სტილი

H&M ახალ ბრენდს უშვებს სახელწოდებით ARKET

H&M ახალ ბრენდს უშვებს სახელწოდებით ARKET

უცხოური გამოცემა Business of Fashion-ის ინფორმაციით, H&M ახალ ბრენდს უშვებს, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე ქალის, მამაკაცის, ბავშვის ტანსაცმელსა და სახლის ნივთებს შესთავაზებს მომხმარებელს. ახალი ბრენდი, ARKET H&M-ის პროდუქციასთან ერთად გაიყიდება. 

ახალი ბრენდის ფასები H&M-ის პროდუქციის ფასებისგან მკვეთრად განსხვავებული არ იქნება, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მისი პროდუქცია, შედარებით ძვირადღირებული იქნება.

H&M ახალ ბრენდს უშვებს სახელწოდებით ARKET

ARKET-ის შემოქმედებითი დირექტორის თქმით, ბრენდის იდეა თანამედროვე მომხმარებლების მოთხოვნამ განაპირობა. ბრენდი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, მომხმარებელს, ერთ ჭექვეშ შეეძლოს სხვადასხვა ბრენდის პროდუქციის შერჩევა და გააკეთოს სასურველი არჩევანი ბევრ შეთავაზებულს შორის, ასევე, მნიშვნელოვანია, საყიდლების პროცესი იყოს კომფორტული. 

"აღნიშნულ პროექტზე მუშაობა ორი წლის წინ დავიწყეთ. ჩავატარეთ საკმაოდ ვრცელი და მოცულობითი ბაზრის კვლევა, რომლის შედეგებმაც გვაჩვენა, რომ საკმაოდ დიდია იმ მომხმარებელთა რაოდენობა, რომელიც, კლასიკურ, დახვეწილ, ხარიხსიან მომსახურებას ანიჭებს უპირატესობას. გარდა ამისა, მომხმარებელთათვის, მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ისიც, რომ კონკრეტული ბრენდი თავად ქმნიდეს სტილს სხვა ბრენდებთან თანამშრომლობით და მათ ქონდეთ ფართო არჩევანის გაკეთების საშუალება" - აცხადებს ბრენდის მმართველი დირექტორი Business of Fashion-თან საუბარში. 

H&M ახალ ბრენდს უშვებს სახელწოდებით ARKET

"თანამედროვე მომხმარებელი ძალიან დაკავებულია, ამიტომაც, მათთვის მნიშვნელოვანია კომფორტის განცდა და სივრცე, სადაც შეძლებენ განიტვირთონ". 

ახალი ბრენდის მაღაზიის გახსნა პირველად ლონდონში იგეგმება, მოგვიანებით კი ბრიუსელსში, კოპენჰაგენსა და მიუნხენში. იმ შემთხვევაში თუ ევრო ტურს დაგეგმავთ, შეძლებთ ARKET-ის პროდუქციის შეძენასაც. 



harpersbazaar.com