LIFE

როგორია ნამდვილი მამაკაცი - 15 თვისება, რომლითაც ამოიცნობთ

როგორია ნამდვილი მამაკაცი - 15 თვისება, რომლითაც ამოიცნობთ

გთავაზობთ ნამდვილი მამაკაცის 15 მახასიათებელს. თუ „მას“ ქვემოთ ჩამოთვლილი თვისებები აქვს, გაგიმართლათ:

1. აღებს კარს - ნამდვილი მამაკაცი ყოველთვის უღებს სხვებს კარს და გაატარებს. აუცილებლად უღებს კარს ქალს და აძლევს საშუალებას პირველი შევიდეს.

2. არ აგვიანებს - ის არ იგვიანებს შეხვედრებზე, ვინაიდან შესანიშნავად იცის დროის ფასი. ის აფასებს სხვის დროს.

3. სეირნობისას თქვენთან ახლოსაა - სეირნობისას თქვენთან ახლოსაა და ცდილობს დაგიცვათ პოტენციური საფრთხისგან.

როგორია ნამდვილი მამაკაცი - 15 თვისება, რომლითაც ამოიცნობთ

4. გთავაზობთ თავის მოსაცმელს - თუ ხედავს, რომ გცივათ, ის აუცილებლად გთავაზობთ თავის მოსაცმელს და ცდილობს, შეგიქმნათ კომფორტი

როგორია ნამდვილი მამაკაცი - 15 თვისება, რომლითაც ამოიცნობთ

5. გეხმარებათ დაჯდომისას - თუ მაგიდასტან უნდა დასხდეთ, ის გამოწევს სკამს და დაჯდომას შემოგთავაზებთ.

როგორია ნამდვილი მამაკაცი - 15 თვისება, რომლითაც ამოიცნობთ

6. თავაზიანია - შეიძლება ეს უმნიშვნელოდ ჩანდეს, მაგრამ როცა ის ამბობს სიტყვებს „გთხოვ“, „მადლობა“ - ეს მის თავაზიანობას უსვამს ხაზს და აჩვენებს, რომ სხვებს პატივს სცემს.

7. გთავაზობთ თავის ადგილს - თუ ხართ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ან ისეთ ადგილას სადაც ბევრი ხალხია და ხედავს რომ ფეხზე დგახართ, ის აუცილებლად დაგითმობთ თავის ადგილს.

როგორია ნამდვილი მამაკაცი - 15 თვისება, რომლითაც ამოიცნობთ

8. გთავაზობთ ხელკავით სიარულს - თუ პაემანი გაქვთ და სეირნობთ, ის გთავაზობთ ხელს. ქალებს მოსწონთ მამაკაცთან ერთად ხელკავით სიარული.

9. იცის სუფრასთან ქცევის წესები - ის არ ჭამს თითებით რესტორანში და არ იქცევა გამაღიზიანებლად.

10. ადამიანების მიმართ არ არის უხეში - მაშინაც კი, როცა მის ცხოვრებაში რაღაც საშინელება ხდება, ის ახერხებს შეინარჩუნოს ზრდილობა. მას შეუძლია მართოს ემოციები, რის გამოც გარშემომყოფებისგან ყოველთვის იმსახურებს პატივისცემას.

როგორია ნამდვილი მამაკაცი - 15 თვისება, რომლითაც ამოიცნობთ

11. არის ყურადღებიანი - ის ყოველთვის ამჩნევს მცირე დეტალებსაც კი. არ ავიწყდება ქალს უთხრას კომპლიმენტი და გამოიჩინოს ყურადღება.

12. ინახავს საიდუმლოს - მას შეუძლია საიდუმლოს შენახვა და მისი სანდოობის ხარისხი არის მაღალი.

13. არის პატიოსანი - ნამდვილი მამაკაცი ყოველთვის ამბობს სიმართლეს რაოდენ მწარეც უნდა იყოს ის.

როგორია ნამდვილი მამაკაცი - 15 თვისება, რომლითაც ამოიცნობთ

14. ქალზე ხელს არასოდეს აღმართავს - ნამდვილი მამაკაცი იცავს ქალს თავისი სიცოცხლის ფასადაც კი. ის არასოდეს ტკენს ქალს. ის არასოდეს ასწევს ხელს ქალზე

15. მისი სიტყვა მტკიცეა - თუ ის ამბობს, რომ უნდა გააკეთოს რაიმე, ან წავიდეს სადმე, ის ასე იქცევა კიდეც და არ ღალატობს თავის სიტყვას.



<a href="https://www.powerofpositivity.com">https://www.powerofpositivity.com</a>