LIFE

რა არ უნდა უთხრათ ქალს არასოდეს და რატომ?

რა არ უნდა უთხრათ ქალს არასოდეს და რატომ?

1. ნუ მიუთითებთ მათ კალორიებზე -არ დაუთვალოთკალორიები და ნუ დაიწყებთ მისი კვების რაციონის გაკონტროლებას, ეს სექსიზმთანაა დაკავშირებული და უადგილოა ქალთან საუბრისას.

2. ნუ გააკეთებთ მისი საუბრის იმიტირებას, ნუ დასცინებთ - საუბრისას ყურადღება უნდა მიაქციოთ იმას, რაზეც გესაუბრებათ. საუბრის იმიტირება და დაცინვა ყველაზე ცუდი რამაა, რაც შეიძლება ქალს გაუკეთოთ და ძალიან დამამცირებელია

3. ნუ ეტყვით მას, რომ მაკიაჟი სჭირდება იმისთვის, რომ ლამაზად გამოიყურებოდეს - მაკიაჟი არ არის წარმატების გასაღები და მას სულაც არ სჭირდება სხვები თვლიდნენ, რომ ის მიმზიდველია. ზოგიერთ ქალს ურჩევნია, საერთოდ არ ჰქონდეს მაკიაჟი და ამ დროს თავს უფრო თავდაჯერებულად გრძნობს. 

რა არ უნდა უთხრათ ქალს არასოდეს და რატომ?

რა არ უნდა ჰკითხოთ ქალს:

1. სინამდვილეში საიდან ხარ? - ეს შემაშფოთებელი კითხვაა. ადამიანს ეუბნებით, რომ ხართ თბილისიდან, მაგრამ ის დაჟინებით გიმეორებთ კითხვას - „მაგრამ საიდან?“. ეს მიუღებელია და ერთგვარად დამცვინავ ტონს შეიცავს. უმჯობესია, თუ კითხვას ასე დასვამთ - „საიდან ხართ წარმოშობით?“. ეს შეკითხვის უფრო თავაზიანი ფორმაა. 

რა არ უნდა უთხრათ ქალს არასოდეს და რატომ?

2. ვაიმე, რა პატარა ხარ - თუ უყურებთ ქალს, რომელიც არ არის მაღალი, ნუ მიმართავთ მას ამ ფრაზით. მან შესანიშნავად იცის ისედაც თავისი სიმაღლის შესახებ. გახსოვდეთ, რომ მას ამის შეცვლა არ შეუძლია, ისედაც აწუხებს ის ფაქტი რომ დაბალია და თქვენი ფრაზა კიდევ უფრო სტკენს გულს.

რა არ უნდა უთხრათ ქალს არასოდეს და რატომ?

3. როგორია თქვენი დედა? - ქალისთვის დიდი იმედგაცრუებაა, როცა მის წარმატებას, მახასიათებლებს, დედას უკავშირებენ. შესაძლოა, ქალმა წარმატებას დამოუკიდებლად მიაღწია, ის სრულიად დამოუკიდებელია, მაშინ როცა მისი დედა სრულიად განსხვავებულია, ამიტომ აუცილებელია, შეცვალოთ ეს დამოკიდებულება და ქალის წარმატება სხვებს არ დაუკავშიროთ.

რა არ უნდა უთხრათ ქალს არასოდეს და რატომ?

ასევე, მნიშვნელოვანია გახსოვდეთ:

1. თუ მარტოხელა ქალმა გასეირნება გთხოვათ, ეს არ ნიშნავს რომ მას თქვენთან სასიყვარულო ურთიერთობის გაბმა სურს.

რა არ უნდა უთხრათ ქალს არასოდეს და რატომ?

2. ჰკითხოთ ქალს, რატომ არის მარტო, რატომ არ ჰყავს შვილები, რატომ გათხოვდა ასე ადრე, ან რატომ ჰყავს ბევრი შვილი, არაკორექტულია. პირველ რიგში, ეს თქვენი საქმე არ არის და მეორეც, მსგავსი კითხვების ადრესატი თავს ყოველთვის არაკომფორტულად გრძნობს.

რა არ უნდა უთხრათ ქალს არასოდეს და რატომ?

3. ნუ იტყვით საუბრისას ფრაზას „ქალმა არ უნდა...“ - ქალმა თავად მშვენივრად იცის რა უნდა გააკეთოს და არა.

რა არ უნდა უთხრათ ქალს არასოდეს და რატომ?

4. ნუ ასწავლით ქალს, როგორი მაკიაჟი უნდა გაიკეთოს, ნუ მიუთითებთ კაბის სიგრძეზე.

რა არ უნდა უთხრათ ქალს არასოდეს და რატომ?

5. ქალებს და მამაკაცებს თანაბარი უფლებები აქვთ.

რა არ უნდა უთხრათ ქალს არასოდეს და რატომ?



<a href="https://thequestion.com">https://thequestion.com</a>