LIFE

როგორ იქცევიან ამბიციური ადამიანები - 6 ჩვევა და გზა წარმატებისკენ

როგორ იქცევიან ამბიციური ადამიანები - 6 ჩვევა და გზა წარმატებისკენ

მბიცია ეს არის თვისება, რომელიც ადამიანს წარმატებისკენ უბიძგებს. ის ზოგჯერ შეიძლება ძალიან სახიფათო თამაშად გადაიქცეს, სადაც გამარჯვების მოპოვება წარმატების ტოლფასი არ იქნება. ეს ხდება მაშინ, როცა თქვენი ამბიციების გამო, სხვებს აზარალებთ.

როგორ იქცევიან ამბიციური ადამიანები - 6 ჩვევა და გზა წარმატებისკენ

ამავდროულად, ამბიციას შეუძლია დიდი წარმატება მოგიტანოთ. მთავარია, ის იყოს ჯანსაღი.

„ამბიციური ადამიანები იღებენ ხარისხიან განათლებასა და აქვთ მაღალი შემოსავლები. იკეთებენ პრესტიჟულ კარიერას“, - ამბობს ფსიქიატრი, ემოციების ფსიქოლოგი და მწერალი ნილ ბარტონი,.

გთავაზობთ ექვს ჩვევას, რომელიც ჯანსაღი ამბიციის მქონე ადამიანებს ახასიათებთ. მათი საშუალებით კონცენტრაციას წარმატების მიღწევაზე მოახდენთ:

1. ამბიციური ადამიანები ისახავენ მიზნებს, მაგრამ ამის შესახებ ღიად არ საუბრობენ

ამბიციური ადამიანები არიან მიზანზე ორიენტირებულები და ყოველთვის ცდილობენ მის მიღწევას. ჯანსაღი ამბიცია მოიცავს იმასაც, რომ თქვენი მიზნების შესახებ საჯაროდ არ ისაუბროთ. „შეინახეთ თქვენი მიზნები თქვენთვის“, - გვირჩევენ ფსიქოლოგები.

როგორ იქცევიან ამბიციური ადამიანები - 6 ჩვევა და გზა წარმატებისკენ

მათ აღმოაჩინეს, რომ თუ ვინმეს თქვენი მიზნების შესახებ მოუყვებით, მისი მიღწევის შანსები მცირდება. ფსიქოლოგები ამას „სოციალურ რეალობას“ უწოდებენ. როცა მიზნების შესახებ სხვებს უყვებით, გონება ტყუვდება და თვლის, რომ თქვენ უკვე ყველაფერი გაკეთებული გაქვთ. ამის გამო გრძნობთ კმაყოფილებას. ხართ ნაკლებად მოტივირებული, რომ შეასრულოთ რთული, მაგრამ აუცილებლად შესასრულებელი სამუშაო.

2. ისინი მზად არიან გარისკონ

ამბიციას თან ახლავს შიში მარცხისა და წარუმატებლობის, თუმცა ამბიციური ადამიანები ცდილობენ მინიმუმამდე დაიყვანონ ეს შიში და გასწიონ რისკი. ეს ზოგჯერ აუცილებელია. ზოგჯერ ისინი თავს ექსპერიმენტების ჩატარების უფლებასაც აძლევენ. სწორედ ამბიციური ადამიანები არიან სიახლეების შემომტანი.

როგორ იქცევიან ამბიციური ადამიანები - 6 ჩვევა და გზა წარმატებისკენ

3. ამბიციური ადამიანები ურთიერთობენ განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებთან და თავიან თავს აძლევენ სხვაგვარად ფიქრის უფლებას

„ესაუბრო შენგან განსახვავებულ ადამიანებს. იყო გახსნილი დიალოგებში ნაცნობებთან და უცხო ადამიანებთან, ეს თქვენ საინტერესო შესაძლებლობებს აღმოგაჩენინებთ“, - ამბობს ნილ ბარტონი.

ბარტონის თქმით, ამბიცია ადმიანებს მარაგით ავსებს, ის გვაიძულებს გავიზარდოთ და ვიპოვოთ განსხვავებული გზები წარმატების მისაღწევად.

როგორ იქცევიან ამბიციური ადამიანები - 6 ჩვევა და გზა წარმატებისკენ

4. ისინი კონცენტრირებულები არიან არა თეორიებზე, არამედ აღსრულებაზე

ხშირად ადამიანები დიდ დროს ხარჯავენ მიზნის მიღწევის გეგმის შემუშავებაზე, გარკვეული უნარების გამომუშავებაზე, ეძებენ შესაძლებლობებს. რა თქმა უნდა, სტრატეგიის შემუშავება მნიშვნელოვანია, მაგრამ ამაზე დიდი დროის დაკარგვა არ შეიძლება. ამბიციური ადამიანები პირდაპირ მოქმედებაზე გადადიან.

როგორ იქცევიან ამბიციური ადამიანები - 6 ჩვევა და გზა წარმატებისკენ

5. ისინი არ ეჯიბრებიან სხვებს

ადამიანისთვის ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე და კონკურენტი შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავი იყოს. ნუ დაიწყებთ მიზნების მიღწევას სხვებთან შეჯიბრების გამო, ეს ხაფანგია.

როგორ იქცევიან ამბიციური ადამიანები - 6 ჩვევა და გზა წარმატებისკენ

6. მათ გარშემო ამბიციური ადამიანები არიან

გამოიყენეთ „სიახლოვის ძალა“ ამბიცურ და წარმატებულ ადამიანებთან ურთიერთობით. ემეგობრეთ მენტორებს. გაიხადეთ მეგობრებად თქვენზე ჭკვიანი ადამიანები და წარმატებულები იმ სფეროში, რომელიც თავად გაინტერესებთ.

როგორ იქცევიან ამბიციური ადამიანები - 6 ჩვევა და გზა წარმატებისკენ