LIFE

ვკითხულობთ ტრანსპორტში - უჩვეულო სიურპრიზი მგზავრებს

ვკითხულობთ ტრანსპორტში - უჩვეულო სიურპრიზი მგზავრებს

დღეს დილით, N61 ავტობუსის მგზავრები უჩვეულო სიურპრიზის მომსწრენი გახდნენ. მათ, მეტროპოლიტენის მგზავრების მსგავსად, საჩუქრად წიგნები და 23 აპრილს, წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მთაწმინდის პანთეონში დაგეგმილი ღონისძიების მოსაწვევი ბარათი გადაეცათ.

ვკითხულობთ ტრანსპორტში - უჩვეულო სიურპრიზი მგზავრებს

აქციაში აქტიურად ჩაერთო თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, რომელმაც ფოტოგრაფ გოგა ჩანადირთან ერთად მგზავრებს საჩუქრები გადასცა და კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება წიგნის კითხვის მნიშვნელობასა და მისი პოპულარიზაციის აუცილებლობაზე. მთაწმინდის პანთეონში 23 აპრილს ქართველი თანამედროვე მწერლები წიგნებსა და ლიტერატურაზე ისაუბრებენ.

ვკითხულობთ ტრანსპორტში - უჩვეულო სიურპრიზი მგზავრებს

TREND. გთავაზობთ 23 აპრილის დღის წესრიგს: 

v 16:00 – რატი ამაღლობელი გალაკტიონ ტაბიძის შესახებ

v 16:30 – გიორგი კეკელიძე აკაკი წერეთლის შესახებ

v 17:00 – ლევან ბერძენიშვილი მიხეილ ჯავახიშვილის შესახებ

v 17:30 – დათო ტურაშვილი ბაჩანა ბრეგვაძის შესახებ

v 18:00 – სანდრო ლორთქიფანიძე ნიკოლოზ ბარათაშვილის შესახებ

v 18:30 – ეთერ თათარაიძე ვაჟა-ფშაველას შესახებ

ვკითხულობთ ტრანსპორტში - უჩვეულო სიურპრიზი მგზავრებს

ლექციების პარალელურად, მთაწმინდის პანთეონის ტერიტორიაზე მოეწყობა წიგნების გამოფენა-გაყიდვა სპეციალური ფასდაკლებით.

აქციის ორგანიზატორები არიან თბილისის მერია, თბილისის სატრანსპორტო კომპანია, ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, გამომცემლობა „ინტელექტი“ და „არტანუჯი“. ღონისძიების მიზანია წიგნის კითხვის პოპულარიზაცია.

ვკითხულობთ ტრანსპორტში - უჩვეულო სიურპრიზი მგზავრებს

ყველა დაინტერესებული სტუმრისთვის, 23 აპრილს, თავისუფლების მოედნიდან პანთეონის მიმართულებით, 15:30 საათსა და 16:30 საათზე უფასო ავტობუსი იმოძრავებს.

ვკითხულობთ ტრანსპორტში - უჩვეულო სიურპრიზი მგზავრებს
ვკითხულობთ ტრანსპორტში - უჩვეულო სიურპრიზი მგზავრებს
ვკითხულობთ ტრანსპორტში - უჩვეულო სიურპრიზი მგზავრებს

#ვკითხულობთტრანსპორტში

#ვკითხულობთწიგნებს



Trend.ge