LIFE

ლეონარდო დიკაპრიომ ფანთან ერთად ივახშმა - ახდენილი ოცნება ქველმოქმედების სანაცვლოდ

ლეონარდო დიკაპრიომ ფანთან ერთად ივახშმა - ახდენილი ოცნება ქველმოქმედების სანაცვლოდ

ჰოლივუდის ვარსკვლავის, ოსკაროსანი მსახიობის ლეონარდო დიკაპრიოს შესახებ დასავლური პრესა წერს, რომ ის წმინდანობას უახლოვდება.

საქმე ისაა, რომ მსახიობმა შოტლანდიაში ვიზიტი უსახლკაროების დასახმარებელ საქველმოქმედო აქციად აქცია.

ედინბურგის ერთ-ერთმა კაფემ, რომელიც უსახლკაროებს ეხმარება, მოაწყო კონკურსი - კონკურსში მონაწილეებს ხუთ დოლარად უნდა შეეძინათ საკვები, თითო შენაძენი თითო ბილეთის ტოლფასი იყო. კონკურსის გამარჯვებულს კი პრიზად არც მეტი არც ნაკლები, ლეონარდო დიკაპრიოსთან ვახშამი ელოდა. შეგროვებული თანხა კი უსახლკაროებს მოხმარდებოდა

ლეონარდო დიკაპრიომ ფანთან ერთად ივახშმა - ახდენილი ოცნება ქველმოქმედების სანაცვლოდ

იღბლიანი გამარჯვებული 45 წლის ელის ლოველი გახდა. როგორც მან ლეოსთან ვახშმის შემდეგ განაცხადა, საჭმელი რვაჯერ შეიძინა, შესაბამისად, რვა ბილეთი ჰქონდა.

ელისმა ჟურნალისტებთან საუბრისას გაამხილა, რომ მსახიობს უამრავ საკითხთან ერთად დონალდ ტრამპის შესახებაც ესაუბრა.

„ვიღაცამ მკითხა, რას ვგრძნობდი ლეოსთან ვახშმობის დროს, ეს უბრალოდ შოკისმომგვრელი იყო“, - ამბობს ელისი.

დიკაპრიომ, ტრადიციულად, ფანებისადმი სიყვარული და ყურადღება გამოიჩინა - რესტორნის გარეთ შეკრებილ ფანებს ავტოგრაფები დაურიგა და ყველას კიდევ ერთხელ შეგვახსენა რატომ გვიყვარს ის ასე ძალიან.



<a href="http://www.instyle.com/">http://www.instyle.com/</a>