სტილი

H&M-ის ახალი ვიდეორგოლი სტერეოტიპულ სტანდარტებს ებრძვის

H&M-ის ახალი ვიდეორგოლი სტერეოტიპულ სტანდარტებს ებრძვის

დღესდღეობით მოდა მხოლოდ გამხდრებისთვის აღარ არის, ამ ფაქტს ყველასთვის საყვარელი H&M-ის მარკეტინგული სვლაც ამტკიცებს: ტანსაცმლის გლობალური მარკა სილამაზის ჩარჩოში მოქცეულ, სტერეოტიპულ სტანდარტებს ახალი, 2016 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციით ებრძვის: სტილის შეგრძნება ხომ ყველანაირ ქალს აქვს და პირიქით — ყველა ქალი ლამაზია, თუ ზუსტად იცის, ნაკლი როგორ დაფაროს და საკუთარ სტილს მიაგნოს.

ბრენდის მარკეტინგის გადაწყვეტილებით, კლიპში H&M-ის ტანსაცმელს სხვადასხვა ასაკის, განსხვავებული გარეგნობის ქალები ირგებენ და ყველანაირ დისკრიმინაციას აპროტესტებენ — როგორც ასაკობრივს, ასევე იდენტურს, გარეგნულს და ა.შ. ლამაზად ჩაცმა ხომ ყველა ქალის უფლებაა!

თუმცა, H&M-მა კომფორმიზმი უკვე ისედაც დიდი ხანია, რაც დაამარცხა: მისი სამოსი, ძვირადღირებულ ბრენდებთან ერთად, ყველა ფეშენისტას გარდერობში მოიძებნება.



წყარო:&nbsp;<a href="https://www.youtube.com/watch?v=8-RY6fWVrQ0">YouTube</a>