რა განსაკუთრებულ თვისებებს ატარებენ ქალები ზოდიაქოს მიხედვით - ყველაზე ორიგინალური ჰოროსკოპი
- 28.03.2019
13 ადგილი - ტყუპები
ტყუპები კოლოსალურ სიამოვნებას იღებენ საკუთარი თავისგან და არ მიისწრაფვიან სილამაზის იდეალისკენ. მათ უხარიათ ცხოვრება და არა აქვთ პრეტენზია წოდებების მიმართ. დიახ, ისინი არ ჯდებიან ქალურობის მიღებულ ეტალონში, მაგრამ ყოველთვის ნახულობენ ადამიანს, ვისთვისაც ასეთები არიან.
12 ადგილი - ქალწული
ქალწული - ძალიან ეშმაკი და საზრიანი ქალია. თუ მოინდომებს, შეუძლია გახდეს ეტალონიც, და სილამაზის დედოფალიც. მაგრამ ეს მას არ სჭირდება, ის ხომ მშვენივრად ეწყობა როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებს.
11 ადგილი - მშვილდოსანი
ამ ნიშნით დაბადებული ქალი თითქმის იდეალურია, მაგრამ ეტალონი არ არის. უსიტყვოდ, მას უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს, მაგრამ მათ უფრო ამ ქალის გაუთვალისწინებლობა მოსწონთ, ვიდრე მისი „იდეალურობა“. ეს იმიტომ, რომ მამაკაცებს მალე სწყინდებათ ერთფეროვნება, მშვილდოსნები კი სწორედ ისინი არიან, ვისთანაც არ მოიწყენ.
10 ადგილი - ვერძი
ქალი-ვერძს ყველა წინაპირობა გააჩნია ეტალონი ქალბატონის ტიტულის მისაღებად, მაგრამ მაინც შორს არის მისგან. ის ძალიან ლამაზია, ჭკვიანი, ამბიციური და ენერგიული. მაგრამ სწორედ ეს დადებითი თვისებები წარმოადგენს ხელის შემშლელ ფაქტორს ვერძებისთვის. ასეთი ქალები უბრალოდ აფრთხობენ მამაკაცებს.
9 ადგილი - თხის რქა
თხის რქებს არ სჭირდებათ ტიტულებისა და რანგების მინიჭება. ისინი მათ გარეშეც მშვენივრად ცხოვრობენ. თხის რქები საშინაო ტანსაცმელშიც კი სილამაზის დედოფლებად გრძნობენ თავს. მაგრამ თუ მოინდომეს, ადვილად დაიპყრობენ ამ სამყაროს.
8 ადგილი - კურო
კუროს მოსწონს ნაირნაირი კაბები და სხვა უამრავი ქალური წვრილმანი. ამ არაჩვეულებრივ მსახიობს შეუძლია ტუჩებიც დაიბეროს, წამწამებიც აფართხუნოს, და უკარება მზეთუნახავიც ითამაშოს. მაგრამ დროდადრო მისი ძლიერი მამაკაცური თვისებები თავს იჩენენ, რაც შორს აყენებს მას იდეალისგან.
7 ადგილი - მერწყული
ყველას ძალიან მოსწონს ეს ჭკვიანი, ლამაზი ქალები. მაგრამ არსებობს ერთი დიდი პრობლემა - მათ არ უნდათ ვინმე უყვარდეთ. ასეთი ქალები დიდი სიამოვნებით უბრალოდ იმეგობრებდნენ. ამიტომ სულაც არ სჭირდებათ იყვნენ ქალურობის ეტალონი.
6 ადგილი - კირჩხიბი
ამ ნიშნით დაბადებული ქალები ძალიან ახლოს არიან იდეალური ქალის წოდებასთან. ისინი ლამაზები, ჭკვიანები, ნაზები და მზრუნველები არიან, მაგრამ ზედმეტად ითავისებენ დედის როლს და ავიწყდებათ საკუთარი ცხოვრების დანარჩენი ასპექტების შესახებ.
5 ადგილი - თევზები
თევზები შესანიშნავად თამაშობენ იმ ქალის როლს, რომელიც სურთ გადაარჩინონ, დაიცვან და ხელის გულზე ატარონ. ბუნებრივია, მამაკაცებს ეს იზიდავს, მაგრამ აქ არსებობს ერთი მაგრამ - თევზებს უნდათ, რომ თავი დაანებონ, რათა შეძლონ მშვიდად გააგრძელონ ცხოვრება საკუთარ ვარდისფერ სამყაროში.
4 ადგილი - ლომი
ლომებს შეეძლოთ ამ სამყაროს მბრძანებლები გამხდარიყვნენ. ისინი ძალიან მიმზიდველები, ჭკვიანები, და რაც მთავარია - თავდაჯერებულები არიან. მაგრამ ხელს ის უშლით, რომ ისინი მზად არიან გაანადგურონ ყველა კონკურენტი. ამიტომაც იკავებენ მხოლოდ მეოთხე ადგილს.
3 ადგილი - მორიელი
ამ ქალებში არის რაღაც იდუმალი ძალა და ენერგეტიკა, რომელიც მხოლოდ ერთი გამოხედვის გამო აკარგვინებს მამაკაცებს თავს. მორიელმა იცის, რომ მას გააჩნია უნარი ჭკუიდან გადაიყვანოს გარშემომყოფები და თამამად სარგებლობს ამით. ამიტომ ეს დამსახურებული მესამე ადგილია.
2 ადგილი - სასწორი
მათში ქალისთვის ყველა საჭირო თვისებაა. ისეთებიც კი, რომლებსაც ვერ უწოდებ დადებითს. მაგრამ ისინი ისე ჰარმონიულად არიან შერწყმულები, რომ ადამიანებს იზიდავენ, როგორც მაგნიტი. სასწორებს მიმზიდველობას ის ფაქტიც უმატებს, რომ ისინი არ ფიქრობენ იმაზე, თუ ვინ არის ქალის ეტალონი.
1 ადგილი
თითქოს ყველა ზოდიაქოს ნიშანი ჩამოვთვალეთ... მაშინ ვის ერგო პირველი ადგილი? მოიხედე, დედოფალო... და როცა ის მოიხედება, თქვენ მასში საკუთარ თავს იცნობთ! შეყვარებულსა და ბედნიერს! საქმე იმაშია, რომ ნებისმიერი ზოდიაქოს ნიშნის ქალი მაშინ წარმოადგენს ქალურობის ეტალონს, როცა ის შეყვარებულია და ბედნიერია საყვარელ მამაკაცთან!
თემები: სექსუალური ქალი, ზოდიაქო, ზოდიაქოს ნიშნები, ჰოროსკოპი
<a href="http://vpotokedeneg.me/">http://vpotokedeneg.me/</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია