7 იდეა საგაზაფხულო მაკიაჟისთვის - 2017 წლის მოდური ტენდენციები
- 28.03.2017
გაზაფხულია და დარწმუნებული ვართ ამ იდეალურ სეზონზე ყველა ქალს გაინტერესებთ მაკიაჟის უახლესი ტენდენციები:
1. წითელი ომბრე და ნარინჯისფერი პომადა
საგაზაფხულო მაკიაჟში ნათელი ფერები ჭარბობს. განსაკუთრებულად წითელი და ნარინჯისფერი. ეს ორი ფერი თქვენს სახეს ახალგაზრდულ იერს მიანიჭებს და მოდურ ქალად გაქცევთ.
2. წითელი „რუმიანა“
გარისკეთ და გამოიყენეთ წითელი „რუმიანა“. მოიშორეთ მძიმე ფერები და მუდმივი რუჯი, გაიხალისეთ სახე და ეს უფრო დახვეწილ იმიჯს შეგძენთ, თან საზოგადოებაშიც გამოგარჩევთ.
3. მოციმციმე თვალები
დიახ, დადგა დრო, რომ თვალებზე უფრო საინტერესო ექსპერიმენტები ჩაატაროთ, ამისთვის კი მუქი და ღია ოქროსფერი ჩრდილები იდეალურია.
4. მეტალისფერი თვალები
ეს ფერი ყველა სეზონზე მეფობს. მოდის ექსპერტების თქმით, მეტალისფერი ფერები და შავი ჩრდილები თვალზე, სახეს უფრო დახვეწილს ხდის. ოღონდ გამოიყენეთ ხარისხიანი კოსმეტიკა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ორ საათში იდეალური მაკიაჟიდან არაფერი დაგრჩებათ.
5. მამაკაცური წარბები
დიახ, სქელი წარბები ისევ ტრენდულია. პინცეტის დრო მიდის და მის ადგილს სპეციალური წარბის ჯაგრისები და ფანქრები იკავებენ. პინცეტის გამოყენება მხოლოდ წარბებს შუა არსებული თმის მოსაცილებლად დაგჭირდებათ.
6. სამგანზომილებიანი ტუჩები
სამგანზომილებიანი ტუჩსაცხის გამოყენება ნამდვილ დედოფლად გაქცევთ. ყველა ქალი ვერ რისკავს მის გამოყენებას, არადა ტუჩი მაკიაჟის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია, ამიტომ გაბედეთ და გამოყენეთ ეს შესაძლებლობა.
7. ბედნიერი ვარდისფერი
საგაზაფხულო მაკიაჟს არასოდეს ტოვებს ვარდისფერი. წარსულს ჩაბარდა დაძაბული ფერები, განსაკუთრებულად ნაცრისფერი და ახლა მის ადგილს ვარდისფერი იკავებს. გამოყენეთ ვარდისფერი ყოველღიურ მაკიაჟში თვალებსა და ლოყის კუთხეებში.
თემები: თავის მოვლა, მაკიაჟი, რჩევები ქალებს, კოსმეტიკა, რჩევები
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია