ზუსტად 19 წლის წინ, პარიზში, ავარიის შედეგად პრინცესა დაიანა დაიღუპა. ხალხის პრინცესად წოდებული ბრიტანეთის სამეფო ოჯახიდან ყველაზე მეტად უყვარდა საზოგადოებას და შესაძლოა ითქვას, რომ იგი ისტორიაში ყველაზე საყვარელი მონარქიც კია. პრინცესა დაიანა გამოირჩეოდა პრაქტიკული აზროვნებითა და მიდგომით პრობლემების მიმართ, ჰუმანურობით, მზრუნველობით და სწორედ ამიტომ მას ხშირად "გულების დედოფლადაც" მოიხსენიებდნენ.
პრინცესა დაიანა ის ადამიანია, რომელიც მუდამ ცდილობდა გამოეყენებინა ნებისმიერი შესაძლებლობა საზოგადოებაში არსებული არასწორი შეხედულებების ფორმირებისთვის. იგი ძალას არ იშურებდა ადამიანთა ცნობიერების ასამაღლებლად და მუდამ ცდილობდა სიყვარულის, ოჯახის, როგორც მთავარი ღირებულებების შესახებ სხვადასხვა იდეების გავრცელებას. რადგან მიიჩნევდა, რომ სწორედ სიყვარული და ოჯახია ის მთავარი და მნიშვნელოვანი ღირებულებები, რაც ყველა ადამიანს უნდა გააჩნდეს.
მოგეხსენებათ, პრინცესა დაიანა ცნობილია თავისი შთამაგონებელი გამონათქვამებით, რომლებიც, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივ ჭეშმარიტებებთან ახლოს დგას, თუმცა ყოველთვის განგვაწყობს სიკეთისთვისა და სხვების მხარდაჭერისკენ.
TREND.-მა თავი მოუყარა პრინცესას ყველაზე ცნობილ გამონათქვამებს და გთავაზობთ მათ:
"ატარე გული ხელით".
"ყველა იმსახურებს აფასებდნენ. ყველას აქვს პოტენციალი დაიბრუნოს ღირსება".
"სიკეთის უნდა აკეთო სანაცვლოს მოლოდინის გარეშე და უნდა გახსოვდეს, რომ ერთ დღეს თქვენ მიმართაც გამოიჩენენ კეთილ ნებას".
"მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, ოჯახია".
"აკეთე მხოლოდ ის, რასაც გული გკარნახობს".
"ყველა ჩვენგანს მხოლოდ იმის დანახვა გვჭირდება, რომ ერთმანეთზე ვზრუნავთ და ამავე დროს არ გვავიწყდება საკუთარი თავებიც".
"ცხოვრება, უბრალოდ, მოგზაურობაა".
"ამბობენ, სიმდიდრესა და უბედურებას, სიღარიბე და ბედნიერება სჯობსო. თუმცა, საუბრობს ვინმე იმ კომპრომისზე, რასაც ზომიერი სიმდიდრე და ნორმალური ხასიათი ჰქვია?"
"ჩახუტებას ბევრი კარგი რამ შეუძლია - განსაკუთრებით ბავშვებისთვის".
"თუ ცხოვრებაში იპოვით ადამიანს, რომელსაც შეიყვარებთ, მაშინ აუცილებლად იბრძოლეთ ამ სიყვარულისთვის".
"დღევანდელი სამყაროს ყველაზე დიდ პრობლემას არატოლერანტულობა წარმოადგენს. ერთმანეთის მიმართ, ყველა მეტისმეტად არატოლერანტულები ვართ".
"როცა ბედნიერი ხარ, ძალიან ბევრის პატიება შეგიძლია".
"არ მჭირდება ძვირფასი საჩუქრები. არ მსურს მიყიდონ, როგორც ნივთი. მაქვს ყველაფერი, რაც მინდა. ერთადერთი რაც მჭირდება, ადამიანია, რომელიც იქნება ჩემ გვერდით, იზრუნებს ჩემზე, რომლის გვერდით თავს მშვიდად და დაცულად ვიგრძნობ".
"მე ვეხები ადამიანებს. ვფიქრობ, ეს ყველას სჭირდება. კონტაკტი მეგობრის სახეზე მოფერებით მყარდება".
"ადამიანების დახმარება ჩემი ცხოვრების ყველაზე კარგ და აუცილებელ მხარეს წარმოადგენს, ერთგვარი ბედია".
"მე მხოლოდ ადამიანების გულების დედოფლობა მსურს".
"სადაც ვხედავ ტანჯვას, მეც იქ ყოფნა მსურს, რათა გავაკეთო ყველაფერი, რაც შემიძლია".
"მე არ ვცხოვრობ წესების მიხედვით; მხოლოდ საკუთარი გული მიდგენს წესებს და არა გონება".
"გულნატკენზე სხვისი გულის ტკენას შვება არ მოაქვს".
"ყველაზე დიდი ტანჯვა, რითიც სამყარო დღეს იტანჯება უსიყვარულობაა. მე ვიცი, რომ შემიძლია სიყვარულის გაცემა ერთი წუთით, ნახევარი საათით, ერთი დღით, ერთი თვით, მთავარია, ვიცი, რომ შემიძლია. და ბედნიერი ვარ ამით... და მინდა გავცე".
თემები: ქალი, ცნობილი გამონათქვამები, პრინცესა დაიანა, ბრიტანეთის სამეფო ოჯახი, გამონათქვამები, დედოფალი
goalcast.com