ტყვია, დარიშხანი და ჭვარტლი - რას შეიცავდა სახიფათო კოსმეტიკა ?
- 03.10.2016
მაკიაჟის ხელოვნება რომ იმაზე ძველია, ვიდრე რომელიმე, დღეს ძალიან ცნობილი, კოსმეტიკური ბრენდი, ეს ყველასთვის ცნობილია. რომაელები და ეგვიპტელები, კლეოპატრა და ასე შემდეგ... მაშინაც და არცთუ ისე შორეულ წარსულშიც მოვლის საშუალებების დასამზადებლად ხშირად საკმაოდ სახიფათო და საეჭვო ინგრედიენტებს იყენებდნენ. თვალი გადაავლე ფერ-უმარილის წარსულს.
1. ტყვია
მუქი ფერის კანის გასაღიავებლად კოსმეტიკურ საშუალებებს ტყვიას ურევდნენ. დღეს ყველამ იცის, რომ ტყვია მავნებელია ჯანმრთელობისთვის.
2. დარიშხანი
ტყვიაზე ბევრად სახიფათოა ჯანმრთელობისთვის დარიშხანი, რომელსაც ასევე იყენებდნენ წლების წინ თავის მოვლის საშუალებების დასამზადებლად. დარიშხანი ნამდვილად შხამია!
3. ცხოველის ცხიმი
რომაელი ქალები ცხოველების ცხიმისგან ამზადებდნენ კრემებსა და კოსმეტიკურ საშუალებებს. ცხიმიც ზიანის მომტანია როგორც ჯანმრთელობისთვის, ასევე კანისთვის.
4. სისხლი
დღეს ფრჩხილის ლაქი საკმაოდ მაღალი ხარისხისაა და ჯანმრთელობისთვისაც უსაფრთხოა. ადრე კი, მაგალითად, ძველ რომში ფრჩხილის ლაქს სისხლით ღებავდნენ.
5. ჭვარტლი
ძველი ეგვიპტელები ქუთუთოებსა და წამწამებზე ჭვარტლს ისვამდნენ, რაც სახიფათოცაა და ძნელად გამოსაყენებელიც.
საბედნიეროდ, დღეს აღარავინ ფერავს ფრჩხილის ლაქს სისხლით, არც ტყვიას და დარიშხანს იყენებენ სახის მოსავლელად. არჩევანი დიდია, თუმცა ეს მრავალფეროვნება ბოლო რამდენიმე ათწლეულის დამსახურებაა. მხოლოდ ტექნოლოგიურმა პროგრესმა გახადა შესაძლებელი ხარისხიანი და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო კოსმეტიკური საშუალებების წარმოება.
თემები: მაკიაჟი, კოსმეტიკა, წარსული, ძველი
წყარო: <a href="http://beauty.allwomenstalk.com/strange-beauty-ingredients-women-used-in-the-past">allwomenstalk</a>