სილამაზე

წარმატებული მამაკაცის სურნელი

წარმატებული მამაკაცის სურნელი

როდესაც ქალებისთვის ყველაზე სასურველი მამაკაცის დახასიათებას ვიწყებთ, პირველი სავარაუდოდ ჯეიმს ბონდის პერსონაჟი გვახსენდება, შემდეგ კი მასთან ასოცირებული 3 მნიშვნელოვანი ნივთი — ხელნაკეთი კოსტიუმი, Aston Martin-ი და Omega-ს საათი (ლურჯი თვალები — გემოვნებით). თუმცა ჩნდება კითხვა: რისი სუნი აქვს ამ მამაკაცს?

ამ კითხვას პასუხი 1998 წელს კლასიკური, ელეგანტური სტილით გამორჩეულმა ბრენდმა — Hugo Boss-მა გასცა: 2000-იანების მკაცრი, ცივი ოდეკოლონების ეპოქაში ვაშლის შტრუდელით შთაგონებული არომატი შექმნა, სახელწოდებით — Boss Bottled-ი. Boss-ის მოდის სახლის ფილოსოფია ინდივიდუალიზმის ხაზგასმისა და თანამედროვე ცხოვრების სტილთან შესაბამისობაში ყოფნისთვის იდეალურად მორგებულ კოსტიუმსა და სუნამოზე ფოკუსირდება.

წარმატებული მამაკაცის სურნელი

სუნამოს პროტოტიპად Boss-მა მსახიობი ჯერარდ ბათლერი აირჩია — მამაკაცი, რომელიც სხვადასხვა ფილმში შესრულებული როლით, ისევე, როგორც რეალურ ცხოვრებაში, ნამდვილად აკმაყოფილებს Boss-ის მიერ დაწესებულ იდეალური მამაკაცის სტანდარტებს.

Boss Bottled-ი მიზანდასახული, წარმატებული მამაკაცის სურნელია, რომელიც მყარად დგას მიწაზე და არასოდეს კმაყოფილდება მიღწეულით. ამ პერსონაჟის ფსიქოპორტრეტს Boss-მა Man Of Today — „დღევანდელი მამაკაცი“ უწოდა. დღესდღეობით Boss Bottled-ი მრავალი ვერსიითაა წარმოდგენილი, თუმცა მათ შორის ყველაზე პოპულარულია Boss Bottled-ი, Boss Bottled Intense Eau de Parfum-ი და სიახლე 2017 წლის მარტიდან — Boss Bottled Tonic-ი, რომელიც პარფიუმერულმა მაღაზიათა ქსელმა „ვულე-ვუმ“ ტრადიციულ პრეს-ლანჩზე წარადგინა.

წარმატებული მამაკაცის სურნელი

Boss Bottled Tonic-ი ციტრუსების, სუნელების და ხის სხვადასხვა ნოტის ნაზავს წარმოადგენს, ოდნავ მოტკბო არომატით. გამხსნელი ნოტები ვაშლთან შეზავებული მწარე გრეიფრუტი, ფორთოხალი და ლიმონია; მოტკბო არომატს ჯანჯაფილის მძაფრი ნოტა ანეიტრალებს, კლასიკურ ხასიათს კი სუნამოს მიხაკის, ნემსიწვერას და დარიჩინის ექსტრაქტები ანიჭებს. ხის არომატის ფუნქცია ვეტივერმა შეითავსა, რომელიც Boss Bottled Tonic-ის დამაგვირგვინებელ ნოტად გვევლინება.

წარმატებული მამაკაცის სურნელი

„ვულე-ვუს“ პრეს-ლანჩზე ექსკლუზიურად მიწვეულ სტუმრებს Boss-ის ქალის არომატების გასინჯვის საშუალებაც მიეცათ: Boss Ma Vie Florale-ი, Boss Ma Vie Intense-ი და Boss Ma Vie სხვადასხვა პროპორციით შეზავებული კაქტუსის ყვავილის, ვარდის, ჟასმინის და კედარის ექსტრაქტებზეა დამზადებული; მათ შორის უახლესს — Boss Ma Vie-ს კი გაზაფხულის განწყობის გასაძლიერებლად ვარდისფერი ფრეზიას ნოტაც ახლავს.

წარმატებული მამაკაცის სურნელი
წარმატებული მამაკაცის სურნელი
წარმატებული მამაკაცის სურნელი
წარმატებული მამაკაცის სურნელი