წითურები სხვებთან შედარებით გაცილებით მგრძნობიარეები არიან - მეცნიერების ახალი კვლევის შედეგი
- 27.03.2017
წითურები გარესამყაროს სხვებისგან განსხვავებულად აღიქვამენ და სხვებისგან განსხვავებული შეგრძნებები აქვთ.
როგორც აღმოჩნდა, მათი კანი და ცეცხლისფერი თმა ერთადერთი რამ არ არის, რის გამოც განსაკუთრებულები არიან.
წითურები სხვებთან შედარებით, გაცილებით უფრო მგრძნობიარეები არიან ტკივილისადმი და ცივი ტემპერატურისადმი.
ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ წითურებს სჭირდებათ უფრო მეტი ანესთეზია ოპერაციის დროს, ვინაიდან მათი მგრძნობელობა უფრო მაღალია.
მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები ჯერ ბოლომდე ვერ გარკვნენ, რატომ ხდება ასე, ისინი ვარაუდობენ, რომ ყოველივე MC1R-ის (მელანოკორტინის რეცეპტორის) გამო ხდება.
წითურებს აქვთ ამ გენის ვარიაცია. მისი საშუალებით, პირველ რიგში, იცვლება პიგმენტაცია.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ MC1R მიმართულია ტვინის ნაწილზე,რომელზეც დამოკიდებულია შეგრძნებები და ამის გამო წითურებს აქვთ მომატებული მგრძნობელობა.
თემები: ქალები, რჩევები, წითური
<a href="http://www.huffingtonpost.com/">http://www.huffingtonpost.com/</a>