თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში ისტორიის მუზეუმ ქარვასლაში გამართული 20 აპრილის ჩვენებები, KAHABERI RUNWAY-ით დასრულდა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ეხილათ კახა ცისკარიძის მიერ შექმნილი ტანსაცმლის ხაზი, რომლის პრეზენტაციაც, სულ ახლახანს, პირველ აპრილს, "ბილტმორ თბილისში" გაიმართა.
როგორც თავად კახაბერი TREND.-თან საუბარში განმარტავს, მისი ტანსაცმლის ხაზი ქართული, ტრადიციული ტანისამოსის თანამედროვე ვერსიაა. ჩვენებაზე წარმოდგენილი იყო ყაბალახი, აბრეშუმის თავსაბურავები, რომლებიც დათო მაჭავარიანის „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციით - „ჯარი“ არის გაფორმებული, სხვადასხვა ვარცხნილობის ფორმის მქონე ფაფახის ხაზი, რომელიც სტილისტთან, შაკო საჯაიასთან თანამშრომლობით შეიქმნა. მაისურების სერიას არტისტის წინაპრების პორტრეტები აფორმებდა, კახაბერის თქმით, ეს სერია წინაპრების მიმართ ხსოვნასა და პატივისცემას ეძღვნება.
კახაბერი, როგორც დიზაინერი, თბილისის მოდის კვირეულის დებიუტანტია და TREND. წარმატებას უსურვებს ქართველ არტისტს.
თბილისის მოდის კვირეულის მე-15 სეზონი 19 აპრილს გაიხსნა და 23 აპრილს, დიზაინერ ლაშა ჯოხაძის ჩვენებით დასრულდება.
ფოტო: ქეთა კანდელაკი
თემები: სტილი, მოდა, ტრენდი, ჩაცმულობა, 2017 წლის ტენდენციები, ქართველი დიზაინერები, Georgian Designers, ქართული ბრენდი, თბილისის მოდის კვირეული, Kakhaberi
Trend.ge
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია