1. ტანის კრემი
ეს ნივთი ქალის კოსმეტიკური კუთხის განუყოფელი ნაწილია. ეცადეთ, კრემის შეძენისას აქცენტი ხარისხთან ერთად მის სასიამოვნო სუნზეც გააკეთოთ.
2. თითებიანი წინდა
მერე რა, რომ პატარა ბავშვი არ ხართ, აუცილებლად შეიძინეთ თითებიანი წინდა, ეს თქვენ გარდერობს გაახალისებს.
3. სურნელოვანი სანთლები
რა იცით, როდის დაგჭირდებათ მისი გამოყენება. სხვათაშორის სულ არ არის საჭირო ელოდოთ მამაკაცს, შეგიძლიათ მისი სურნელით საკუთარი თავიც გაანებივროთ.
4. რამდენიმე წყვილი ფეხსაცმელი
ორი, არა, სამი... პრინციპში ნატის აუცილებელია, ასევე ლურჯი ფერის, წითელიც... და ასე დაუსრულებლად.
5. ვიწრო შარვალი
ეს ხომ თქვენს ფიგურას განუმეორებელს ხდის.
6. შარვალი, რომელიც არ გეტევათ
მერე, რა... ეს უფრო დიდ სტიმულს მოგცემთ გასახდომად და ერთ დღეს, მოულოდნელად აღმოაჩენთ რომ კარგად გაქვთ.
7. ჰულა-ჰუპი ან ჰანტელები
მისი დანახვისას კვირაში ერთხელ მაინც მოგინდებათ რომ გამოიყენოთ.
8. ხელოვნური წამწამები
არ გჯერათ, რომ ოდესმე გამოიყენებთ? - სულ ტყუილად.
9. სექსუალური წინდები და ტყავის ქამარი
ფანტაზია თქვენთვის მოგვინდია.
10. ოთახის მცენარეები
ეს უფრო მყუდროს და სასიამოვნოს გახდის თქვენს სახლში სტუმრობას.
11. საღამოს კაბა
ამის გარეშე თქვენი გარდერობი სრულყოფილი ვერ იქნება.
12. საბავშვო ქუდი
ეს უფრო სექსუალურს გაგხდით.
13. ზაფხულის დიდი ზომის შლიაპა
ეს დაიცავს თქვენს კანს მზის მავნე სხივებისგან.
თემები: სტილი, მოდა, რჩევები ქალებს, ქალები, რჩევები
<a href="https://www.cosmo.ru">https://www.cosmo.ru</a>