სტილი

Click Studio - როცა წამს შეუძლია იქცეს სამუდამო მოგონებად!

Click Studio - როცა წამს შეუძლია იქცეს სამუდამო მოგონებად!

დიახ, დრო მიდის, მოგონებები კი რჩება. მოგონებების შენარჩუნება, ინფორმაციულ და აჩქარებული ტემპის მქონე ეპოქაში, რომელშიც ადამიანის გონება გამუდმებული სიახლეების მიღება-დამუშავების პროცესშია, საკმაოდ რთულია. ჩვენი განსაკუთრებული მოგონებების შენახვასა და გაფრთხილებას, თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევები და სოციალური სამყარო უზრუნველყოფს. ჩვენი ფეისბუქ ექაუნთები ყოველდღიურად გვახსენებს როგორები ვიყავით წინა წლებში, რას ვუსმენდით, ვის დავუმეგობრდით, რას ვგრძნობდით და ა.შ.

Click Studio - როცა წამს შეუძლია იქცეს სამუდამო მოგონებად!

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები მართლაც იძლევა საშუალებას, ჩვენი ცხოვრების, ყოველდღიურობის ნებისმიერი დეტალი ვაქციოთ კადრზე აღბეჭდილ მოგონებად, ღირებულებას არ კარგავს პროფესიონალური, საუკეთესო ხარისხის ფოტო მომსახურება, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვან დღეებს მკვეთრად დასამახსოვრებელს ხდის. უნაკლო და ინდივიდუალური ხედვა, ყოველი მეორე ადამიანის ძლიერი მხარე სულაც არ არის, მაგრამ არსებობს სერვისები, რომლებიც ადამიანებისთვის მნიშვნელოვან დღეებს მათთვის მორგებულ და კომფორტულ გარემოში, ინდივიდუალური და უნაკლო ხედვით, მარადიულობას ანიჭებს.

Click Studio - როცა წამს შეუძლია იქცეს სამუდამო მოგონებად!

TREND. მოხარულია ძალიან საინტერესო სტარტაპის, სტუდიო “ქლიქის“ შესახებ გიამბოთ, რომელიც ადამიანების მოგონებებს მკვეთრ ფერებს სძენს. სტუდიო „ქლიქი“ სულ ახლახანს, პირველ აპრილს შეიქმნა და პირადი ფოტოგრაფის სერვისს გვთავაზობს. თავდაპირველად იგი საბავშვო თემატიკასთან დაკავშირებულ მომსახურებას სთავაზობდა მომხმარებელს, თუმცა, ძალიან მალე, დიდი დაინტერესების შემდეგ, იდეის ავტორებმა გადაწყვიტეს მათ მიერ შეთავაზებული სერვისი ნებისმიერი ასაკის და სურვილის მქონე მომხმარებლისთვის გაეხადათ ხელმისაწვდომი.

Click Studio - როცა წამს შეუძლია იქცეს სამუდამო მოგონებად!

სტუდიო „ქლიქი“ განსაკუთრებულია იმით, რომ პროფესიონალი ფოტოგრაფის მომსახურებით სარგებლობა ჩვენთვის ნებისმიერ მოცემულობაშია შესაძლებელი. იქნება ეს სახლი, აგარაკი, პარკი, საბავშვო ბაღი, სკოლა, დაბადებისდღის წვეულება თუ ნებისმიერი სხვა. სტუდიო „ქლიქი“ ქმნის ახალშობილების, ბავშვების, ოჯახის პროფესიონალურ პორტრეტებს, იღებს ნებისმიერი ასაკის ადამიანებს, ორსულ ქალბატონებს და ა.შ.

Click Studio - როცა წამს შეუძლია იქცეს სამუდამო მოგონებად!

რაც ყველაზე მთავარია, ეს სამეგობრო ბიზნესი, უზრუნველყოფს ისეთი ფოტოსესიების დაგეგმვას, რომელიც აბსოლუტურად მომხმარებელზეა მორგებული და მას საშუალებას აძლევს ისიამოვნოს ფოტოგადაღების პროცესით.

Click Studio - როცა წამს შეუძლია იქცეს სამუდამო მოგონებად!

გამომდინარე იქედან, რომ სტუდიო „ქლიქი“ ახალი სერვისია, მისი მომსახურებით სარგებლობა, ჯერჯერობით, მხოლოდ ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდების მეშვეობით შეგიძლიათ. თუმცა, სერვისის ავტორების თქმით, უახლოეს მომავალში, მომხმარებლებს სტუდიო „ქლიქი“ ვებ-გვერდით სარგებლობის შესაძლებლობასაც მისცემს.

Click Studio - როცა წამს შეუძლია იქცეს სამუდამო მოგონებად!

სტუდიო „ქლიქი“ ლინზის მიღმა უყურებს თქვენი ცხოვრების დაუვიწყარ მომენტებს, იმარჯვებს დროზე და აქცევს თქვენს ღიმილიან დღეებს ცოცხალ მოგონებებად!

Trend.ge