LIFE

ბედნიერი წყვილი პრობლემებზე ერთმანეთთან ღიად საუბრობს

ბედნიერი წყვილი პრობლემებზე ერთმანეთთან ღიად საუბრობს

ბედნიერ და წარმატებულ ურთიერთობას ესაჭიროება ყოველდღიური, გააზრებული ძალისხმევა. ჯანსაღი ურთიერთობები ჩვევებად უნდა გვექცეს და პრაქტიკაში განვახორციელოთ. მარტივად ჟღერს, თუმცა მხოლოდ რეკომენდაციებიც კი ქორწინების შესახებ ძალიან მნიშვნელოვანია.

თუ მხოლოდ განზოგადებები არსებობს იმ ჩვევების შესახებ, რომლებსაც ბედნიერი წყვილები იყენებდნენ, მაშინ ეს განზოგადებები ასე გამოიყურება:

11. წყვილები მათ ურთიერთობაში არსებული პრობლემების შესახებ არ ჩივიან მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან

ბედნიერი წყვილი პრობლემებზე ერთმანეთთან ღიად საუბრობს

ბედნიერმა წყვილებმა კარგად იციან, რომ საუკეთესო გამოსავალია, არ ჩარიონ სხვები თავიანთ ურთიერთობებში. იმის ნაცვლად, რომ კონსულტაციები გაიარონ სხვებთან, ისინი პირდაპირები არიან ნებისმიერ საკითხზე საუბრისას. სხვებთან ურთიერთობის დეტალების განხილვას, შესაძლოა, უარყოფითი შეფასებები მოჰყვეს, რაც ურთიერთობას დააზარალებს.

არაფერია ცუდი იმაში, რომ დრო მეგობრებთან ერთად გაატაროთ, მაგრამ აუცილებლად უნდა გირჩიოთ, რომ ამ დროს თქვენი მეორე ნახევრის უარყოფით მხარეებზე აქცენტების გაკეთებაში ნუ დახარჯავთ.

10. ისინი თავიანთ თავებს სხვებს არ ადარებენ

ბედნიერი წყვილი პრობლემებზე ერთმანეთთან ღიად საუბრობს

ბედნიერი წყვილის ბედნიერების გასაღები სწორედ ის არის, რომ მათ შეუძლიათ მიიღონ და უყვარდეთ ერთმანეთი ისეთები, როგორებიც არიან. ასევე, კარგად იციან, რომ სხვებთან თავის შედარება არარეალურია (ასევე უსამართლოც) და მათი ქორწინების არასაიმედოობის გრძნობას გააღვივებს.

თუ დროს ატარებთ სხვა წყვილებთან ერთად, რომლებშიც უკეთეს თვისებებს ხედავთ, დარჩით თავდაჯერებული და ნუ დააყენებთ თქვენს არჩევანს კითხვის ნიშნის ქვეშ. ბალახი მეორე მხრიდან ყოველთვის ისეთი მწვანე არ არის, როგორიც ერთი მხრიდან ჩანს.

9. არ თამაშობენ მსხვერპლის როლს

ბედნიერი წყვილი პრობლემებზე ერთმანეთთან ღიად საუბრობს

ბედნიერი წყვილი იღებს პასუხისმგებლობას თავიანთ გრძნობებსა და როლზე ურთიერთობებში. ასევე, არ ადანაშაულებენ ერთმანეთს პრობლემებში.

პირდაპირ სვამენ კითხვებს, თუ რა სჭირდებათ თავიანთი თავის სიბრალულის ან ერთმანეთისკენ თითის გაშვერის ნაცვლად.

8. არ ეკიდებიან ერთმანეთს ძალიან სერიოზულად

ბედნიერი წყვილი პრობლემებზე ერთმანეთთან ღიად საუბრობს

ბედნიერმა ადამიანებმა იციან ბედნიერებისა და გართობის ფასი. ისინი ხშირად აწყობენ პაემნებს და ბევრს იცინიან.

ამას აკეთებენ მაშინაც, როცა ცხოვრება ოსტატურად მაცდურ გამოცდებს უწყობს მათ და გარემოებები საკმაოდ სტრესულია. ამიტომ მნიშვნელოვანია, შეინარჩუნოთ ფერები და მხიარულება.

7. ისინი არ აკრიტიკებენ ერთმანეთს

ბედნიერი წყვილი პრობლემებზე ერთმანეთთან ღიად საუბრობს

ბედნიერი წყვილები იმდენად კარგად უგებენ ერთმანეთს, რომ მაშინაც კი, როცა ერთმანეთზე განაწყენებულები არიან, იციან, როგორ ესაუბრონ ერთმანეთს თავიანთი საჭიროებების შესახებ და ეს ტაქტიანად გააკეთონ. მათ იციან, რომ მკაცრი კრიტიკა მხოლოდ განხეთქილებებს იწვევს ურთიერთობებში.

თუ შენი საყვარელი ადამიანი აკეთებს ისეთ რამეს, რაც არ მოგწონს, ყურადღება იმაზე გაამახვილე, თუ რატომ გაწუხებს ეს შენ და შეეცადე, იპოვო უსაფრთხო გზა მისთვის ამის საკითხავად.

6. ისინი არ აიგნორებენ თავიანთ ფინანსურ საკითხებს

ბედნიერი წყვილი პრობლემებზე ერთმანეთთან ღიად საუბრობს

მათ კარგად იციან, რომ ფინანსური პრობლემები იწვევს გართულებებს ქორწინებასა და პირად ურთიერთობებში. ისინი უწყვეტ კომუნიკაციაში არიან თავიანთ ფინანსურ მიზნებთან დაკავშირებით და ასევე ყოველთვის ერთად იღებენ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებს მომავალთან დაკავშირებით.

თუ თქვენი ფინანსები პრობლემას წარმოადგენს, უმჯობესია, არ განიხილოთ. მათი განხილვის შედეგად ფინანსურ და პირად საკითხებსაც მხოლოდ გააუარესებთ.

5. არ ცდილობენ ერთმანეთის აზრების კითხვას

ბედნიერი წყვილი პრობლემებზე ერთმანეთთან ღიად საუბრობს

ჩვენ ყველამ ვიცით, რას ამბობენ ადამიანები, რომლებიც სხვებზე სხვადასხვა დაშვებებს აკეთებენ. ბედნიერმა წყვილებმა იციან, როგორ იურთიერთონ. სწორედ ამიტომ, მათ ყოველთვის იციან ერთმანეთის საჭიროებებისა და გრძნობების შესახებ.

არა აქვს მნიშვნელობა, რამდენად ძლიერია მათი კავშირი. ნებისმიერ შემთხვევაში, ისინი არ ხარჯავენ თავიანთ ქორწინებას იმის ამოსახსნელად, რა სურთ ან თავს როგორ გრძნობენ. ამაზე პირდაპირ და მკაფიოდ საუბრობენ. თუ გრძნობ, რომ გაკლია მისგან რამე, პირდაპირ უთხარი.

4. საკითხების გაზიარებით ერთმანეთს თავს არ აბეზრებენ

ბედნიერი წყვილი პრობლემებზე ერთმანეთთან ღიად საუბრობს

ბედნიერმა წყვილებმა იციან, რომ იმედგაცრუებების გაზიარება აუცილებლად მიიყვანთ მათ საერთო სურვილებამდე და ამ გზით შესანიშნავ კომუნიკაციას დაამყარებენ.

როდესაც ერთმანეთს რამეს უზიარებენ, წინასწარ აქვთ ეს განსაზღვრული. იმისთვის, რომ შეარჩიონ სწორი დრო და კონკრეტული საკითხი შემდეგში დიდ კონფლიქტში არ გადაიზარდოს. თუ გაწუხებს რამე, რისი თქმაც გინდა, თავდაპირველად ჰკითხე მას, არის თუ არა კარგი დრო სასაუბროდ.

3. ისინი არ არიან თავიანთი როლებით შეპყრობილები

ბედნიერი წყვილი პრობლემებზე ერთმანეთთან ღიად საუბრობს

მაშინაც, როცა ურთიერთობაში სტერეოტიპულად, გენდერულადაა გადანაწილებული როლები და ფუნქცია-მოვალეობები, ბედნიერ წყვილებს შეუძლიათ, იყვნენ მოქნილები და მნიშვნელოვანი საკითხები მოაგვარონ დაუყოვნებლივ - შედის თუ არა ეს მათ კომპეტენციაში.

მაშინაც, როცა ტრადიციულად სადილს მეუღლე ამზადებს და სუფრას შლის, ხოლო ერთხელ მოხდა გამონაკლისი, შეგიძლია მის ნაცვლად პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.

2. არ ადანაშაულებენ ერთმანეთს

ბედნიერი წყვილი პრობლემებზე ერთმანეთთან ღიად საუბრობს

ბედნიერი წყვილები ამხნევებენ ერთმანეთს, ნაცვლად ერთმანეთის ტანჯვისა. ისინი ყოველთვის პოულობენ გზებს ერთმანეთის მხარდასაჭერად და ეს მხარდაჭერა ხდება მათი ნამდვილი მოტივატორი, ნაცვლად ერთმანეთის შევიწროებისა და წვალებისა.

თუ შენი ქმარი უმუშევარია, ნაცვლად მისი შევიწროებისა და ტუქსვისა, იპოვე გასაუბრებები მისთვის, გაამხნევე შენი სიყვარულითა და მხარდაჭერით, მიუხედავად იმისა, რომ მისი უმუშევრობის, შესაძლოა, შენც ძალიან გეშინოდეს. ეს ყველაფერი თავისი თავის რწმენას დაუბრუნებს მას და მისცემს მოტივაციას, წინსვლა განაგრძოს!

1. ისინი არ ამახვილებენ ყურადღებას ჰოლივუდური სცენარის ქორწინებებზე

ბედნიერი წყვილი პრობლემებზე ერთმანეთთან ღიად საუბრობს

ბედნიერი წყვილები არ ენდობიან სტერეოტიპულ მოსაზრებებს ქმრებისა და ცოლების შესახებ, რაც ხშირად გავრცელებულია სხვადასხვა პოპკულტურაში და მათ შორის, საქართველოშიც. მათ უყვართ ერთმანეთი და არასოდეს აკნინებენ ერთმანეთს, არც უპატივცემულოდ ექცევიან და არც დასცინიან. მაგალითად, ისე, როგორც წყვილები ჰოლივუდურ ფილმებში.

ეს ზოგადი რეკომენდაციები შესანიშნავია იმისთვის, რომ მისცეთ მაჯისცემა თქვენს ურთიერთობებსა და ქორწინებებს და დაიწყოთ ახლებურად სუნთქვა ახალი ცხოვრების გზაზე. ამიტომაც გიზიარებთ თქვენ მათ!