ჰოროსკოპი

როგორ მამაკაცებს ირჩევენ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის ქალები

როგორ მამაკაცებს ირჩევენ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის ქალები

ვერძი

ვერძის ნიშნით დაბადებული ქალები აფასებენ მამაკაცებს, რომლებსაც შეუძლიათ გახდნენ მათთვის საუკეთესო მეგობრები. მათ განსაკუთრებულად მოსწონთ იუმორის გრძნობა, ჭკუა, მოხერხებულობა. თავიდან ყველაფერი ეს იზიდავს მათ, მაგრამ მომავალში შეიძლება ნამდვილ პრობლემაში გადაიზარდოს, რადგან ასეთი მამაკაცი-პარტნიორი იზედმეტად ბევრ სივრცეს იკავებს და შეუძლია დათრგუნოს.

როგორ მამაკაცებს ირჩევენ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის ქალები

კურო

ქალი-კუროს მოთხოვნები გამოირჩევა ერთი საინტერესო წინააღმდეგობით. ერთის მხრივ, მისი რჩეული უნდა იყოს საკუთარი ცხოვრების ბატონ-პატრონი, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ დაგეგმოს, არამედ საკუთარი გეგმების რეალიზებაც მოახდინოს. ამავე დროს ეს მოთხოვნილება საკმაოდ უცნაურად გამოიყურება, თუ გავითვალისწინებთ, რომ ასეთი ქალების აზრით, მამაკაცი ყველაფერში უსიტყვოდ უნდა დაეთანხმოს თავის მეორე ნახევარს.

როგორ მამაკაცებს ირჩევენ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის ქალები

ტყუპები

ქალი-ტყუპები ძალიან აფასებენ თავისუფლებას. პატარა ასაკის ტყუპები ირჩევენ მამაკაცებს, რომლებმაც შუძლიათ გააკვირვოთ უდარდელობითა და იუმორის გრძნობით, უფრო ასაკიანი ქალები თვლიან, რომ თავისუფლება - ეს მუდმივი სწრაფვაა, მათ შორის განვითარებისკენ. ასე რომ, ისინი მიდიან დასკვნამდე, რომ ყველაზე მთავარია - როცა მამაკაცი ზრუნავს კარიერაზე.

როგორ მამაკაცებს ირჩევენ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის ქალები

კირჩხიბი

ქალი-კირჩხიბისთვის საუკეთესო ვარიანტია - საიმედო და მშვიდი ადამიანი. მათ სურთ სტაბილურობა და საიმედოობა, ამიტომ მამაკაცი, რომელთანაც ასეთი ქალი იქნება ბედნიერი, ცხოვრებით გამოცდილი მეგობარი, კოლეგა ან რომელიმე მეგობრის ნაცნობია. ერთადერთი შეცდომა, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვან კირჩხიბებმა - ესაა დაბრუნდნენ იმ ადამიანებთან, რომლებთანაც არ გამოუვიდათ ურთიერთობა.

როგორ მამაკაცებს ირჩევენ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის ქალები

ლომი

ქალი- ლომი საკმაოდ ძნელია გააკვირვო ტიპური მიღწევებით: მაღალი ხელფასით, თანამდებობით ან ცხოვრებაზე გრანდიოზული გეგმებით - ასეთი ადამიანები ბევრნი არიან და ყველა ერთიანდება ერთ მოსაწყენ მასაში. რაც ნამდვილად საინტერესოა მისთვის - ეს არაორდინალური მამაკაცია, რომელიც იპყრობს ყურადღებას, გააჩნია უცნაური გატაცება, შეიძლება გამაოგნებულიც კია.

როგორ მამაკაცებს ირჩევენ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის ქალები

ქალწული

ქალწული ეძებს, ისეთ ადამიანს, რომელსაც შეუძლია გაუწიოს კონკურენცია მას, როგორც პრაქტიკულ პიროვნებას. მას შეიძლება დააინტერესოს მგრძნობიარე ადამიანმა, რომელსაც მიდრეკილება აქვს ზედმეტი ემოციურობისკენ. მადლიერება - ეს არის ის, საბოლოოდ რისი მიღება სურს ქალწულს ურთიერთობებიდან, და ამას ყველა მამაკაცი ვერ ხვდება.

როგორ მამაკაცებს ირჩევენ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის ქალები

სასწორი

სასწორის ნიშნით დაბადებულ ქალებს მოსწონთ მამაკაცები, რომლებსაც შეუძლიათ აღაფრთოვანონ ისინი. უპირველეს ყოვლისა ეს ძლიერი, ენერგიული პიროვნებები არიან, რომლებსაც შეიძლება დაეყრდნო. ასე რომ, ამ ნიშნის ქალის იდეალური პარტნიორია - მიმზიდველი ადამიანი, საკუთარი სიტყვისა და პრინციპების პატრონი, რომელმაც იცის, როგორ მოაწონოს თავი და იყოს საკუთარი გრძნობების ერთგული.

როგორ მამაკაცებს ირჩევენ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის ქალები

მორიელი

ბუნებრივი სექსუალურობისა და მიზიდულობის მიუხედავად, ქალი-მორიელს, სჭირდება განსაკუთრებული ურთიერთობები სულიერი კუთხით. ეს უნდა იყოს ადამიანი, რომელიც მხარში ამოუდგება მძიმე წუთებში. მას სჭირდება მეგობარი, რომელიც გაიზიარებს მის ჭირსა და სიხარულს, რომელსაც შეიძლება დაეყრდნო ნებისმიერ ვითარებაში.

როგორ მამაკაცებს ირჩევენ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის ქალები

მშვილდოსანი

მათ, პირველ რიგში, აინტერესებთ მამაკაცები, რომლებიც სერიოზულად არ უყურებენ ცხოვრებას, ავანტიურისტები, რომლებსაც შეუძლიათ გახდნენ მათთვის, პირველ რიგში, საუკეთესო მეგობარი, შემდეგ კი - ქმარი ან საყვარელი. მიუხედავად ამისა, ეს დახასიათება ყოველთვის არ ასახავს რეალურ მდგომარეობას. ხშირად ქალი-მშვილდოსანი ბედნიერია ქორწინებაში სულ სხვა ტიპის მამაკაცებთან: „საზოგადო მოღვაწეებთან“, „რომანტიკოსებთან“, „მოაზროვნებთან...“

როგორ მამაკაცებს ირჩევენ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის ქალები

თხის რქა

ქალი-თხის რქას აინტერესებს მამაკაცები, რომლებიც გატაცებულები არიან რაღაც საქმით, სანამ მისი პარტნიორი დაკავებულია საკუთარი მოვალეობებით. მათ არ უყვართ უსაქმური ადამიანები, მაგრამ ზედმეტი აქტივობაც გაღიზიანებას იწვევს მათში. მათ შორის იდეალური ბალანსია - მამაკაცი, რომელსაც გააჩნია საკუთარი საქმე და შეუძლია დაუთმოს ყურადღება ქალი-თხის რქას მხოლოდ მაშინ, როცა ორივე საკმაოდ თავისუფლები არიან.

როგორ მამაკაცებს ირჩევენ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის ქალები

მერწყული

მერწყულები ძალიან მომთხოვნები არიან საკუთარი პარტნიორის მიმართ. ყველაზე უჩვეულო აქ ის არის, რომ ეს მოთხოვნილება არ არის სტაბილური, მათი მოთხოვნები შეიძლება მუდმივად იცვლებოდეს. ერთის მხრივ, ასეთი ქალი ოცნებობს ჭკვიან მამაკაცზე, რომელიც დაკავებულია მეცნიერებით ან ხელოვნებით, მაგრამ ამავე დროს მოენატროს ქარაფშუტა პარტნიორი, რომელთანაც უფრო ადვილად იპოვნის საერთო ენას. და მაინც, სულიერად მომწიფებულ ქალ-მერწყულს ესმის, რომ მისთვის მთავარია - ძლიერი მამაკაცი, რომელსაც შეუძლია პარტნიორი ქალის ჭირვეული ხასიათის მორჯულება.

როგორ მამაკაცებს ირჩევენ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის ქალები

თევზები

საიდუმლოს არ წარმოადგენს ის, რომ თევზები ერთ-ერთი ყველაზე არაერთგვარი ნიშანია. უფრო სწორი იქნება, ვისაუბროთ ორი ტიპის მამაკაცზე, რომელსაც ყველაზე მეტად აფასებენ სხვადასხვა ხასიათის თევზები. პირველი - ცხოვრებისეული პოზიციების სიმტკიცე, მიზანდასახულობა. მეორე ტიპის თევზები უფრო ორიენტირებულები არიან ემოციურ სფეროზე, ამიტომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობებში გრძნობების სიღრმე. ისინი ირჩევენ ცხოვრების რომანტიკულ მეგზურს, ან იმ ადამიანებს, ვინც გააღვიძებს მასში ძლიერ გრძნობებს.

როგორ მამაკაცებს ირჩევენ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის ქალები



<a href="https://www.cosmo.ru">https://www.cosmo.ru</a>