სტილი

თბილისის მოდის კვირეულის მე-15 სეზონის გახსნის თარიღი ახლოვდება

თბილისის მოდის კვირეულის მე-15 სეზონის გახსნის თარიღი ახლოვდება

ქართული მოდის სამყაროსთვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ხმაურიანი დღეები, თბილისის მოდის კვირეული იწყება. კვირეული 19 აპრილს იხსნება და 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ქართული მოდის განვითარებას, ქართველი დიზაინერების პოპულარიზებას, ახალი სახეების აღმოჩენას და ქართული მოდის სფეროს საერთაშორისო ცნობადობას, მოდის კვირეული მე-15 სეზონზეც განაგრძობს. 

თბილისის მოდის კვირეული იქცა მოვლენად, რომლის მეშვეობითაც საქართველოს სახელი ღირსეულად, არა ერთხელ წარსდგა საერთაშორისო ასპარეზზე და შესაბამისად, მან არა მხოლოდ ადგილობრივი მასშტაბებით, არამედ, საერთაშორისო დონეზეც საკმაოდ დიდი მნიშვნელობა შეიძინა. 

თბილისის მოდის კვირეულის მე-15 სეზონის გახსნის თარიღი ახლოვდება

კვირეულის გახსნამდე ერთი კვირით ადრე, 12 აპრილს, თბილისის მოდის კვირეულის გენერალური სპონსორის TBILISI MALL-ის მთავარ ატრიუმში კვირეულის ოფიციალური შოუ–რუმი გაიხსნა, რომელზეც სეზონური კოლექციებია წარმოდგენილი. შოუ-რუმი თბილისი მოლის ყველა სტუმრისთვის დღემდე ხელმისაწვდომია და გასტანს 24 აპრილამდე. 

თბილისის მოდის კვირეულის მე-15 სეზონის გახსნის თარიღი ახლოვდება

მოდის კვირეულის მიმდინარე სეზონის განსაკუთრებულობას ბევრი სხვადასხვა მიზეზი განაპირობებს. ერთ-ერთია სეზონის გახსნის ცერემონია, რომელიც წინა წელს დაწყებული ტრადიციის გაგრძელებაა და ქართული კულტურისა და ხელოვნების ლეგენდების ხსოვნას ეძღვნება. 19 აპრილს, "თბილი სიო“ და ღვინის ქარხანა N1 ცნობილი ქართველი მსახიობის, სოფიკო ჭიაურელის საღამოს უმასპინძლებს, რომელზეც ქართველი მსახიობის სასცენო კოსტიუმების წარდგენა იგეგმება. როგორც კვირეულის ორგანიზატორები აცხადებენ, გახსნის საღამო იქნება მულტიმედიური სახის და გააერთიანებს სხვადასხვა შინაარსის ღონისძიებას, გამოფენებს, ინსტალაციებს, ვიდეო ჩვენებებსა და სხვ. 

თბილისის მოდის კვირეულის მე-15 სეზონის გახსნის თარიღი ახლოვდება

20-23 აპრილს, ისტორიის მუზეუმში ქარვასლა განთავსებული „მეიდან ჯგუფის“ საღონისძიებო სივცრეები გააერთიანებს ჩვენებების დარბაზს, პრესრუმსა და სამუშაო შოუ-რუმს. კვირეულის სამუშაო განრიგი თბილისის ისტორიის მუზეუმში ქარვასლა 20 აპრილს მარიამ გვასალიას ჩვენებით გაიხსნება. ამავე საღამოს კახაბერის ტანსაცმლის ხაზის პრეზენტაციაც მოეწყობა. კვირეული მთელი სამუშაო განრიგის განმავლობაში, სხვადასხვა სიურპრიზს სთავაზობს სტუმრებს. მაგალითად, ძალიან უჩვეულო და განსხვავებული იქნება დიზაინერის, ანი დათუკიშვილის კოლექციის ჩვენება, რომელიც განსხვავებულ გარემოში, მე-6 საავტორო სკოლის სასწავლო ოთახებსა და დერეფნებში მოეწყობა.

თბილისის მოდის კვირეულის მე-15 სეზონის გახსნის თარიღი ახლოვდება

22 აპილს ბრენდი LTFR მაყურებელს და ელექტორნული მუსიკის მოყვარულებს იპოდრომზე დაგეგმილ ღონისძიებაზე ეპატიჟება. კვირეულის დასასრული, მისი სრული მიმდინარეობის მსგავსად, იქნება განსხვავებული და ორიგინალური. კვირეული, თბილისის მერიის მხარდაჭერით განახლებულ აღმაშნებელზე, ახალი ტფლისის საფეხმავლო ტერიტორიაზე, ლაშა ჯოხაძის ჩვენებით დასრულდება. კვირეულის განრიგში აღმოაჩენთ პროექტს “იპოვეთ ქალი/ TROUVEZ LA FEMME / FIND THE WOMAN“, რომელიც არტსიტერიუმის ორგანიზებით 21 აპრილს ქარვასლაში გაიმართება. 

თბილისის მოდის კვირეულის მე-15 სეზონის გახსნის თარიღი ახლოვდება

საერთაშორისო სტუმრებთან ურთიერთობის მენეჯერის, ანანო დოლაბერიძის განმარტებით, ეს სეზონი საერთაშორისო პრესის თვალსაზრისითაც საკმაოდ გამორჩეული იქნება. მე-15 სეზონს სტუმრობს ისეთი გამოცემები, როგორებიცაა: DUST MAGAZINE, Harper’s Bazaar USA, ELLE.com, Fashion to Max, ELLE Russia, WWD Japan, WWD USA, CHINA MORNING POST, Men’s UNO HONG KONG, Marie Claire France and Monaco, Style Sight Worldwide, VOGUE RUSSIA, NOWFASHION, British VOGUE, BURO 24/7, VOGUE Ukraine, OFFICIEL Ukraine, ELLE Ukraine და www.le21eme.com.

თბილისის მოდის კვირეულის მე-15 სეზონის გახსნის თარიღი ახლოვდება

სპეციალურად საერთაშორისო სტუმრებისთვის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მოეწყობა ტური თბილისის ირგვლივ, რომელიც ქალაქის ისტორიის, ღირსშესანიშნაობებისა და კულტურული სივრცეების სტუმრებისთვის გაცნობას ისახავს მიზნად. 

მეწარმეობის განვითარების სააგენტო კვირეულის მყიდველების ჯგუფს უმასპინძლებს (ე.წ. Buyers): Harvey Nichols HONG KONG, RIJOUX STORE Tel-Aviv, Concept Store PORTA 9 Russia, Al Duca D’acosta VENICE, United Legend Strasbourg, Joseph Store London. ბაერები გაეცნობიან ქართველი დიზაინერების კოლექციებს და საქართველოში წარმოებულ პროდუქციას. მეწარმეობის განვითარების სააგენტო კვირეულის შოურუმში ასევე რამდენიმე ქართულ კომპანიას წარმოადგენს, რომელიც უკვე სტაბილურად მუშაობს ქართულ ბაზარზე და საზღვრებს გარეთ. აღსანიშნავია, რომ სააგენტოს ხელშეწყობით შედგა დიზაინერ მარიამ გვასალიას და იტალიელ ბაერებს შორის თანამშრომლობა. საქართველოში, ფაბრიკა „ევროტექს“-ში შეკერილი სამოსი, უკვე ვენეციის მაღაზიებში იყიდება. 

თბილისის მოდის კვირეულის მე-15 სეზონის გახსნის თარიღი ახლოვდება

2017 წელს თბილისის მოდის კვირეულის ოფიციალური კოსმეტიკა არის MAC, რომლის უცხოელი სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ მომუშავე ვიზაჟისტები მოდელების მაკიაჟს მსოფლიო ბრენდის MAC-ის კოსმეტიკით შექმნიან. რაც შეეხება თმის ვარცხნილობას, ჩვენებების ამ მხარეზე სილამაზის სალონი ART HOUSE და La Paris იზრუნებენ.

როგორც თაკო ჩხეიძე განმარტავს, თბილისის მოდის კვირეულმა შეძლო და მიაღწია 8 წლის წინ დასახულ მიზანს, ეს ყოველწლიური ღონისძიება ექცია საქმიან ურთიერთობად, ბიზნეს სფეროდ, რომელიც საერთაშორისო დონეზე ქართველი ახალგაზრდა დიზაინერების პოპულარიზებას და საქართველოს ცნობადობის მასშტაბების გაზრდას შეუწყობდა ხელს. 

თბილისის მოდის კვირეულის მე-15 სეზონის გახსნის თარიღი ახლოვდება

2017 წლის თბილისის მოდის კვირეულის გენერალური სპონსორია TBILISI MALL, ოფიციალური მასპინძელი – მეიდან ჯგუფი, მხარდამჭერები არიან თბილისის მერია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მეწარმეობის განვითარების სააგენტო.

თბილისის მოდის კვირეულის დღის წესრიგის შესახებ სრული ინფორმაციის ნახვა, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს კვირეულის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეუძლია. 



Trend.ge