ადამიანთა უმეტესობა სხვადასხვა სოციალურ ქსელსაა მიჯაჭვული. განსაკუთრებით კი, „ფეისბუქს“. დღის განმავლობაში ვაქვეყნებთ არაერთ ფოტოს, ვწერთ სტატუსებს, „ვჩექინდებით“ და ვუზიარებთ საკუთარ გრძნობებსა და ემოციებს სხვებს.

ადამიანებზე შთაბეჭდილება სწორედ მისი „ფეისბუქ სტატუსების“ მიხედვით გვექმნება, თუმცა უმეტეს შემთხვევაში, ყოველივეს გამო, ერთმანეთზე მცდარი წარმოდგენები გვაქვს.

ჩვენ „ფეისბუქში“ ვხედავთ მეგობრებისა და უბრალო ნაცნობების ცხოვრების განვითარებას, მათ პირად, თუ კარიერულ წინსვლას, ვიგებთ მათი ყოველდღიური ცხოვრების, სასიყვარულო ურთიერთობების შესახებ.

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ სოციალური ქსელის სტატუსები შეიძლება ადამიანების ბედნიერების ინდიკატორი იყოს. განსაკუთრებით კი, ეს ეხება ბედნიერებას სასიყვარულო ურთიერთობის თვალსაზრისით.

როგორც აღმოჩნდა, ბედნიერი წყვილები თავიანთი ურთიერთობის შესახებ სოციალურ ქსელში არასოდეს წერენ. გთავაზობთ 5 ძირითად მიზეზს, რომელთა გამო წყვილები ასე იქცევიან:

1. როცა ადამიანები ბედნიერად გრძნობენ თავს ერთად, ისინი უბრალოდ არიან ბედნიერები და არ სჭირდებათ ამის აფიშირება - თუ ცხოვრებაში ყველაფერი კარგად მიდის, მას არ უჩნდება განცდა, რომ დახარჯოს დრო პოსტების წერაში და თავისი ბედნიერების შესახებ ფაქტები სხვების წინაშე გამოამზეუროს. ეს არ ნიშნავს, რომ ბედნიერი ადამიანები არასოდეს აქვეყნებენ ფოტოებს, ან არასოდეს „ჩექინდებიან“, უბრალოდ ამას არ აკეთებენ ხშირად და ტკბებიან თავიანთი ბედნიერებით.

2. თუ ურთიერთობაში არსებულ პრობლემებს „ონლაინ“განიხილავთ, თქვენი ურთიერთობა დიდი ალბათობით, კიდევ უფრო შევა ჩიხში - გამოაქვეყნოთ და აჩვენოთ თქვენი პირადი პრობლემები სოციალურ ქსელში ყველას, ნამდვილად ვერ დაგეხმარებათ მათ გადაჭრაში. ეს კიდევ უფრო გაართულებს თქვენს ურთიერთობას.

3. ნამდვილი ბედნიერება მოდის მაშინ, როცა უბრალოდ და მარტივად ხართ მასთან, ვინც გიყვართ - თუ „ფეისბუქში“ დაპოსტავთ რა ბედნიერი ხართ, ამით ვერაფერს მიიღებთ. სიხარულს და ბედნიერებას მხოლოდ ერთად ყოფნით მოიპოვებთ. ადამიანები, რომლებიც ამას აცნობიერებენ, თავიანთი ურთიერთობების შესახებ „ფეისბუქში“ არასოდეს წერენ.

4. არ აინტერესებთ სხვებს დაუმტკიცონ, რა ბედნიერები არიან- ადამიანები, რომლებსაცბედნიერი პირადი ცხოვრება აქვთ, არ არიან დაინტერესებულნი გამოიყენონ ერთმანეთი, რათა დაუმტკიცონ სხვებს თავიანთი ბედნიერება. ისინი არიან ერთად იმიტომ, რომ ასე სურთ და სულ არ ადარდებთ „ფეისბუქის“ პოსტები.

5. და ყველაზე მნიშვნელოვანი რამ - მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანები, რომლებიც არ იყენებენ სოციალურ ქსელებს, არიან უფრო ბედნიერები, სოცქსელების მომხმარებლებთან შედარებით. ისინი არ ადარებენ გამუდმებით საკუთარ თავს მეგობრებსა და კოლეგებს, არ ავიწყდებათ რეალური ცხოვრება, ურთიერთობები და გრძნობები.