ხელოვნება თქვენს ხელში - ლუი ვიტონის სამოდელო სახლმა ჩანთების სრულიად განსხვავებული კოლექცია გამოუშვა
- 12.04.2017
ლუი ვიტონის სამოდელო სახლი ჩანთების ახალ კოლექციას უშვებს და ის რადიკალურად განსხვავებულია სხვებისგან. ჩანთები ნამდვილი ხელოვნების ნიმუშებია.
ნამუშევრები შეიქმნა ხელოვან ჯეფ კუნსთან თანაშრომლობის შედეგად.
კოლექცია, სახელწოდებით „Masters”, შედგება ჩანთებისგან, რომელთა დიზაინსაც საფუძვლად უდევს ლეონარდო და ვინჩის, პიტერ პოლ რუბენსის, ტიციანის, ვინსენტ ვან გოგის ნამუშევრები.
კოლექციის ინსპირაციის წყარო კუნსის ნამუშევარი გახდა. მან ცნობილი მხატვრების ნახატთა ნაწილით ერთი მთლიანი სურათი შექმნა, გამოიყენა დეკორაციული ბურთები და ამით ერთგვარად ახალი სიცოცხლე მიანიჭა მათ.
ჩანთების შექმნისას კუნსმა გამოიყენა იგივე მიდგომა დატყავზე ცნობილი ნახატები დაიტანა.
„მჯერა, რომ ეს ჩანთები ხელოვნების ნამდვილი ნიმუშებია“, - ამბობს კუნსი.
კოლექციაში შედის ზაფხულის ჩანთები ნათელი ფერებით, ასევე ზურგჩანთები - ყველა მათგანზე კლასიკოსი მხატვრების ცნობილი ნამუშევრებია „დაპრინტული“.
ჩანთების გაყიდვა ლუი ვიტონის მაღაზიათა ქსელში 28 აპრილიდან დაიწყება და მათი ფასი 585-დან 4000 დოლარამდე იქნება.
თემები: სტილი, სად რა ჩავიცვა, მოდა, რჩევები ქალებს
<a href="http://www.harpersbazaar.com/">http://www.harpersbazaar.com/</a>