Google-ისა და Levi's-ის გაერთიანება ძალიან საინტერესო იდეის ირგვლივ
- 03.04.2017
"ჭკვიანი ტანსაცმელი" ე.წ. Smart clothing დიდი ხანია გვანებივრებს დაწყებული საათებით, მაღალტექნოლოგიური ტატუებით და სხვა ბევრი სიახლით, თუმცა, უნდა ითქვას, რომ ტექნოლოგიის მოყვარულები არასოდეს ვყოფილვართ ისე გახარებულები სხვადასხვა სიახლეებით, როგორებიც ვართ დღეს.
Google და Levi's ერთიანდება ძალიან საინტერესო და პრაქტიკული იდეის გარშემო, რომლის შედეგადაც შეიქმნება ყველა ადამიანისთვის საოცნებო პიჯაკი/ქურთუკი. იგი არა მარტო თანამედროვე სტილის და ლამაზი ვიზუალის მქონე იქნება, არამედ, განსაკუთრებული ტექნოლოგიური შესაძლებლობაც ექნება. კონკრეტულად კი ამ პიჯაკის ტარებისას თქვენ საშუალება გექნებათ, ტელეფონთან შეხების გარეშე უპასუხოთ ან არ უპასუხოთ ზარებს. მართოთ საკუთარი სმარტფონის მენიუ სურვილისამებრ, შეცვალოთ მელოდია და ა.შ.
Hello Giggle-ის ინფორმაციით, Google და Levi's უკვე გაერთიანდნენ და Levi's-ის სპეციალური კოლექციისთვის, რომელიც ძირითადად მოგზაურთათვის იქმნება, ხორცს ისხამს მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობების მქონე ქურთუკის რეალობად ქცევის იდეაც. იგი გათვლილი იქნება ველოსიპედისტებისთვის, მოგზაურთათვის, მთასვლელთათვის და ა.შ. ქურთუკს ექნება სენსორული ღილაკი, რომელიც მისი მუდმივი ატრიბუტია და რომელიც მოძრაობებით მისცემს ადამიანებს საშუალებას ზემდეტი დისკომფორტისა და შეფერხების გარეშე, მოგზაურობისას, გადაადგილებისას მართონ საკუთარი სმარტფონები.
ერთი შეხედვით, ქურთუკი Levi's-ის ტრადიციული კოლექციების ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად მოგეჩვენებათ, თუმცა, მის განსაკუთრებულობას და შესაძლებლობებს მარცხენა სახელოზე აღმოაჩენთ.
ქურთუკი დამზადებულის Google-ის ე.წ. 'jacquard' ტექნოლოგიით, რომელიც სპეციალურად ტანისამოსისთვის შექმნილი აპარატურაა, მცირე ზომის, რომელშიც დამონტაჟებულია პერფორირებული ბარათი. სწორედ ეს ტექნოლოგია იძლევა საშუალებას თქვენ ხელის მსუბუქი მოძრაობის მეშვეობით უპასუხოთ ზარებს, გააგზავნოთ შეტყობინებები, მართოთ მენიუ, სურვილისამებრ ცვალოთ პლეილისთი და ა.შ.
რაც შეეხება Levi's-ს, იგი თავის ვებ გვერდზე საკუთარ მომხმარებლებს მიმართავს: Levi’s® Commuter™, იგივე სამოგზაურო კოლექცია, ამ ახალი ინოვაციით, რომელიც ციფრულ ფუნქციებს ფლობს, კიდევ უფრო დინამიკური ხდება. საკვანძო უკაბელო კავშირის მეშვეობით გამტარი ძაფებისგან შექმნილი ქურთუკი უკავშირდება თქვენს ტელეფონს. რაც მთავარია, მეტი კომფორტისთვის, ღილაკი იხსნება და ქურთუკი ჩვეულებრივ ირეცხება. იგი არის ისეთივე გამძლე, როგორიც ნებისმერი ჩვენი პროდუქციის ნაწილი".
ქურთუკი გაყიდვაში სექტემბრიდან ჩაეშვება და მისი ფასი, სავარაუდოდ 350$-მდე იქნება. ვიმედოვნებთ, რომ ბრენდის წარმომადგელობა საქართველოში ჩვენთანაც შემოიტანს ამ ინოვაციას.
თემები: ტანსაცმელი, ბრენდი, Google, Levi's, ინოვაცია, თანამედროვე ტექნოლოგიები, ტექნოლოგიური განვითარება
cosmopolitan.com
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია