სიტუაციები რომლის დროსაც უმჯობესია პარტნიორებთან ბოლომდე გულახდილები არ იყოთ
- 27.03.2017
ყველამ კარგად ვიცით რას ეფუძნება ჯანსაღი ურთიერთობები. ერთ-ერთი მოწინავე სიაში, რომელიც სტაბილური და ბედნიერი ურთიერთობების მთავარ განმსაზღვრელ კრიტერიუმებს გვთავაზობს, გულახდილობაა.
წარმატებული, ჰარმონიული ურთიერთობების აწყობა მნიშვნელოვანი და საჭიროა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გულრწფელობა ყველა სიტუაციაში აუცილებლად გჭირდებათ. ხანდახან, იქმნება მომენტები, როცა უმჯობესია, საყვარელ ადამიანს კიარ დაუმალოთ ესა თუ ის ამბავი, უბრალოდ გამოტოვოთ, არ თქვათ.
TREND. გთავაზობთ იმ სიტუაციების ჩამონათვალს, რომლების არსებობის შემთხვევაშიც, უმჯობესია პარტნიორებთან ბოლომდე გულახდილები არ იყოთ:
1. როცა მისი ჩაცმულობა არ მოგწონთ
უმჯობესია სიჩუმე შეინარჩუნოთ მაშინ, როდესაც საყვარელი მამაკაცის ჩაცმულობა არ მოგწონთ, მეტიც, გაღიზიანებთ კიდეც. დაელოდეთ მომენტს, როცა თავად გკითხავთ აზრს მისი იმიჯისა და ჩაცმულობის შესახებ. შეარჩიეთ სწორი ფორმა და უთხარით, რომ მაშინ გამოიყურება ძალიან კარგად, როცა ის აცვია, რაც თქვენ მოგწონთ. ასევე, შეგიძლიათ ხშირად გაუკეთოთ მას საჩუქარი ტანსაცმლის სახით და ამ თვალსაზრისით დაეხმაროთ სტილის შეცვლაში.
2. როცა ჯერ კიდევ ყოფილზე ფიქრობთ
ძალიან კარგია, თუ წარსულ ურთიერთობაზე სასიამოვნო მოგონებები დღემდე შემოგრჩათ და ძალიან კარგად გახსენდებათ ყოფილი. თუმცა, იმის შესახებ, რომ ამაზე დღემდე ფიქრობთ, სულაც არ არის მიზანშეწონილი უამბოთ თქვენს პარტნიორს. გახსოვდეთ, ყოფილი არის ის, ვისზე ღელვაც, უბრალოდ, აღარ ღირს.
3. როცა მისი ოჯახის წევრები არ მოგწონთ
სამყაროს აღსასრული ნამდვილად არ დადგება თუ ვერ შეძლებთ და ვერ შეიყვარებთ მისი ოჯახის წევრებს. არც ის იქნება ტრაგედია თუ დედამისიც კი არ მოგეწონებათ. უბრალოდ, გახსოვდეთ, ნუ აქცევთ ამას პრობლემად, რომელიც, საბოლოოდ, ურთიერთობას გაგიფუჭებთ. მას ისევე არ შეუძლია მისი ოჯახის შეცვლა, როგორც თქვენ თქვენი ოჯახისა და ახლობლების.
4. როცა მის მეგობრებს განუვითარებლებათ მიიჩნევთ
შესაძლოა, მისი მეგობრები თქვენი თანდასწრებით ისე იქცევიან, რომ არ მოგწონთ. ან მათი სხვა ადამიანების მიმართ დამოკიდებულება არ მოგწონთ. გახსოვდეთ, თქვენ ორივეს თქვენი პირადი ურთიერთობები გაქვთ და ნუ მისცემთ თავს უფლებას შეურაცხყოთ მისი მეგობრები.
5. როცა მის ყოფილზე ეჭვიანობთ
გახსოვდეთ, სანამ რეალური მიზეზი არ გექნებათ დაიწყოთ იმაზე საუბარი და ეჭვიანობა, რაც მის წარსულში ხდებოდა, უმჯობესია, დუმდეთ. ასეთი საუბრები ყოველთვის მიგიყვანთ იმ შედეგთან, რომელიც არ გსურთ.
6. როცა უკეთესი სექსიც გქონიათ
გახსოვდეთ, მაშინაც კი თუ უკეთესი სექსი მართლაც გქონიათ, ამის შესახებ არაფერი უთხრათ თქვენს პარტნიორს. ეს მამაკაცებს ძალიან, ძალიან სტკივათ და ასევე გახსოვდეთ, რომ სექსუალური აქტის გაუმჯობესება შესაძლებელია.
7. როცა თქვენს მეგობრებს ან ოჯახს არ მოსწონს იგი
დაახლოებით ისეთივე უსიამოვნო მოსასმენი იქნება ეს მისთვის, როგორც თქვენთვის იქნებოდა, მისგან რომ გაგეგოთ, რომ მის მეგობრებსა და ოჯახის წევრებს არ მოსწონხართ. აირიდეთ თავიდან დისკომფორტი და ნუ ეტყვით მას ამის შესახებ.
თემები: სიყვარული, სასიყვარულო ურთიერთობა, სიყვარულის შენარჩუნება, რჩევები ქალებს, მამაკაცები, ურთიერთობა, ქალები, რჩევები
allwomenstalk.com