LIFE

ფრთხილად! ჩაცმის სტილის გამო შეიძლება აეროპორტიდან დაგაბრუნონ

ფრთხილად! ჩაცმის სტილის გამო შეიძლება აეროპორტიდან დაგაბრუნონ

ფრთხილად! ჩაცმის სტილის გამო შეიძლება აეროპორტიდან დაგაბრუნონ და ფრენის საშუალება არ მოგეცეთ - საკითხის გარშემო დასავლურ პრესასა და სოციალურ ქსელში ვნებათაღელვა არ ცხრება.

ყოველივე კი „ტვიტერის“ მომხმარებლის, შანონ უოტსის პოსტს მოჰყვა. როგორც შანონი წერს, ის დენვერიდან მექსიკაში მიფრინავდა რა დროსაც, უჩვეულო ფაქტს შეესწრო - აეროპორტიდან ორი გოგონა უკან გააბრუნეს იმ მიზეზით, რომ მათ შესაბამისად არ ეცვათ.

შანონის ცნობით, გოგონები „ელასტიკებში“ იყვნენ გამოწყობილნი.

„გოგონებს აეროპორტის თანამშრომელი ეუბნებოდა, რომ ფრენის საშუალება მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეცემოდათ, თუ ისინი „ელასტიკზე“ კაბას ჩაიცვამდნენ“, - წერს უოტსი.

ფრთხილად! ჩაცმის სტილის გამო შეიძლება აეროპორტიდან დაგაბრუნონ

ფაქტმა ქალთა უფლებადამცველები აღაშფოთა და ყოველივე სექსისტურად შეფასდა.

„რა მნიშვნელობა აქვს, ვის რა აცვია, ეს ვის ადარდებს?! ყველა ქალს უნდა ჰქონდეს თვითმფრინავით სარგებლობის უფლება, მიუხედავად იმისა, რა აცვია მას“, - აღნიშნავენ უფლებადამცველები.

და ბოლოს:

გაირკვა, რომ ამერიკულმა ავიაკომპანიამ, რომლითაც გოგონები სარგებლობენ მგზავრებისთვის სპეციალური „დრეს-კოდი“ შემოიღო და წესების დაცვა სავალდებულოა როგორც ქალებისთვის, ასევე კაცებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ფრენის საშუალება არ მიეცემათ.

„დრეს-კოდის“ მიხედვით, მგზავრს არ უნდა ეცვას გამომწვევად და სექსუალურად.



<a href="http://www.vogue.com/">http://www.vogue.com/</a>