პასუხი კითხვაზე, თუ სად ან რაში უნდა ვეძებოთ გლუვი და ბრწყინვალე კანის საიდუმლო, ბევრისთვის დღემდე საიდუმლოდ რჩება. თუ დაგვიჯერებთ, გეტყვით, რომ ამ კითხვაზე ყველაზე პასუხი თქვენსავე სამზარეულოებში უნდა ეძებოთ.
ქალების უმრავლესობას ძალიან გვაწუხებს დროისა და ფინანსური შესაძლებლობის დეფიციტი იმისთვის, რომ საკუთარ კანს, როგორც საჭიროა ისე მოვუაროთ. თუმცა, არც ის იქნება ურიგო, გვახსოვდეს, რომ რამდენიმე ასეული თუ ათასეული ლარის დახარჯვა კანის საოცნებო მდგომარეობისთვის, სულაც არ გვჭირდება.
გაგიმხელთ და გეტყვით, რომ თქვენ რამდენიმე სახის ხილი გჭირდებათ, რომელიც თქვენს კანს გახდის გლუვს, მიანიჭებს თვალისმომჭრელ სიკაშკაშესა და შეუნარჩუნებს ახალგაზრდა იერს.
TREND. გთავაზობთ იმ ხილის ჩამონათვალს, რომლებიც კანის მოვლისთვისაც ძალიან გამოგადგებათ:
1. ვაშლი
ვაშლი იმ ხილს შორის, რომლებიც კანს სიგლუვესა და ბრწყინვალებას ანიჭებენ, ერთ-ერთია. რაც მთავარია, ვაშლი არა მხოლოდ სახის ტონირებისა და მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გამოიყენება, არამედ, ისეთი პრობლემების მოსაგვარებლად, როგორიც არის აკნე, საუკეთესო საშუალებაა. ერთი სუფრის კოვზი, ვაშლისგან დამზადებული ფაფა გამოიყენეთ აბაზანის შემდეგ სახის გასასუფთავებლად.
2. ავოკადო
ავოკადო არის იმ ხილს შორის, რომლებიც განსკაუთრებული შესაძლებლობებით გამოირჩევიან გამომშრალი კანის პრობლემების მოგვარების საკითხში. იგი კანის სიმშრალით გამოწვეულ ტანჯვას წერტილს დაუსვამს. არის საუკეთესო დამატენიანებელი საშუალებაც. მოამზადეთ ავოკადოს ფაფა, მიღებული მასა დაიტანეთ სახეზე და გაიჩერეთ მაქსიმუმ 2 წუთის განმავლობაში.
3. ბანანი
რაოდენ გასაკვირადაც არ უნდა ჟღერდეს, ბანანი საუკეთესო კანის საწმენდი საშუალებაა. ძალიან კარგ შედეგს იძლევა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც მშრალი კანი აქვთ. მოამზადეთ ბანანის ფაფა და მიღებული მასა დაიტანეთ სახეზე. გაიჩერეთ არა უმეტეს 5 წუთისა.
4. ატამი
ატამი თქვენს კანს საოცარ ელასტიკურობასა და სიმკვრივეს შესძენს. ატამი ერთ-ერთი საუკეთესო მატონიზირებელი საშუალებაა და ამასთან, წმენდს კანს და ამკვრივებს სახის კუნთებს. ფაფის მასის მქონე ატამი წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 10 წუთი. მომენტალურად იგრძნობთ კანის სიმკვრივესაც.
5. ლიმონი
ლიმონის კანის წმენდის შესაძლებლობები ყველასთვის ცნობილია. თუმცა, ცოტამ იცის იმ ფაქტის შესახებ, რომ ლიმონი კანს რეგენერაციისა და აღდგენის შესაძლებლობას აძლევს. გამოიყენეთ ლიმნის წვენი მატონიზირებელ საშუალებათ, თუმცა, კანზე გაიჩერეთ არა უმეტეს 1 წუთისა.
6. ანანასი
თუ კანის სიმშრალესა და მის არც ისე რბილ ზედაპირს უჩივი, ე.ი. ანანასი თქვენი ხილია. იგი საუკეთესო დამარბილებელი საშუალებაა თქვენი კანისთვის. წმენდს, აშორებს მას მკვდარ და ზედმეტ უჯრედებს. წაისვით ნაჭერი ანანასი სახეზე შხაპისას და შედეგს დაუყონებლივ იხილავთ.
7. გოგრა
გოგრა სახის კანისთვის არა მხოლოდ ერთი დადებითი თვისებით გამოირჩევა, არამედ, რამდენიმე გზით ეხმარება მას. გოგრის ნიღბის მეშვეობით, კანი გამოყოფს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც კანს ნაამდრევი დაბერებისგან იცავს. ასევე, ეხმარება კანის უჯრედებს განახლებაშიც.
ნუ დახარჯავთ ასეულობით ლარს ძვირადღირებულ დამატენიანებელ კრემებსა და ლოსიონებში. გარდა იმისა, რომ ხილი იაფია, მათი მოქმედებაც თქვენი კანისთვის გაცილებით ეფექტურია.
თემები: სახის მოვლა, კანის მოვლა, თავის მოვლა, კანი, სილამაზე ყველა ასაკში, ქალები, რჩევები, ლამაზი კანი, სახის ნიღბები, ნიღბები
allwomenstalk.com