იტალიაში ქალებმა, შესაძლოა, კრიტიკული დღეების დროს დაისვენონ - კანონმდებლები საკითხზე უკვე მუშაობენ
- 28.03.2017
იტალია, შესაძლოა, მალე გახდეს პირველი დასავლური ქვეყანა, სადაც ქალები, რომლებსაც მენსტრუაციის დროს საშინელი ტკივილი აწუხებთ, დაისვენებენ.
ქვეყნის პარლამენტი უკვე განიხილავს საკითხს.მისი დაკანონების შემთხვევაში, კომპანია ვალდებული იქნება თვეში სამი დღე, კრიტიკული დღეების დროს, ქალი დაასვენოს და ეს დღეეები ანაზღაურებადი იქნება.
მსგავსი კანონი უკვე შემოიღეს იაპონიასა და ინდონეზიაში.
იტალიელ ექსპერტთა დიდი ნაწილი თავდაპირველად ამტკიცებდა, რომ ყოველივე დასაქმებულ ქალებს კომფორტს შეუქმნიდა და ბედნიერებას მოუტანდა. თუმცა ახლა აღნიშნული კანონის შემოღებას ექსპერტთა ნაწილი არ ეთანხმება, ვინაიდან სექსისტურად მიაჩნიათ.
საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ ეს ქვეყნისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია და ქვეყანა ვითარდება, ხოლო ნაწილის აზრით, ეს შეიძლება საშიში იყოს.
მწერალი მარიამ გოი წერს, რომ ამ კანონის შემოღებამ, შესაძლოა გაამტკიცოს სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ ქალები მენსტრუაციის დროს უფრო ემოციურები არიან.
თემები: ქალები, დასვენება, კრიტიკული დღეები.
<a href="http://nypost.com/">http://nypost.com/</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია