LIFE

Jozeli Handmade - ჟოზეფინა, ლილი და იდეად ქცეული ადამიანური ისტორია

Jozeli Handmade - ჟოზეფინა, ლილი და იდეად ქცეული ადამიანური ისტორია

თუ გსურთ, მიიღოთ ფასდაკლება Jozeli Handmade-ის მომსახურებაზე, ისარგებლეთ TREND.-ის პრომო კოდით (JozeliTrend05). აღნიშნული პრომო კოდით 22 მაისიდან 22 ივნისის ჩათვლით თქვენ მიიღებთ 5%-იან ფასდაკლებას ბრენდის მომსახურებაზე. 

ყოველი ახალი იდეა საინტერესო ადამიანური ისტორიებიდან იწყებს აღმოცენებას, განვითარებას და საბოლოოდ ხორცშესხმას. ადამიანური ისტორიები კი სხვადასხვაგვარია.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ თითოეული ისტორია, თითოეული ამბავი, სხვა ამბავს ბადებს და ახალ ისტორიას ქმნის.

Jozeli Handmade - ჟოზეფინა, ლილი და იდეად ქცეული ადამიანური ისტორია

გიფიქრიათ იმაზე, რომ არსებობს რამე, რაც მოგერევათ, რაც საბოლოოდ გაიმარჯვებს თქვენზე და ყველაფერზე უარს გათქმევინებთ? არსებობს რამე, რაც თქვენზე ძლიერია და რასაც საბოლოოდ შეუძლია თქვენს სურვილებსა და მიზნებზე გაიმარჯვოს? იმაზე თუ გიფიქრიათ, რომ არსებობს ასაკობრივი ზღვარი თამამი და გაბედული ნაბიჯებისთვის?

თუ მსგავს საკითხებზე არასოდეს გიფიქრიათ, ჩვენი ამბის მთავარი პერსონაჟები ამაზე აუცილებლად დაგაფიქრებენ და გიპასუხებენ, რომ არ არსებობს სამყაროში რამე, რაც თქვენზე ძლიერია.

Jozeli Handmade - ჟოზეფინა, ლილი და იდეად ქცეული ადამიანური ისტორია

ჩვენ გადავწყვიტეთ, ძალიან საინტერესო სტარტაპის შესახებ გიამბოთ, რომელსაც კიდევ უფრო საინტერესო ისტორია უდევს საფუძვლად.

ეს ამბავი Jozeli Handmade-ზეა. Jozeli Handmade საოჯახო ბიზნესია, რომელზეც ინფორმაცია პატარა ლილიმ, მესამე თაობის ლილიმ მოგვაწოდა. ლილი ჟოზეფინას შვილია, ჟოზეფინა კი ლილის. რომ არ დაგაბნიოთ, გეტყვით, რომ ჟოზეფინა მაშავა 53 წლისაა, ხოლო უფროსი თაობის ლილი გაბეჩავა 72-ის. სწორედ ამ ადამიანებს ეკუთვნით იდეა, რომელიც საკმაოდ რთული ადამიანური ისტორიის საფუძველზე აღმოცენდა და რეალობად იქცა. უმცროსი ლილი დედას და ბებიას საოჯახო ბიზნესის მართვაში ეხმარება და მათ მიერ შექმნილი ულამაზესი საოჯახო ნივთების საზოგადოებისთვის ცნობადობას უზრუნველყოფს.

Jozeli Handmade - ჟოზეფინა, ლილი და იდეად ქცეული ადამიანური ისტორია

მიუხედავად ნივთების უნიკალურობისა, რომლების შექმნასაც მთელი ძალისხმევითა და ენთუზიაზმით შეუდგა დედა-შვილი, ალბათ ასეთი მიმზიდველი და განსაკუთრებული ეს სტარტაპი ვერ იქნებოდა, რომ არა ისტორია, რამაც იდეა წარმოშვა.

Jozeli Handmade - ჟოზეფინა, ლილი და იდეად ქცეული ადამიანური ისტორია

ჟოზეფინამ ქვეყნის საზღვრებს გარეთ რამდენიმე, საკმაოდ რთული ოპერაცია გაიკეთა, რომელსაც ხანგრძლივი სარეაბილიტაციო კურსი მოჰყვა. უფროსი ლილი მთელი ამ დროის განმავლობაში შვილის გვერდით იმყოფებოდა და ასეთივე ერთგულებით მიიღო მისი შემოთავაზება, ესწავლათ ახალი საქმე. ქარგვის ტექნიკას დედა-შვილი საზღვარგარეთ, სარეაბილიტაციო პერიოდში დაეუფლა. დიახ, 53 წლის და 72 წლის ქალებმა, დაიწყეს სწავლა და ახალი საქმე. ავადმყოფობამდე ჟოზეფინა, დედის მსგავსად ყოველთვის მუშაობდა. პროფესიით იურისტია და სამტრედიის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში იურისტთა წრეს უძღვებოდა. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობასაც.

ავადმყოფობა, მასთან დაკავშირებული სირთულეები, ფიზიკური დატვირთვისა და მუშაობის აკრძალვა, ასაკი და სხვა გარემოებები, არ აღმოჩნდა საკმარისი ამ ადამიანებისთვის დანებებულიყვნენ.

Jozeli Handmade - ჟოზეფინა, ლილი და იდეად ქცეული ადამიანური ისტორია

Jozeli Handmade საოჯახო ნივთებს ქმნის. ძირითადად, მათ საქმიანობას პირსახოცების, მაგიდის გადასაფარებლების, დასაფენების და სხვადასხვა ქსოვილების, აბრეშუმისა და ტილოს მოქარგვა განსაზღვრავს. დედა-შვილი ორეგამის დამზადების ხელოვნებასაც ფლობს და ამ მეთოდის გამოყენებით, Jozeli Handmade-ის მიერ სურათებიც იქმნება. ამ გაბედული ქალების მიერ შექმნილი ნივთები შესაძლოა საჩუქრის შესანიშნავ იდეად, თქვენი სახლის ინტერიერის ულამაზეს ნაწილად იქცეს. ასევე, Jozeli Handmade საქორწინო, სადღესასწაულო სუფრების სამშვენისების შექმნასაც ითვალისწინებს, რაც ამ განსაკუთრებულ დღის მნიშვნელობას ერთი ორად გაზრდის.

Jozeli Handmade - ჟოზეფინა, ლილი და იდეად ქცეული ადამიანური ისტორია

Jozeli Handmade-ის მიერ შექმნილი ნივთები შეძენა და მისი მომსახურებით სარგებლობა ნებისმიერ მსურველს ფეისბუქ გვერდის საშუალებით შეუძლია. აქვეა შესაძლებელი ამ არაჩვეულებრივი სტარტაპის სრული შემოქმედების ხილვაც.

ადამიანებისთვის, ვისთვისაც ხელნაკეთი ნივთები ღირებულია, დედა-შვილი წარმოუდგენლად ლამაზ იდეებს ხორცს ასხამს და რეალურ ნივთებად აქცევს.

Jozeli Handmade - ჟოზეფინა, ლილი და იდეად ქცეული ადამიანური ისტორია

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ასეთი იდეის ავტორები, თავიანთი საქმიანობით, ყოველთვის გვარწმუნებენ იმაში, რომ არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობები, არც შეზღუდული შესაძლებლობები, არ არსებობს გადაულახავი სირთულეები, სტერეოტიპები და ჩარჩოები, რომლებსაც უნდა მოვერგოთ.

არსებობს იდეა და მისი განხორციელების შესაძლებლობები. არსებობს Jozeli Handmade, ორი ლილი და ჟოზე, რომლებიც სილამაზეს თქვენთვის ქმნიან.

Trend.ge