LIFE

თუ გსურს ბედნიერი იყო საკუთარი სამსახურით იცხოვრე მის გარეთაც

თუ გსურს ბედნიერი იყო საკუთარი სამსახურით იცხოვრე მის გარეთაც

ჩვენს ცხოვრებაში სამსახურს საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ეს არის საკუთარი თავის, კარიერის განვითარების საშუალება, საკუთარი თავისა და ახლობელი ადამიანების უზრუნველყოფის შესაძლებლობა, პიროვნული და პროფესიული ზრდისთვის საჭირო უნარების განვითარების მცდელობა. 

ვმუშაობთ მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტებში ჩავაბარეთ, ან მას შემდეგ, რაც უმაღლესი სასწავლებლები დავამთავრეთ. ბევრი ჩვენგანი სამსახურს 60-65 წლის ასაკამდე ინარჩუნებს და ბუნებრივია, იმ დროის უმეტეს ნაწილსაც, რაც გვაქვს, მას ვუთმობთ. 

თუ გსურს ბედნიერი იყო საკუთარი სამსახურით იცხოვრე მის გარეთაც

დამეთანხმებით, დასაქმებულობის სურვილს და მოტივს ჩვენში მხოლოდ ანაზღაურება არ იწვევს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, საკუთარი თავის რეალიზება, სხვა საჭიროებების უზრუნველყოფაც მნიშვნელოვანი და აუცილებელია. ამას კი მხოლოდდამხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ სამსახური, საყვარელი საქმე გვექნება.

ძალიან სწორია მიდგომა, რომ აუცილებელია იყო ბედნიერი გარემოში, რომელშიც დასაქმებული ხარ. ძალიან რთულია, დაინახო ნათელი სურათი იმისა, თუ რას აფასებენ და ანიჭებენ უპირატესობას ადამიანები თავიანთ სამსახურებში. აქვთ თუ არა კარიერული წინსვლის შესაძლებლობა? ჰყავთ თუ არა კარგი უფროსი? რამდენად არის გარემო განვითარებისთვის ხელსაყრელი? წარმოუდგენელია ივარაუდო უსვამენ თუ არა ადამიანები ამ კითხვას თავიანთ თავს. იმდენად ინდივიდუალურია საკითხი, თუ ვის რა აბედნიერებს, რომ ბუნებრივია, დასაქმების საკითხშიც რთულია ზოგადი მსჯელობის წარმართვა ამის შესახებ. 

თუ გსურს ბედნიერი იყო საკუთარი სამსახურით იცხოვრე მის გარეთაც

თუმცა, ალბათ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე ყველანი შევთანხმდებით: ყველაზე მთავარია, თავს ვგრძნობდეთ საჭიროდ და ღირებულად. ამას კი მხოლოდ სამსახური, ბუნებრივია, ვერ მოგვცემს. როგორც ცალკე აღებული, მხოლოდ პირადი ცხოვრება. ადამიანს სრულფასოვნებისთვის მრავალფეროვნება სჭირდება და აღსანიშნავია ისიც, რომ გარემოებები ადამიანის შრომისუნარიანობაზე საკამოდ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. 

ამიტომ, სასურველია, ვიზრუნოთ იმაზეც, რომ ჩვენი სამუშაო სივრცე ზედმეტად არც გავაღოთ და არც საჭიროზე ნაკლები დრო დავუთმოთ. აუცილებელია გვქონდეს სოციალური ურთიერთობები, მხოლოდ სამსახურეობრივი სივრცე და თანამშრომლებთან ურთიერთობა არ არის საკმარისი თავი ბედნიერად ვიგრძნოთ. თუ სოციალური, მეგობრული, სასიყვარულო ურთიერთობის დეფიციტს განვიცდით, ბედნიერები მხოლოდ იმით, რომ დასაქმებულები ვართ, ვერ ვიქნებით. 

თუ გსურს ბედნიერი იყო საკუთარი სამსახურით იცხოვრე მის გარეთაც

უპირველესად, უნდა ვიყოთ შემდგარი პიროვნულად, რათა კარიერულ მწვერვალებსაც მივწვდეთ. უნდა ვაფასებდეთ თანამშრომლებს, როგორც ადამიანებს, თავიანთი ცხოვრების სტილის, თვისებებისა და დამოკიდებულებების გამო, რათა დავაფასოთ მათი საქმიანობაც. შესაბამისად, ჩვენც გვჭირდება აქტივობები, რომლებიც სამსახურთან, საქმესთან კავშირში არ არის და რომლებიც გვეხმარება ჩამოვყალიბდეთ პიროვნებებად, დავხვეწოთ კომუნიკაციის ფორმები, შევიძინოთ და გადავაფასოთ ღირებულებები. 



hbr.org