SEX

რომელია სექსისთვის საუკეთესო დრო და რატომ?

რომელია სექსისთვის საუკეთესო დრო და რატომ?

მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ადამიანებისთვის, ყველაზე ხელსაყრელი დრო სექსისთვის, დილაა. და მართლაც, დილის ნისლში, როცა ჯერ კიდევ ისვენებთ, მოდუნებული ხართ, გეგულებათ რაიმე იმ შეგრძნებაზე უკეთესი, როცა გვერდით სასურველი მამაკაცი გიწევთ, გეფერებათ და სხეულის ენით გეუბნებათ, რომ უნდიხართ?

დილის სექსი, საუზმედ შოკოლადის ტორტის ჭამას გავს. გემრიელია, მსუყე და მისგან მიღებული სიამოვნება დიდი ხნის განმავლობაში მიგვყვება. დილის სექსს დადებითი მხარეები იმაზე მეტი აქვს, ვიდრე უბრალოდ სიამოვნება და მოდუნებაა. ადამიანები, რომლებიც დილის სექსს ანიჭებენ უპირატესობას, გაცილებით ჯანმრთელები და ბედნიერები არიან. ეს ბედნიერება კი, როგორც ირკვევა, არც სხვებს რჩებათ შეუმჩნეველი. 

გთავაზობთ ყველა იმ მიზეზს, რის გამოც, დილის სექსი საუკეთესოა:

1. თქვენ ყველაფერი გახსოვთ

რომელია სექსისთვის საუკეთესო დრო და რატომ?

ეს თქვენი და თქვენი პარტნიორის გამარჯვებაა, რადგან, ერთმანეთის შესაფასებლად ყველაფერი გახსოვთ. ყველა სასიამოვნო დეტალი ძალიან მკვეთრად და ზუსტად არის აღბეჭდილი ორივე თქვენგანის მეხსიერებაში. 

2. ზუსტად იცით როგორი განწყობით გაიღვიძებთ

რომელია სექსისთვის საუკეთესო დრო და რატომ?

დილის სექსი, სტრესისა და დაღლილობის წინააღმდეგ ყველაზე ბუნებრივი და ჯანსაღი იარაღია. როგორც ცნობილია, დილის სექსის მეშვეობით შექმნილი განწყობა ადამიანს ერთი კვირის განმავლობაში მიჰყვება. დილის სექსი ადამიანის ორგანიზმში იმუნოგლობულინებს ზრდის, რაც საჭირო ანტისხეულების წარმოქმნას უწყობს ხელს. მეცნიერების და ექსპერტების აზრით, ამას სწორედ ადამიანის განწყობა განაპირობებს. ის, რომ თავს კარგად გრძნობთ დაახლოებით იმის ტოლფასია, რომ დღის განმავლობაში საჭირო რაოდენობით ვიტამინი მიიღოთ. უბრალოდ, ამ შემთხვევაში, კარგად ყოფნას, გაცილებით სასიამოვნო გზით ახერხებთ. 

3. ვის არ სურს დაიწყოს დილა ორგაზმით?

რომელია სექსისთვის საუკეთესო დრო და რატომ?

დილის სექსით დაწყება, იმ სადღესასწაულო დილებს გავს, როცა იცი, რომ შენი წილი სიურპრიზი დაგხვდება. არსებობს კი ვინმე, ვინც ამის წინაარმდეგია?

4. ძალიან ინტიმურია

რომელია სექსისთვის საუკეთესო დრო და რატომ?

თვალის გახელიდან პირველი რამდენიმე წამი, მნიშვნელოვანი და განსაკუთრებულია. ადამიანბმა, რომლებთანაც მუდმივ კონტაკტზე ხართ, არაფერი იციან იმის შესახებ, როგორია შენი პირველი ემოცია დღის განმავლობაში, როგორ გამოიყურები დილას და ა.შ. წყვილი, დილას ამ მნიშვნელოვან და ინტიმურ რაღაცას მხოლოდ ერთმანეთს უზიარებს, რის გამოც დილის სექსი ძალიან ინტიმური ხდება. 

5. დილის სექსს სააბაზანოში სექსიც აუცილებლად მოჰყვება

რომელია სექსისთვის საუკეთესო დრო და რატომ?

ბუნებრივია, დილის სექსის შემდეგ, თქვენც და თქვენს პარტნიორს პასუხისმგებლობები გიხმობთ, რომლებსაც გვერდს ვერ აუვლით. აქამდე კი, აუცილებლად უნდა მიიღოთ შხაპი ერთად რაც ძალიან, ძალიან სექსუალურია და დღის ემოციურ დასაწყისს კიდევ უფრო ამძაფრებს და ალამაზებს. 

6. სექსიდან ყავამდე - საუკეთესო ჩანაცვლება

რომელია სექსისთვის საუკეთესო დრო და რატომ?

პირველს, რითიც პარტნიორთან ერთად დილაობით კავდებით, სექსია. ყავაზე საუკეთესო გაგრძელება კი ბუნებრივია, დილით შეუძლებელია რამე იყოს. ეს ჩანაცვლება იმდენად საუკეთესოა, რომ მარტივად შეიძლება დამოკიდებული გახდეთ ასეთ დილაზე :) 

7. დილის სექსი მხურვალე ღამის შემდეგ იმის დასტურია, რომ კიდევ გსურთ და გაინტერესებთ ერთმანეთი 

რომელია სექსისთვის საუკეთესო დრო და რატომ?

თუ თქვენი ღამის თავგადასავალი შეგიძლიათ არაფხიზელ მდგომარეობას დააბრალოთ, რას მოიგონებთ მაშინ, როცა დილა არაჩვეულებრივი სექსით დაიწყეთ? ბუნებრივია, კვლავ გიზიდავთ და გაინტერესებთ ერთმანეთი. და რაც მთავარია, როცა ოთახში სინათლე შემოდის, საუკეთესო დროა იმისთვის, რომ გაიხადოთ!



elitedaily.com