LIFE

10 რჩევა ადამიანისგან, რომელიც 16 ენას ფლობდა

10 რჩევა ადამიანისგან, რომელიც 16 ენას ფლობდა

კატო ლომბი - პროფესიონალური თარჯიმანი გახლდათ უნგრეთიდან, რომელიც ფლობდა უამრავ ენას. წიგნში „როგორ ვსწავლობ ენებს“ მან ჩამოაყალიბა ენის შესწავლის 10 წესი:

1. ისწავლე ენა ყოველ დღე. თუ არა გაქვს დრო, მაშინ დღეში 10 წუთი მაინც დაუთმე. განსაკუთრებით კარგია მეცადინეობა დილას.

2. თუ მეცადინეობის სურვილი ძალიან მალე გიქრება, თავს ძალას ნუ დაატან, მაგრამ არც სწავლას დაანებო თავი. მოიფიქრე რაიმე სხვა ფორმა: გადადე წიგნი და მოუსმინე რადიოს, დაანებე სახელმძღვანელოს სავარჯიშოებს და გადაფურცლე ლექსიკონი და ა.შ.

3. არასოდეს არ დაიზეპირო, არ ისწავლო ცალ-ცალკე, კონტექსტისგან დამოუკიდებლად.

4. ამოიწერე რიგგარეშე და დაიმახსოვრე ყველა „გამზადებული ფრაზები“, რომლებიც შეიძლება გამოიყენო შემთხვევების მაქსიმალურად შესაძლებელ რაოდენობაში.

5. ეცადე გონებაში გადათარგმნო ყველაფერი, რაც შესაძლებელია: გაელვებული სარეკლამო ტაბლო, წარწერა აფიშაზე, შემთხვევით გაგონილი საუბრის ნაწყვეტი. ეს დავენებაა, დაღლილი გონებისთვისაც კი.

10 რჩევა ადამიანისგან, რომელიც 16 ენას ფლობდა

6. თავში მჭიდროდ უნდა ჩაიბეჭდო მხოლოდ ის, რაც შესწორებულია მასწავლებლის მიერ. არ გადაიკითხო საკუთარი შეუსწორებელი სავარჯიშოები: მრავალჯერადი კითხვის დროს ტექსტი უნებლიედ გამახსოვრდება ყველა შესაძლო შეცდომით.

7. იდიომები ყოველთვის გადაიყვანეთ და დაიმახსოვრეთ პირველ პირში.

8. უცხო ენა - ციხე-სიმაგრეა, რომელიც ყველა მხრიდან ერთდროულად უნდა აიღო: გაზეთების კითხვით, რადიოს მოსმენით, ფილმების ყურებით, უცხო ენების ლექციებზე დასწრებით, სახელმძღვანელოების დამუშავებით და ა.შ.

9. ნუ გეშინია ილაპარაკო, არ შეგეშინდეს შესაძლებელი შეცდომების, სთხოვე, რომ შეგისწორონ ისინი. და მთავარია, არ გეწყინოს, თუ შესწორებას დაგიწყებენ.

10. იყავი დარწმუნებული, რომ რაც არ უნდა მოხდეს მიზანს მიაღწევ.

კატოს ფორმულა

კატო ლომბმა შემოგვთავაზა მარტივი ფორმულა, რომელიც განსაზღვრავს შედეგს ენის ათვისებაში:

დახარჯული დრო + დაინტერესება = შედეგი



<a href="http://www.adme.ru">www.adme.ru</a>