1. ჯინსის ქურთუკი - ჯინსის ქურთუკი ყველაფერს უხდება და ძალიან მოხერხებულია. წლის ყველა სეზონზე გამოგადებათ. ზაფხულის წვიმიან დღეს, შემოდგომაზე, გაზაფხულსა და ზამთარში.
2. „ბალეტკები“ - ეს კომფორტული ფეხსაცმელი ყველას გარდერობში უნდა იყოს. გარდა იმისა, რომ ის სუპერ კომფორტული, შეგიძლიათ შეუხამოთ ყველაფერს. ჯინსის შარვალს, გრძელ, ან მოკლე ქვედაბოლოს. როგორც კლასიკურ, ისე სპორტულ სტილს.
3. შავი პიჯაკი - შეარჩიეთ ისეთი პიჯაკი, რომელშიც თავს კომფორტულად იგრძნობთ.ის აუცილებლად უნდა გქონდეთ გარდერობში. ეს კლასიკური სამოსი იდეალურია ოფიაციალურ შეხვედრაზე წასასვლელად.
4. მცირე ზომის საყურე - მცირე ზომის კლასიკური საყურე ყველაფერზე მიდის. შეგიძლიათ ის შეუხამოთ ყოველდღიურ სტილს, ასევე კლასიკურ სამოსს, კოქტეილის კაბებს.
5. ბიუსჰალტერი - მნიშვნელოვანია, რომ ბიუსჰალტერი შეარჩიოთ ზუსტად თქვენი მჯერდის ზომის. მისმა ზომამ შეიძლება მთლიანად შეცვალოს თქვენი გარდერობი. თქვენი მაისურები სულ სხვაგვარად წარმოაჩინოს. უმჯობესია, თუ ბიუსჰალტერი თქვენი კანისფერი იქნება. მას ნებისმიერი სამოსის ქვეშ ჩაიცვამთ.
6. თეთრი მაისური - თეთრი მაისური ყველას გარდერობში აუცილებლად უნდა იყოს. თქვენ შეგიძლიათ ის ჩაიცვათ ჯინსებზე, კაბაზე, ნებისმიერ რამეზე.
7. დიდი ზომის ჩანთა- თქვენ აუცილებლად უნდა გქონდეთ დიდი ზომის ხელჩანთა. ის ძალიან კომფორტულია. ხშირად გოგონებს სჭირდებათ უამრავი ნივთის თან ტარება და ამ სტილის ჩანთაში ყველა საჭირო ნივთის მოთავსებაა შესაძლებელი. ის არაჩვეულებრივად ეხამება კლასიკურსა და ყოველდღიურ სტილს.
8. შავი, დაბალყელიანი ფეხსაცმელი, მცირე ზომის ქუსლზე - ასეთი ფეხსაცმელი მოსახერხებელია თბილ ამინდში. ის თქვენს ფეხებს უფრო ლამაზს წარმოაჩნეს, ამასთანავე, საოცრად კომფორტულია და მისი ქუსლი დამღლელი არ არის. არ გღლით და გმატებთ სიმაღლეს.
9. ტყავის ქურთუკი - ტყავის ქურთუკი, ე.წ. მოტოციკლისტის ქურთუკი თქვენ უფრო მოდურს და გლამურულს გხდით. საოცრად უხდება ის ზაფხულის კაბას. მისი ჩაცმა შეგიძლიათ გაზაფხულსა და შემოდგომაზე. ასევე ზაფხულის წვიამიან ამინდში.
10. ბოტასები - ფერადი და კომფორტული ფეხსაცმელი თქვენ სპორტულ იერს შეგმატებთ. მისი ჩაცმა შეგიძლიათ მოკლე კაბაზე, ჯინსის შარვალზე, შორტებზე. თუ ვარჯიშობთ, რა თქმა უნდა, ეს ფეხსაცმელი თქვენი განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს.
11. ჯინსის პერანგი - ეს უნდა იყოს ძალიან რბილი ჯინსი. მასთან ერთად არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაიცვათ ჯინსის ქურთუკი.
12. კლასიკური ჯინსის შარვალი - სწორი და შავი ჯინსის შარვალი აუცილებლად უნდა გქონდეთგარდერობში. შავი ფერი მას კლასიკურ იერს აძლევს, თუმცა მისი ჩაცმა სპორტულ სამოსთანაც შეგიძლიათ. ძალიან მოსახერხებელი და კომფორტულია.
13. ყელსაბამი - ყელსაბამი რომელიც თვალშისაცემი არ არის ნებისმიერი სტილის სამოსს დაამშვენებს.
14. პატარა, საყვარელი, გამოსასვლელი ჩანთა - გამოსასვლელი „კლაჩი“ შეგიძლიათ წაიღოთ ნებისმიერ წვეულებაზე, პაემანზე. აირჩიეთ ისეთი, რომლის ხელში დაჭერაც თქვენთვის არაკომფორტული არ იქნება.
15. შავი „ელასტიკი“ - ეს საოცრად კომფორტული სამოსი შეგიძლიათ ჩაიცვათ ვარჯიშის დროს, ძალიან მოსახერხებელია, თუ იოგას მისდევთ.
16. შავი ქუსლიანი ფეხსაცმელი - შეიძლება ეს ფეხსაცმელი არც ისე მოსახერხებელია და მისი ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება ბევრისთვის სირთულეს წარმოადგენს, თუმცა ერთი ასეთი ფეხსაცმელი გარდერობში აუცილებლად უნდა გქონდეთ. წვეულება და კლასიკური სტილი წარმოუდგენელი მის გარეშე. დაიმახსივრეთ, როცა ქალი კარგად დადის მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე, ის განსაკუთრებით მიმზიდველია.
17. შავი მოკლე კაბა - შეგიძლიათ მსგავსი კაბა ჩაიცვათ სამსახურში, პაემანზე, შეუსაბამოთ მას კლასიკური აქსესუარები და წვეულებაზეც მოიწონოთ თავი.
თემები: ფეხსაცმელი, მოდა, ტანსაცმელი, ჯინსი, რჩევები
<a href="http://www.seventeen.com">http://www.seventeen.com</a>