როგორ უნდა გაიგოთ გოგონას ელოდებით, თუ ბიჭს - სქესის დადგენის 18 ხერხი ბებიებისგან
- 09.04.2017
ყველაზე ამაღელვებელი მომენტი ფემძიმობის პერიოდში ბავშვის სქესის დადგენაა. მშობლები და ნათესავები მოუთმენლად ელოდებიან სქესის გაგებას. სანამ ამას ექიმი გეტყვით, შეგიძლიათ თავადაც მიხვდეთ გარკვეული სიმპტომებით მუცლით გოგონას ატარებთ, თუ ბიჭს.
გთავაზობთ სქესის დადგენის ძველებურ მეთოდებს. შესაძლოა, ზოგიერთი მათგანი გაგიგიათ კიდეც, მაგრამ ზოგიერთი ნამდვილად აღმოჩენა იქნება.
მაშ ასე, როგორ უნდა გაიგოთ ბავშის სქესი:
1. იცვლება კანი - ბევრ ფეხმძიმეს ეცვლება კანის სტრუქტურა ორსულობის პერიოდში. თუ კანი უფრო ცხიმიანი გახდა ე.ი გოგონას ელოდებით, ხოლო თუ კანი გამომშრალია, მუცლით ბიჭს ატარებთ.
2. აკნე - თუკი სახეზე გამონაყარი გაგაიჩნდათ, გოგონა გეყოლებათ, თუ აკნე არ გაქვთ - ბიჭი.
3. მხურვალება - ზოგიერთი ფეხმძიმეს სხეული ფეხმძიმობის დროს მხურვალეა. როგორც უფროსები ამბობენ, ამ დროს ბიჭზე ხართ ფეხმძიმედ.
4. შავი ხაზები - მუცელზე ვერტიკალურად გაჩენილი შავი ხაზებიც შეიძლება სქესის ინდიკატორი იყოს. თუ ხაზი წყდება წელთან, შეგიძლიათ თქვათ, რომ გოგონას ატარებთ, მაგრამ ეს ხაზი თუ უფრო გრძელია, მაშინ ბიჭს ელოდებით.
5. საჭმელი სოდის ტესტი - ეს ტესტი 80 პროცენტით ამართლებს, ორი ჩაის კოვზი სოდა უნდა შეურიოთ თქვენს შარდში. თუ შიშხინი დაიწყო - ბიჭია, თუ არაფერი მოხდა - გოგო.
6. თმის სტრუქტურა - ფეხმძიმობის დროს ქალების უმეტესობის თმის სტრუქტურა იცვლება. თუ თმა მტვრევადი გახდა და გათხელდა - გოგოა, ხოლო თუ ის გასქელდა და პრიალაა - ბიჭი გეყოლებათ.
7. თმა სხეულზე - თუ სხეულზე თქვენი თმა ფეხმძიმობის დროს უფრო სწრაფად იზრდება და ასევე გაგიხშირდათ, ბიჭი გეყოლებათ, ხოლო თუ თმის სტრუქტურას ცვლილება ვერ შენიშნეთ, მაშინ გოგოზე ხართ ფეხმძიმედ.
8. წონა - ზოგიერთ ფეხმძიმეს მხოლოდ მუცელი ეზრდება და სხეული სხვა ადგილას არ იმატებს, ხოლო ზოგიერთი მთლიანად იმატებს. თუ მხოლოდ მუცელი გაგეზარდათ ეს ნიშნავს რომ ის ბიჭია, ხოლო მომატებული წონა თუ მთელ სხეულზეა გადანაწილებული, ე.ი გოგონას ელოდებით.
9. ფეხის ტემპერატურა - თუ შენიშნეთ, რომ თქვენი ფეხები იმაზე ცივია, ვიდრე ჩვეულებრივ, დიდი ალბათობით, ის ბიჭია, ხოლო თუ ფეხის ტემპერატურა დიდად არ იცვლება, გოგონაა.
10. ფეხები იზრდება - ქალებს ფეხმძიმობისას ფეხი ეზრდებათ და უშუპდებათ. თუ ფეხის ზომა არ შეგეცვალათ გოგონას დედა გახდებით, ხოლო თუ გაიზარდა, ბიჭის.
11. ძლიერი სურვილები - ფეხმძიმე ქალებს უმეტესად ძლიერი სურვილები აქვთ საკვების მიმართ. თუ გიჟდებით ამ დროს ტკბილეულზე, გოგონა გეყოლებათ, ხოლო თუ მარილიანი საჭმელი გინდებათ ბიჭია.
12. მუცლის ფორმა - თუ მუცელი დაბალზეა დაწეული, ბიჭია, ხოლო თუ მაღალია, ეს ნიშნავს, რომ მუცლით გოგონას ატარებთ.
13. მამის წონა - ამბობენ, რომ მამის წონის მიხედვითაც შეიძლება სქესის განსაზღვრა. თუ ის თქვენი ფეხმძიმობის დროს გახდა - ბიჭია, ხოლო თუ მოიმატა - გოგო.
14. თავის ტკივილი - თუ თავი ხშირად გტკივდებათ ბიჭია, თუ არ გტკივდებათ, ან იშვიათად - გოგო.
15. ძილის პოზიცია - თუ ამ დროს გიყვართ მარცხნივ ძილი - ბიჭია, თუ მარჯვენა მხარეს გიყვართ დაძინება - გოგო.
16. მკერდის ფერი - კანი მკერდის მიდამოში თუ ოდნავ გამუქდა, ბიჭს ელოდებით, ხოლო თუ ფერი არ შეიცვალა - გოგოა.
17. მკერდის ზომა - თუ მარჯვენა მკერდი მარცხენაზე უფრო დიდია, ბიჭს ელოდებით, ხოლო თუ მარცხენაა უფრო დიდი - გოგო.
18. დაუდევრობა - თუ იმაზე დაუდევარი ხართ ვიდრე ჩვეულებრივ - ბიჭი გეყოლებათ, ხოლო თუ თქვენი დაუდევრობისა და უყურადღებობის დონე არ შეცვლილა, დიდი ალბათობით გოგო გეყოლებათ.
თემები: ორსულობა, ორსულობისას გავრცელებული სიზმრები, ორსულობისთვის მზადება, დედები და შვილები, მშობლები და შვილები
<a href="https://www.littlethings.com/">https://www.littlethings.com/</a>