ყველაზე მატყუარა ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგში მესამე ადგილს სასწორები იკავებენ. მათ ეშინიათ კონფლიქტების, ამიტომ ჩხუბის თავიდან ასაცილებლად ხშირად იტყუებიან. ის იშვიათად იტყუება იმისთვისმ რომ ვინმესგან რაიმე მიიღოს. თაღლითი არ არის - ასე ვთქვათ, საკუთარი თავის გადარჩენის გამო ამბობს ხოლმე ტყუილებს.
ასევე, სასწორისთვის ძალიან რთულია თქვას რაიმე არასასიამოვნო ამბავი და ატკინოს სხვას გული, ამიტომ ის მწარე სიმართლეს ამბჯობინებს, რომ ტყუილი თქვას.
მეორე ადგილზე მშვილდოსნები არიან. ისინი უმეტესწილად საკუთარ თავს ატყუებენ. აქვთ წარმოსახვის ძალიან დიდი უნარი და არარსებულს, წარმოსახულს, ხშირად სინამდვილესთან აიგივებენ, ამის გამო, თავად რჩებიან დაზარალებულები. მშვილდოსნებს უყვართ ამბების მოყოლა გადაჭარბებით.არის მათ ნაამბობში სიმართლის მარცვალი, მაგრამ იმდენად გაფერადებულია წარმოსახული გარემოებებით, რომ საბოლოო ჯამში, ტყუილი გამოდის.
აღსანიშნავია, რომ ამას მშვილდოსნები შეგნებულად არ აკეთებენ. უბრალოდ, მათი ბუნებაა ასეთი.
და ბოლოს, ასტროლოგები საპატიო პირველ ადგილს ყველაზე მატყუარა ზოდიაქოს ნიშნებს შორის ვერძებს აკუთვნებენ. ვერძებს უყვართ სხვების დაცვა და უმეტეს შემთხვევაში, სხვების გამო ამბობენ ტყუილებს და ეს ძალიან ხშირად ხდება.
ვერძისთვის სიტუაციიდან თავის დაღწევის საუკეთესო გზა ტყუილის თქმაა. ამით ის თავს არიდებს კონფლიქტს.
თემები: ზოდიაქო, ზოდიაქოს ნიშნები, ჰოროსკოპი
<a href="http://gostica.com/">http://gostica.com/</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია