ნარატივი

რიჩარდ ბრენსონის 10 საყვარელი ფრაზა სიკეთის შესახებ

რიჩარდ ბრენსონის 10 საყვარელი ფრაზა სიკეთის შესახებ

"ჩვენ, ყველამ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ვიყოთ მეტად მეგობრულები, ხელგაშლილები და თავაზიანები; ამ გზით ჩვენ ვუზრუნველვყოფთ მასიური საფუძვლის შექმნას პოზიტიური ცვლილებებისთვის; Virgin Group-ის სამუშაო პოლიტიკა მხოლოდ სიკეთეზეა აგებული. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ შევქნათ ღია, თანაბარი შესაძლებლობების მქონე და სამართლიანი სამუშაო გარემო, რომელშიც ყველას პატივისცემით ეპყრობიან და მეორე შანსი ყველას ეძლევა" - ეს რიჩარდ ჩარლზ ნიკოლას ბრენსონის სიტყვებია, რომელიც Virgin Group-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. 

რიჩარდ ბრენსონის 10 საყვარელი ფრაზა სიკეთის შესახებ

ვინც, რიჩარდ ჩარლზ ნიკოლას ბრენსონს არ იცნობთ, გეტყვით, რომ იგი ცნობილი ინგლისელი ბიზნეს მაგნატი, ინვესტორი და ქველმოქმედია. 1950 წლის 18 ივლისს ლონდონში დაიბადა და საკმაოდ ნაადრევ ასაკში გამოთქვა სურვილი გამხდარიყო ძალიან წარმატებული ადამიანი. ჯერ კიდევ 16 წლის ასაკში რიჩარდ ბრენსონს ჰქონდა პირველი ბიზნესი, გამოსცემდა ჟურნალს, სახელწოდებით "სტუდენტი". 

1970-ში რიჩარდმა ელექტრონული ბიზნესის წარმოება დაიწყო. 1972 წელს კი მან გახსნა ხმის ჩამწერ სტუდიათა ქსელი: Virgin Records, მოგვიანებით, ცნობილი, როგორც Virgin Megastores. 1980-იან წლებში ბრენსონის მიერ დაარსებული ბრენდის პოპულარობა სწრაფად გაიზარდა, სწორედ ამ წლებში დაარსა მან ავიაკომპანიაც, Virgin Atlantic, რამაც მკვეთრად გააფართოვა მისი მუსიკალური ლეიბლი Virgin Records-ი. 

რიჩარდ ბრენსონის 10 საყვარელი ფრაზა სიკეთის შესახებ

რიჩარდ ბრენსონის საქმიანობა მუსიკისა და ტრანსპორტის გაყიდვების სფეროში (როგორც სახმელეთო, საჰაერო, ასევე საზღვაო), მისი სიყვარული თავგადასავლების მიმართ და მისი საქველმოქმედო საქმიანობა გახდა იმის მიზეზი, რომ ბრენსონი ბრიტანული კულტურის, ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილი ფიგურის სტატუსის მატარებელია. 

რიჩარდ ბრენსონი, BBC-ის გამოქკითხვებში, ყოველთვის საპატიო ადგილს იკავებს 100 საუკეთესო და გამოჩენილ ბრიტანელს შორის. Forbes-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრენსონის შემოსავლის წლიური ბრუნვა 5.2 მილიარდ დოლარს შეადგენს. მისი სამეწარმეო საქმიანობის გამო, 2000 წელს, რიჩარდ ბრენსონს ბუკინგემის სასახლეში, მეფის გვრგვინის წინაშე, სპეციალური ტიტული მიენიჭა პირადი დამსახურებისთვის. 

რიჩარდ ბრენსონის 10 საყვარელი ფრაზა სიკეთის შესახებ

ვებ-გვერდზე, virgin.com, რიჩარდ ბრენსონი, თავისივე რუბრიკის საშუალებით პერიოდულად გვთავაზობს სხვადასხვა შინაარსის სტატიას, რომლებიც, ძირითადად ბრენსონის პირად გამოცდილებაზეა დაფუძნებული და გამოირჩევა საქმიანი, ცხოვრებისეული რჩევებით. სიტყვები, რომლებიც დასაწყისში წაიკითხეთ, რიჩარდ ბრენსონის რუბრიკაში, 10 აპრილს გამოქვეყნებული სტატიის თემატიკას - სიკეთეს ეხება. ცნობილი მაგნატი, ფავორიტ 10 ცნობილ სიკეთის შთამაგონებელ ფრაზას სთავაზობს მკითხველს:

10. "სიკეთის არცერთი მცდელობა, რაოდენ მცირეც არ უნდა იყოს იგი, ფუჭი არ არის" - ეზოპე

9. "სიკეთე ყოველთვის მოდაშია და ყოველთვის მისასალმებელია" - ამელია ბარი

8. "იქ, სადაც ადამიანია, ყოველთვის არსებობს სიკეთის ქმნადობის შესაძლებლობა" - ლუციუს ანეუს სენეკა

7. "სიკეთე ის ენაა, რომელიც ესმით ყრუებს და რომელსაც ხედავენ ბრმები" - მარკ ტვენი

რიჩარდ ბრენსონის 10 საყვარელი ფრაზა სიკეთის შესახებ

6. "სადაც არ უნდა იყო, იყავი მცირე სიკეთის ავტორი; ეს სიკეთის ის პატარა ნამცეცებია, ერთად აღებული სამყაროს რომ აერთიანებს" - დესმონდ ტუტუ

5. "თუ გსურს იყო მეამბოხე, იყავი კეთილი" - პანჩო რამოს სტირლი

4. "კეთილი სიტყვა შეიძლება მოკლეა და მარტივად გამოითქმის, თუმცა მისგან გამოწვეული ექო, დაუსრულებელია" - დედა ტერეზა

რიჩარდ ბრენსონის 10 საყვარელი ფრაზა სიკეთის შესახებ

3. "ყოველთვის იყავი საჭიროზე ოდნავ კეთილი" - ჯეიმს ბარი

2. "სიკეთის ერთჯერადი აქტი ყველა მიმართულებით ისვრის ფესვებს. ფესვებით კი ახალი ხეები იზრდება" - ამელია ერჰარტი

1. "სიყვარული გაცილებით ბუნებრივი მოვლენაა ადამიანისთვის, ვიდრე მისი საპირისპირო" - ნელსონ მანდელა. 



www.virgin.com