არასოდეს გააკეთოთ ეს 8 რამ თქვენს ცხოვრებაში და ბევრად წარმატებული გახდებით
- 13.04.2017
1. შეწყვიტეთ თავის მართლება
წარუმატებლობის შემთხვევაში, ნუ ეცდებით დაადანაშაულოთ ამაში თქვენი ახლობლები, ნაცნობები ან თანამშრომლები. უნდა გესმოდეთ, რომ სწორედ თქვენ გაკისრიათ პასუხისმგებლობა ყველაფერში, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება.
2. მოიშორეთ პერფექციონიზმი
სრულყოფილება მიუწვდომელია, ამიტომ მისი მიღწევის მცდელობა - დროის ტყუილი ხარჯვაა. არავინ არ არის იდეალური, მაგრამ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გადადგას მცირე ნაბიჯი, რათა გახდეს უკეთესი.
3. მოიშორეთ შიში
ბევრი ადამიანი საკმარისად არ აფასებს საკუთარ თავს. ისინი არასოდეს რისკავენ, ეშინიათ, რომ რაიმე ცუდი დაემართებათ. მოიშორეთ ყველა შიში ცხოვრებაში და თამამად განაგრძეთ გზა ოცნებისკენ.
4. გადაეჩვიეთ ყველაფრის გაკონტროლებას
ვერ გააკონტროლებთ ყველაფერს, და მცდელობა გააკეთოთ ეს - უსარგებლო ამოცანაა. ეს არ დაგეხმარებათ გახდეთ უფრო წარმატებული, მაგრამ შემოიტანს თქვენს ცხოვრებაში უამრავ სტრესს, ასევე გაგანერვიულებთ და გაგაწბილებთ.
5. შეცვალეთ საკუთარი აზრი
ეცადეთ მიიღოთ მეტი ცოდნა და გამოცდილება, და გახსოვდეთ, რომ ყოველთვის შეგიძლიათ გახდეთ უფრო ჭკვიანი.
6. ჩამოიცილეთ ის ადამიანები თქვენი გარემოცვიდან, რომლებიც გიწამლავენ ცხოვრებას
ეცადეთ მეტი ურთიერთობა იქონიოთ ოპტიმისტებთან და ადამიანებთან, რომლებიც მხარს დაგიჭერენ თქვენი ოცნების გზაზე. ეს მოგმატებთ რწმენას და გაგათავისუფლებთ სტრესისგან.
7. ნუ გექნებათ მხოლოდ იღბალის იმედი
უსიტყვოდ, იღბალს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს წარმატების მიღწევაში, მაგრამ არ უნდა დაელოდოთ მას გულხელდაკრეფილი.
8. ნუ ეუბნებით ყველას „კი“-ს, როცა სინამდვილეში გინდათ თქვათ „არა“
თუ ყოველთვის ყველაფერს ეთანხმებით, ეს ნიშნავს, რომ როცა აკეთებთ იმას, რისი გაკეთებაც სინამდვილეში არ გინდათ, თქვენ ტყუილად კარგავთ საკუთარ დროს. მონახეთ საკუთარ თავში ძალა და გამბედაობა თქვათ „არა“.
თემები: სიყვარული, რჩევები ქალებს, მამაკაცები, ურთიერთობა, ქალები, რჩევები
<a href="http://www.myday.net.ua/">http://www.myday.net.ua/</a>