ცხელი აბაზანა წონაში დაკლებაში დაგეხმარებათ - ზედმეტი კალორიების მოშორების ყველაზე სასიამოვნო გზა
- 29.03.2017
თუ წონაში დაკლების მიზნით, საათობით დარბიხართ, შეგიძლიათ, ახლავე შეწყვიტოთ, რადგანაც როგორც სპეციალისტები ამბობენ, ზუსტად იგივე ეფექტის მიღწევა შეგიძლიათ რეგულარულად ცხელი აბაზანის მიღებით.
გარდა იმისა, რომ ცხელი აბაზანა დაგეხმარებათ, დაწვათ ზედმეტი კალორიები, ასევე დიაბეტთან ბრძოლის საშუალებაცაა.
აღნიშნულს ექიმი და მკვლევარი სტივ ფოლკნერი და მისი ახალი კვლევა ამტკიცებს.
ფოლკნერის მტკიცებით, ცხელი აბაზანის მიღება გარდა იმისა, რომ რელაქსაციისთვის საოცარია, აჯანსაღებს ორგანიზმს და აუმჯობესებს იმუნურ სისტემას.
მკვლევართა ჯგუფმა შეისწავლა ცხელი აბაზანის ეფექტი სისხლში შაქრის რეგულაციაზე და კალორიების დაწვაზე. კვლევაში ჩართული იყო 14 ადამიანი, რომლებიც რეგულარულად იღებდნენ ცხელ აბაზანას ერთი საათის განმავლობაში. (წყლის ტემპერატურა 40 გრადუს ცელსიუსი იყო).
აღმოჩნდა, რომ ერთი საათის განმავლობაში აბაზანის მიღების დროს იწვება უფრო მეტი კალორია, ვიდრე 30 წუთი სირბილის დროს. ასევე გაირკვა, რომ სისხლში შაქრის დონე ბალანსდება.
თემები: კანის მოვლა, თავის მოვლა, ჯანმრთელობა, რჩევები
<a href="http://www.harpersbazaar.com/">http://www.harpersbazaar.com/</a>