სილამაზე

როგორ უნდა მოუაროთ კანს ბიკინის ადგილას - იამაყეთ თქვენი სხეულით ზღვის სანაპიროზე

როგორ უნდა მოუაროთ კანს ბიკინის ადგილას - იამაყეთ თქვენი სხეულით ზღვის სანაპიროზე

ზაფხული და შესაბამისად, ზღვის სეზონი ახლოვდება. ამ დროს განსაკუთრებით აქტუალური მოვლილი და პრიალა ბიკინის ადგილია.

ზოგჯერ ქალები ზამთარში კანის მხოლოდ იმ ნაწილზე ზრუნავენ, რომელიც ჩანს და ნაკლებ ყურადღებას აქცევენ სხვა ზონებს. შედეგად კი, კანი შავდება და არცთუ ისე სასიამოვნო სანახავი ხდება.

რა თქმა უნდა, უხერხულია ზღვის სანაპიროზე შავი კანით გამოჩენა.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას გაშავებული კანის გასათეთრებლად, ამასთანავე, კანი გლუვი და პრიალა გახდება:

1. გამოიყენეთ საჭმელი სოდა - საუკეთესო გზა სახლის პირობებში შავი კანის გასათეთრებლად საჭმელი სოდაა. მას აქვს მათეთრებლის თვისება.
მომზადების წესი - შეურიეთ ერთმანეთს ერთი სუფრის კოვზი სოდა და წყლის წვეთები. წაისვით ის შესაბამის ადგილას, გააჩერეთ 5 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით.

როგორ უნდა მოუაროთ კანს ბიკინის ადგილას - იამაყეთ თქვენი სხეულით ზღვის სანაპიროზე

2. დაიმუშავეთ პრობლემური ზონა ლიმონის წვენით - ლიმონი ზოგადად ცნობილია თავისი საოცარი სამკურნალო თვისებებით და საუკეთესოა მუქი ადგილების გასათეთრებლად. ლიმონის წვენით მასაჟი გაიკეთეთ შესაბამის ადგილას დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში და შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით.

როგორ უნდა მოუაროთ კანს ბიკინის ადგილას - იამაყეთ თქვენი სხეულით ზღვის სანაპიროზე

3. გაიკეთეთ მასაჟი ზეითუნის ზეთით - ზეითუნის ზეთს მათეთრებლის ფუნქცია აქვს. ის ასევე ატენიანებს კანს და ათავისუფლებს გამონაყრისგან. ასე რომ თუ ყოველ საღამოს ზეითუნის ზეთით პრობლემურ ადგილას ათ წუთიან მასაჟს გაიკეთებთ, მალე თქვენს კანს ვეღარ იცნობთ.

როგორ უნდა მოუაროთ კანს ბიკინის ადგილას - იამაყეთ თქვენი სხეულით ზღვის სანაპიროზე

4. გამოიყენეთ ალოე ვერას გელი - წლების განმავლობაში ალოე ვერას იყენებდნენ გაუფერულებული სახის კანის სამკურნალოდ. თუ ეს მცენარე სახლში გაქვთ, შეგიძლიათ მისი ფოთლების წვენი გამოიყენოთ შხაპის მიღების დროს. თუ სახლში არ გაქვთ ეს მცენარე, შეგიძლიათ, აფთიაქში შეიძინოთ, მაგრამ დარწმუნებული უნდა იყოთ რომ ის 100%-ით ალოე ვერასგანაა დამზადებული.

როგორ უნდა მოუაროთ კანს ბიკინის ადგილას - იამაყეთ თქვენი სხეულით ზღვის სანაპიროზე



<a href="https://www.gorgeousgirl.com">https://www.gorgeousgirl.com</a>