HENDRICK’S-ი დისტილირებული ჯინია, რომელსაც მთელ მსოფლიოში ყველაზე შემოქმედებითი ფორმულით — ვარდის და კიტრის ესენციების ნაზავით იღებენ; არასტანდარტული გემოთი გამოირჩევა და ყველაზე ავანგარდული ადამიანების საყვარელ სასმელადაა მიჩნეული. მისი მთავარი სამიზნეც შემოქმედებითი ადამიანები არიან — HENDRICK’S-ი მათ მუდმივად სიურპრიზებით ანებივრებს.
30 მარტს GD Alco-ს და HENDRICK’S-ის წარმომადგენლები საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სარეკლამო კომპანიის — J. Walter Thompson Metro-ს თანამშრომლებს ოფისში ესტუმრენ და კოქტეილების დეგუსტაცია გამართეს.
JWT Metro-ს გუნდის წევრებისთვის ბარმენმა — რომა სუვარიანმა 6 სახის კოქტეილი დაამზადა: Hendrick’s Tonic-ი, Hendrick’s Martini, Meadow Mule-ი, Bramble-ი, Gin Basil Smash-ი და Corpse Reviver-ი.
თემები: Hendrick's Gin, JWT Metro, Hendrick's-ის კოქტეილის წვეულება, კოქტეილის საღამო