სტილი

როგორი ქალის თეთრეულია ტენდენციური 2017 წლის გაზაფხულისთვის

როგორი ქალის თეთრეულია ტენდენციური 2017 წლის გაზაფხულისთვის

შესაძლოა, ფიქრობთ, რომ როცა საქმე ქალის თეთრეულს ეხება, მოდა და მისი ტენდენციები ამასთან არაფერ შუაშია და ქალის თეთრეული მანამ არის სექსუალური და ლამაზი, სანამ არ დაძველდება. თუმცა, უნდა გითხრათ, როგორც სამკაულების, სხვა აქსესუარების, მაკიაჟის, ტენდენციები იცვლება წლიდან წლამდე, ასევე იცვლება ქალის თეთრეულის ტენდენციურობაც. 

ჩვენ არ ვსაუბრობთ თეთრეულზე, როგორც რეალურ ტანსაცმელზე, მიუხედავად იმისა, რომ ისეთი დიზაინერები, როგორებიც არიან ბალენციაგა, მარკ იაკობსი, დრაის ვან ნოტენი, ალექსანდერ ვონგი და სხვები, ხშირად არგებენ თავიანთ მოდელებს ისეთ ჩაცმულობას, რომელშიც ბიუზჰალტერი რეალური ტანსაცმლის ფუნქციას ითავსებს. მაგალითად, მათი მოდელების უმრავლესობას ბიუზჰალტერებზე გამჭვირვალე მაისურები ან შეხსნილი ქურთუკებით ხშირად იხილავთ. 

TREND. გთავაზობთ ბოდეების, მოდური კორსეტებისა და სექსუალური სპორტული ბიუზჰალტერების ჩამონათვალს, რომლებიც 2017 წლის გაზაფხული/ზაფხულის ყველაზე ცხელი და ტრენდული ტენდენციები იქნება:

1. მაღალწელიანი საცვლები

როგორი ქალის თეთრეულია ტენდენციური 2017 წლის გაზაფხულისთვის

რეტრო სტილი ყოველთვის ახდენს გავლენას მოდის ინდუსტრიის სხვადასხვა ასპექტზე და სხვადასხვა დროს, ეს სტილი მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ჩვენს გარდერობებში. თუ ამის მტკიცებულება გჭირდებათ, გადახედეთ 90-იანი წლების ტენდენციებს და ნახავთ, რომ მაღალწელიანი ჯინსები და კაბები, ისეთივე მოდური და აქტუალური იყო მაშინ, როგორიც დღეს არის.

იგივე ნოსტალგიის დრო დგება თქვენი საცვლების უჯრისთვისაც. 2017 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონისთვის ველით მაღალწელიანი საცვლების ტენდენციებს, რომლებიც ქალბატონების უმრავლესობას ტანზე კარგად ერგება. ეს ტენდენცია ხაზს უსვამს თქვენს ფორმებსა და სექსუალურობას. 

2. ბუნებრივი სილუეტი

როგორი ქალის თეთრეულია ტენდენციური 2017 წლის გაზაფხულისთვის

ქალის თეთრეულის ცნობილი ბრენდის, Triumph-ის მიერ ჩატარებული უახლესი კვლევის მიხედვით, რომლის ფარგლებშიც 6 000-მდე ქალბატონი გამოიკითხა ევროპის მასშტაბით, ქალების უმრავლესობა უკმაყოფილო აღმოჩნდა თამამი სილუეტებით, მკერდის თამამად გამოჩენით. 30-39 წლის ასაკის ქალების 55%-მა განაცხადა რომ უპირატესობას ახალგაზრდულ და ბუნებრივ თეთრეულს ანიჭებს. 

ბრენდმა კვლევის შედეგებზე დაყრდნობით რამდენიმე ტიპის თეთრეული შესთავაზა თავის მომხმარებელს. ყველა მათგანი ბუნებრივ, თუმცა, სხვადასხვა ფორმების მქონე ბიუზჰალტერებს სთავაზობს მსურველს. Triumph-ის დიზაინერების თქმით, მნიშვნელოვანია, ბრენდის მიერ შეთავაზებულ არჩევანში თავად ქალბატონებმა შეძლონ და იპოვონ თავიანთი ბუნებრივი სილუეტი, ან აირჩიონ ყველა. რადგან, არავინ იცის, რომელ დღეს რა განწყობით გაიღვიძებს. მათ უნდა შეძლონ და თავიანთი განწყობა თავიანთ სილუეტებში ასახონ. 

3. სექსუალური კორსეტი

როგორი ქალის თეთრეულია ტენდენციური 2017 წლის გაზაფხულისთვის

ჩვენი ბებიების თაობისთვის კარგად ნაცნობი, შარვლის ფორმის ბანდაჟ-კორსეტების დრო წარსულს ჩაბარდა. წელს აქტუალური კორსეტები ისეთი სექსუალურია, როგორც არასდროს. შეიცავს ბევრ ისეთ დეტალს, როგორიც არის მაქმანი, ყვავილების პრინტი და ბადე დეტალები.

მიუხედავად სექსუალურობისა, უპირატესობა მაინც დახვეწილ და ნაზ სილუეტებს ენიჭება.

4. ბოდე

როგორი ქალის თეთრეულია ტენდენციური 2017 წლის გაზაფხულისთვის

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ბოდეები თანამედროვეობაში ადგილს იბრუნებს და ყველაზე მოსახერხებელი, კომფორტული თეთრეულის ტიტულით, ღირსეულად ბრუნდება. მისი გამოყენება შესაძლებელია ჯნსებზე, შორტებზე, ქუსლიან ფეხსაცმელზეც კი. რაც მთავარია, გამოიყურება, როგორც ტანზე მომდგარი მაისური, რომელიც ხაზს უსვამს თქვენს ლამაზ ფორმებს. 

გარდა ამისა, თუ არჩევანს რბილი და მსუბუქი ქსოვილისგან შექმნილ ბოდეზე შეაჩერებთ, საშუალებაც გაქვთ დაფაროთ ყველა ნაკლი, რომლიც დაფარვაც გსურთ. არ აქვს მნიშვნელობა, მოგვწონს თუ არა, არის თუ არა კომფორტული ჩვენთვის ბოდეში გამოწყობილებმა სახლს გარეთ ვიაროთ, თუმცა, ის კი ნამდვილად უნდა აღინიშნოს, რომ ბოდე 2017 წლის გაზაფხული/ზაფხულის ქალის თეთრეულის ტენდენციებში წამყვან პოზიციებს იკავებს. ამიტომაც, აუცილებელია განვათავსოთ იგი ჩვენი თეთრეულის უჯრაში. 

5. სპორტული და სექსუალური

როგორი ქალის თეთრეულია ტენდენციური 2017 წლის გაზაფხულისთვის

მათთვის, ვინც აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს, მუდამ დინამიკაშია და მოსახერხებელ, კომფორტულ თეთრეულს ანიჭებს უპირატესობას, 2017 წლის გაზაფხული/ზაფხულის ტენდენციები მათაც აძლევს არჩევანის მრავალფეროვნებას. სპორტული, თუმცა, სესუალური ბიუზჰალტერები, რომლების ტარებასაც შეძლებთ არა როგორც მაისურის, არამედ, როგორც თეთრეულის სახით. 



huffingtonpost.co.uk