი კანის გაუმჯობესებით.

თემები: კანის მოვლა, თავის მოვლა, სილამაზე ყველა ასაკში, ქალები, რჩევები
<a href="http://beauty.allwomenstalk.com/">http://beauty.allwomenstalk.com/</a>